"ვანკუვერს" სტენლის თასის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

AutoSharing Option
"ვანკუვერმა" სტენლის თასის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "ბოსტონ ბრუინზი" 1:0 დაამარცხა. სერიაში, რომელიც ოთხ მოგებამდეა "ვანკუვერი" 3:2 დაწინაურდა.

მატჩის ერთადერთი შაიბა "ვანკუვერის" ფორვარდმა მაქსიმ ლაპიერმა მესამე პერიოდის დასაწყისში გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კანადური კლუბის მეკარე რობერტო ლიუონგო აღიარეს, რომელმაც კარი მშრალად ფინალური სერიის მეორე მატჩში შეინახა. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე შეხვედრაში ლიუონგომ 12 შაიბა გაუშვა, თუმცა კლუბმა გადაწყვიტა მისთვის კარი მეხუთე მატჩშიც ენდო.

შეხვედრის მეორე ვარსკვლავად "ბოსტონის მეკარე ტიმ ტომასი დაასახელეს.

სტენლის თასის ფინალის მეექვსე მატჩი 13 ივნისს ბოსტონში
გაიმართება. ხუთივე გასულ მატჩში მასპინძლები იმარჯვებდნენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული