მასპინძლებმა კარგად დაიწყეს მატჩი და კლოდ ჟირუს მეხუთე შაიბით ანგარიში გახსნეს, მაგრამ პერიოდის ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ბოლო წუთნახევარში ბრიზგალოვის კარში ორი შაიბა შევარდა - ჯერ მატიო პერომ გაათანაბრა, შემდეგ ალექსანდრ ოვეჩკინმა წინ გაიყვანა "ვაშინგტონი".
ცალკე აღნიშვნის ღირსია ოვეჩკინის თამაში. "კეპიტალზის" სუპერვარსკვლავმა წინა ხუთ მატჩში
მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო სტუმრების მეკარე ტომაშ ვოკოუნი - ჩეხმა გოლკიპერმა ფილადელფიელთა 40 დარტყმა მოიგერია.
* * *
სტენლის თასის მფლობელმა "ბოსტონ ბრუინზმა" როგორც იქნა აჩვენა ის თამაში, რომლითაც მან გასული სეზონის მთავარი პრიზი მოიპოვა. ბოსტონელები საკუთარ მოედანზე ხდებოდნენ "ტორონტოს", რომელსაც აქამდე ძირითადში შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული.
ანგარიში სტუმართა ფორვარდმა შტეკელმა გახსნა, მაგრამ "ბოსტონმა" პირველივე პერიოდში შეძლო სოლიდური სხვაობით წინ გასვლა. ამაში მას ორჯერ გამოყენებული რიცხობრივი უპირატესობა დაეხმარა, არადა, წინა ექვს მატჩში "დათვებმა" 22-ჯერ ვერ შეძლეს (24 შანსიდან) ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშება.
"ტორონტო" უხეშობისთვის ჰორტონმა და ხარამ დასაჯეს და წინ გაიყვანეს საკუთარი გუნდი, რის შემდეგაც "ბრუინზმა" კანადური კლუბის კარში კიდევ ოთხი შაიბა გაიტანა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ანგარიში 6:1 გახდა. ერთადერთი, რაც "ტორონტომ" დარჩენილ დროში შეძლო, ერთი პრესტიჟის შაიბის გატანაა.
* * *
"პიტსბურგმა" კვლავ თავისი ორი სუპერვარსკვლავის - სიდნი კროსბისა და ევგენი მალკინის გარეშე ითამაშა და მაინც მოიგო სეზონში მეხუთე შეხვედრა. "პინგვინები" შინ აუთსაიდერ "მონრეალს" ხვდებოდნენ, რომელსაც საწყის ხუთ მატჩში ოთხი წაგება ჰქონდა.
კანადურმა კლუბმა ვერც ამჯერად იყოჩაღა. თავდაპირველად "მონრეალის" კარი ჯეიმს ნილმა აიღო, რომელმაც თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა სეზონში და ისევ დაწინაურდა სნაიპერთა დავაში.
ამის შემდეგ, "პიტსბურგმა" თითო პერიოდში კიდევ თითო შაიბა გაიტანა და 3:0-ს იგებდა შეხვედრას, როცა მატჩის მიწურულს მონრეალელმა ბრაიან ჯონტამ პრესტიჟის გოლი შეაგდო და "შათაუტი" არ შეასრულებინა "პინგვინების" მეკარე მარკ-ანდრე ფლერის, რომელიც 27 სეივის წყალობით ამ მატჩის პირველ ვარსკვლავად დასახელდა.
* * *
როგორც იქნა, გაიღვიძეს "ტამპა ბეის" ლიდერებმა და ამ გუნდმა შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.
"ტამპა" საკუთარ მოედანზე ხვდებოდა ბოლო დროს მომძლავრებულ "ნიუ იორკ აილენდერსს" და თავისი ვეტერანი ვარსკვლავების წყალობით პირველ ორ პერიოდში ორშაიბიან უპირატესობას მიაღწია. ამ მომენტებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ვენსან ლეკავლიემ, რომელმაც გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქულის აღება მოახერხა მარტინ სან ლუიმ - სწორედ მან გაატანინა მეორე შაიბა ლეკავალიეს.
ხოლო, როცა მესამე პერიოდში "ტამპას" ახალგაზრდა ლიდერმა სტივენ სტემკოსმა სამამდე გაზარდა უპირატესობა, მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. მართალია, მიხაელ გრაბნერმა "აილენდერსს" ერთი შაიბა შემატა, "ტამპას" ფორვარდმა ბრეტ კლარკმა ამას გოლით უპასუხა და სამშაიბიანი უპირატესობა აღადგინა. 4:1 მოიგო "ლაითნინგმა" და ეს მისი მეორე გამარჯვებაა შვიდ მატჩში.
