სპორტსმენი შვედეთის ქალაქ ტუმბაში დაიბადა და სწორედ ამ სახელით შეცვალა მოგვიანებით თავისი ნამდვილი გვარი - იუჰანსონი. ის თანამედროვე ჰოკეის ერთ-ერთი პიონერი იყო, კერძოდ, პირველი ევროპელი გახლდათ, რომელიც ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდის საწვრთნელ ბანაკში მიიწვიეს.
კარიერის დიდი ნაწილი სვენ ტუმბამ სამშობლოში გაატარა და რვაჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი. შვედეთის ნაკრების რიგებში ჰოკეისტმა მსოფლიოს 14 ჩემპიონატი
ჰოკეის გარდა ტუმბა ფეხბურთსაც თამაშობდა და 1959 წელს "იურგორდენის" რიგებში შვედეთის ჩემპიონიც გახდა. ჰოკეისტის კარიერის დასრულების შემდეგ სვენ ტუმბა შვედეთში გოლფის პოპულარიზაციაზე ზრუნავდა და გოლფ-კლუბების დიზაინერად მუშაობდა.
1997 წელს სვენ ტუმბა ჰოკეის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს. ორი წლის შემდეგ კი შვედეთის ჰოკეის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გამოკითხვაში მან პეტერ ფორსბერგსა და მატს სუნდინს აჯობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"