სიმულატორის ბაზაში შეიტანეს ლიგის ყველა გუნდის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და შემდეგ 2011-12 წლების სეზონი "ჩაატარეს".
საბოლოოდ, სტენლის თასის მფლობელი გახდა "პიტსბურგ პინგვინზი", რომელმაც ფინალურ სერიაში ექვს მატჩში დაამარცხა "ჩიკაგო ბლეკჰოქსი". პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ("კონ სმიტ ტროფი") პიტსბურგელთა კაპიტანმა სიდნი კროსბიმ მოიპოვა.
საინტერესოა, რომ EA Sports-ის პროგრამაში შეტანილი იყო ის ინფორმაციაც, რომ კროსბი ტრავმის გამო გამოტოვებს ახალი სეზონის დასაწყისს. საბოლოოდ,
სეზონის MVP-ის პრიზი მოიგო "ვაშინგტონის" რუსმა ვარსკვლავმა ალექსანდრ ოვეჩკინმა. გარდა ამისა, ის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 110 ქულა (51+59). რეგულარულის საუკეთესო სნაიპერის პრიზი ("მორის რიშარ ტროფი") "ტამპა ბეის" თავდამსხმელ სტივენ სტემკოსს ერგო - მან 53 შაიბა გაიტანა.
საუკეთესო მეკარის პრიზი მოიგო "რეინჯერსის" გოლკიპერმა ჰენრიკ ლუნდკვისტმა, საუკეთესო მცველი გახდა ნეშვილელი ში უებერი, საუკეთესო დებიუტანტი - ბრეიდენ შენი "ფილადელფიადან".
აღმოსავლეთიდან პლეი ოფში მოხვდნენ: "ვაშინგტონი", "პიტსბურგი", "ბაფალო", "ბოსტონი", "ფილადელფია", "ტამპა ბეი", "რეინჯერსი" და "ტორონტო", დასავლეთიდან: "ვანკუვერი", "სან ხოსე", "ჩიკაგო", "დეტროიტი", "ლოს ანჯელესი", "ნეშვილი", "ანაჰაიმი", "მინესოტა".
ზედიზედ მეორედ რეგულარულის ჩემპიონი გახდა "ვანკუვერი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"