ბოსტონი-ტორონტო 6:2
3:1, 0:0, 3:1
გოლები: 0:1 შტეკელი-1 (კადრი-1, ფანოფი-6), 1:1 ჰორტონი-2 (ხარა-1, ფერენსი-2), 2:1 ხარა-1 (ფერენსი-3, სეგინი-5), 3:1 კ. კელი-2 (ლუჩიჩი-2, ფერენსი-4), 4:1 ლუჩიჩი-1 (სეგინი-6, კ. კელი-1), 5:1 პ. ბერჟერონი-1 (ჰორტონი-2, ხარა-2), 6:1 სეგინი-2 (ლუჩიჩი-3, კამპფერი-1), 6:2 გრაბოვსკი-2 (გარდინერი-1, შენი-2).
ფილადელფია-ვაშინგტონი 2:5
1:2, 0:0, 1:3
გოლები: 1:0 კ. ჟირუ-5 (სიმონდსი-2), 1:1 მ. პერო-1, 1:2 ოვეჩკინი-2 (ბექსტრიომი-6, ბროუერი-1), 1:3 ჰამრლიკი-1 (ჰენდრიქსი-1, მ. პერო-2), 1:4 ოვეჩკინი-3 (ბექსტრიომი-7, ვიდემანი-4), 1:5 ჯ. უორდი-1 (შულცი-2), 2:5 კუტურიე-2 (ნოდლი-1, ტელბოტი-2).
პიტსბურგი-მონრეალი 3:1
1:0, 1:0, 3:1
გოლები: 1:0 ჯ. ნილი-7 (სალივანი-3, პარკი-2), 2:0 ვიტალე-1 (ენგელანდი-1), 3:0 ეშემი-1 (ენგელანდი-2, ნისკანენი-2), 3:1 ჯონტა-2 (ი. უებერი-2, დერჩი-1).
ფლორიდა-ბაფალო 0:3
0:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 ვანეკი-5 (პომინვილი-6, მიერსი-2), 2:0 პომინვილი-2 (ლეინო-1), 3:0 ვანეკი-6 (პომინვილი-7, გრანიანი-3).
ტამპა ბეი-აილენდერსი 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 მელოუნი-2 (ლეკავალიე-2, მ-ა. ბერჟერონი-7), 2:0 ლეკავალიე-3 (სან ლუი-3), 3:0 სტემკოსი-3 (პურსელი-3), 3:1 გრაბნერი-2 (შტრაიტი-4, როლსტონი-2), 4:1 ბ. კლარკი-2 (პურსელი-4).
ოტავა-ვინიპეგი 4:1
0:1, 2:0, 2:0
გოლები: 0:1 ბაფლინი-1 (ბურმისტროვი-4, ენსტრიომი-2), 1:1 მ. მიხალეკი-4 (გრინინგი-1, სპეცა-4), 2:1 სპეცა-3 (გრინინგი-2, მ. მიხალეკი-3), 3:1 ალფრედსონი-3, 4:1 მ. მიხალეკი-5 (ზ. სმიტი-3, სპეცა-5).
კოლორადო-ჩიკაგო 1:3
0:1, 1:0, 0:2
გოლები: 0:1 ტეუვზი-3 (კარჩილო-2, ლედი-2), 1:1 ო'ბირნი-1 (დუშენი-3, ლინდსტრიომი-1), 1:3 წარპი-2 (ბრუნეტი-2, კიტი-3), 1:3 მარიან ჰოსა-3 (ტეუვზი-2).
კალგარი-რეინჯერსი 2:3
2:2, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 გაბორიკი-4 (სტეპანი-1, ბ. რიჩარდსი-4), 1:1 იგინლა-2 (ტანგეი-5, ჰენანი-2), 1:2 პრუკსტი-2 (ბ. ბოილი-1), 2:2 ჯორდანო-1 (იგინლა-1, ტანგეი-6), 2:3 მაკდონაჰი-2 (ჟირარდი-1, დუბინსკი-3).
ედმონტონი-მინესოტა 1:2 (ბ)
1:0, 0:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 რ. ჯონსი-2 (რ. სმიტი-2), 1:1 ჰიტლი-2 (ბუშარი-3, სეტოგუჩი-1).
ბულიტები გაიტანეს: კულენი (მინესოტა).
ფინიქსი-ლოს ანჯელესი 0:2
0:0, 0:2, 0:0
გოლები: 0:1 დ. ბრაუნი-2 (მ. რიჩარდსი-4, კოპიტარი-6), 0:2 კლიფორდი-1 (უესგარტი-1, მ. გრინი-1).
ვანკუვერი-ნეშვილი 5:1
4:1, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 დ. სედინი-3 (ჰ. სედინი-6), 1:1 ჰალიშჩუკი-2 (კ. უილსონი-2, ბლუმი-1), 2:1 ჰ. სედინი-3 (დ. სედინი-6, ედლერი-3), 3:1 ვაისი-1 (ედლერი-4, ლაპიერი-1), 4:1 ჰიგინსი-3, 5:1 კესლერი-1 (დ. სედინი-7, სალო-3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"