პირველ პერიოდში გუნდებმა ორ-ორი შაიბა გაცვალეს. მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე "ფინიქსის" რიგებში თავი გამოიჩინა ბოიდ გორდონმა, წუთნახევრის შემდეგ გოლი ლაური კორპიკოსკიმ გაიტანა, კიდევ წუთნახევარში - კიტ იენდლმა.
ამის შემდეგ ჰილერი შეცვალეს. მის ნაცვლად შემოსულმა დენ ელისმა არც ერთი შაიბა არ გაუშვა, მაგრამ "ანაჰაიმმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.
სეზონის საწყის შვიდ მატჩში "ფინიქსმა" შვიდი ქულა დააგროვა. ეს გუნდი მე-11 ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში. "ანაჰაიმს" ერთი ქულით მეტი აქვს და დასავლეთში მერვე გუნდია.
ანაჰაიმი-ფინიქსი 4:5
2:2, 1:3, 1:0
გოლები: 0:1 ჰანჟალი-1 (ბოდკერი-2, ვრბატა-2), 1:1 ვიშნოვსკი-1 (პერი-1, სბისა-3), 2:1 გეტცლაფი-1 (სელიანე-2, ფაულერი-2), 2:2 ჰანჟალი-2 (იენდლი-4), 2:3 გორდონი-1 (პიატი-3, კორპიკოსკი-1), 2:4 კორპიკოსკი-2 (პიატი-4, ა. ოკუანი-1), 2:5 იენდლი-1 (დოუნი-5, რეი უიტნი-3), 3:5 ფოსტერი-1 (ბოშემენი-2, ს. კოივუ-3), 4:5 გეტცლაფი-2 (ვიშნოვსკი-3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"