სელიანე ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option

სახელოვანმა ფინელმა ფორვარდმა ტეემუ სელიანემ აქტიური კარიერის ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. 40 წლის ლეგენდარული მოთამაშისთვის დამდეგი სეზონი მე-18 იქნება ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

"მზად ვარ მოლაპარაკებების დასაწყებად და ამის შესახებ უკვე ვაცნობე "ანაჰაიმის" შტაბს. თუ საკლუბო ბოსები ახალი გუნდის შექმნას იწყებენ, მე მათ ბევრ რამეში გამოვადგები. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ამ ზაფხულს "დაქსმა" შეიძინა, დიდი გამარჯვებების მიღწევა შეიძლება. გარდა ამისა, "ანაჰაიმს" ჩემი ძველი მეგობარი - პოლ კარია შეუერთდა, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას ელოდა. ახლა ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ლიგაში კიდევ ერთი წლით დარჩენა

გადავწყვიტე", - ამბობს ფინელი თავდამსხმელი.
შარშან სელიანემ რეგულარულ ჩემპიონატში 54 მატჩი ჩაატარა და 48 ქულა (21 გოლი+27 შედეგიანი პასი) დააგროვა, "ანაჰაიმი" კი პლეი ოფში ვერ მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული