ამ მაჩვენებლით ყველა დროის ლიდერს გორდი ჰოუს 1767 მატჩი აქვს. იმისთვის, რომ 41 წლის ლიდსტრიომი ჰოუს დაეწიოს, მინიმუმ სამი სეზონი უნდა ითამაშოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან შვედი სერიოზულად ფიქრობს კარიერის დასრულებაზე.
"ეს ნიშნული ჩემთვის ბევრს ნიშნავს, - განაცხადა ლიდსტრიომმა NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - ყოველთვის მინდოდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 1000 მატჩი ჩამეტარებინა,
ეს იყო განსაკუთრებული საღამო, რადგან ბევრს არ ჰქონია 1500 მატჩის ჩატარების პატივი. სავარაუდოდ, თუ სტენლის თასის მოვიგებთ, ეს იქნება ჰოკეიდან წასვლის მომენტი. მახსოვს, როცა სკოტი ბოუმენი სამწვრთნელო კარიერას ასრულებდა, პირდაპირ ყინულზე გამოგვიცხადა: "მორჩა! ეს ჩემი ბოლო გამარჯვებაა!" არ ვიცი, ნაადრევად ჩაიფიქრა თუ არა მან ტრიუმფით წასვლა, მაგრამ ყველაფერი გამოუვიდა. რა იქნება, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სეზონის მოგებას? არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვფიქრობ ამაზე. უბრალოდ, ამ მომენტით ვტკბები".
* * *
ასევე საიუბილეო მატჩი ჩაატარა განვლილ უქმეებზე "სან ხოსე შარქსის" კაპიტანმა ჯო ტორნტონმა. "ზვიგენების" ცენტრფორვარდი 266-ე ჰოკეისტია ისტორიაში, ვისაც კარიერაში 1000 მატჩი დაუგროვდა.
ტორნტონს ეს ღირსშესანიშნავი მომენტი "ნიუ ჯერსისთან" მატჩში ჰქონდა და ამ შეხვედრაში "ზვიგენების" კაპიტანმა სეზონში პირველი შაიბა გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"