"რა თქმა უნდა, ზურგიდან შეტევა ძალიან სახიფათოა და ამის გამო დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს. ამ მხრივ, იმ სამუშაოს, რასაც სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელი ბრენდან შენეჰანი ატარებს, მართლაც პატივისცემას იმსახურებს.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ბევრი თანამედროვე ჰოკეისტი ბარიერთან მოედნისკენ ზურგშექცევით დგას. ადრე მსგავსი რამ არ ხდებოდა. როცა მე ვთამაშობდი, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მეტოქეს არასოდეს ვეჯახებოდით. მაგრამ ამასთ
პირადად მე არც ერთი ტვინის შერყევა არ მქონია, არადა, ხომ გახსოვთ როგორ ჩაფხუტს ვატარებდი?! ის თხელი იყო, როგორც ქაღალდი", - განაცხადა გრეტცკიმ.
* * *
გუშინ ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონში ტრადიციულ "ზამთრის კლასიკაში" "ფილადელფია სიქსერზი" და "ნიუ იორკ რეინჯერსი" ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ასეთი მატჩი ახალი წლის პირველ ან მეორე დღეს ღია ცის ქვეშ იმართება.
შეხვედრა 2 იანვარს ფილადელფიაში Citizens Bank Ballpark-ის არენაზე გაიმართება. ეს ღია სტადიონი 43 500 მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ზამთრის კლასიკაში" ერთმანეთს დაუპირსპირდნენ "პიტსბურგ პინგვინზი" და "ვაშიგტონი კეპიტალზი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"