17 გოლი ერთ მატჩში!

AutoSharing Option
ფანტასტიკური სანახაობა აჩვენეს ფილადელფიელ მაყურებლებს ადგილობრივმა "ფლაიერზმა" და "ვინიპეგ ჯეტსმა". ამ გუნდებმა აბსოლუტურად დაივიწყეს დაცვაში თამაში და ბოლო 15 წლის განმავლობაში ლიგაში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარეს - ჯამში 17 გოლი გაიტანეს!

ამ თრილერში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა სტუმართა გუნდმა, რომლის რიგებში ცხრა ჰოკეისტმა გამოიჩინა თავი!

ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, "ფილადელფიას" პირველ 30 წუთში ექვსი გოლი რომ არ გაეშვა. თავად მასპინძელთა გუნდმა ამ დროის განმავლობაში ორი შაიბა გაიტანა. 6:2 "ვინიპეგისთვის" პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ "მფრინავებმა" საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თავი არ შეირცხვინეს და
დაუვიწყარი სპექტაკლი წარმოადგინეს. მეორე პერიოდის მეათე წუთიდან ბოლო 20-წუთეულის მესამე წუთამდე "ფილადელფიამ" "ვინიპეგის" კარგი ხუთი უპასუხო გოლი შეაგდო და წინ გავიდა - 7:6!

ამას მოჰყვა "ვინიპეგის" ორი გოლი და მატჩში ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა. "ფლაიერზი" არ დანებდა და ანგარიში ისევ განთანაბრდა, მაგრამ მასპინძელმა მაინც ვერ მიაღწია ოვერტაიმამდე - საფინალო სირენამდე წუთითა და 6 წამით ადრე ენდრიუ ლედმა გამარჯვება მოუტანა "ვინიპეგს" - 9:8.

* * *
სეზონში პირველი მარცხი იწვნია "ვაშინგტონმა". ლიდერის დამარცხება "ედმონტონმა" შეძლო, რომლის პერსპექტიულმა ფორვარდებმა თანდათან დაიწყეს მწვრთნელების ნდობის გამართლება. მაგალითად, წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა მეოთხე პასი მიითვალა. თუმცა დედაქალაქელთა დამარცხება არა "მენავთობეების" ახალგაზრდების, არამედ მათი 38 წლის მეკარის ნიკოლაი ხაბიბულინის დამსახურებაა. ვეტერანმა რუსმა, რომელმაც ამ ზაფხულს ამერიკის ციხეში რამდენიმე დღე გაატარა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, 35-დან 34 დარტყმა მოიგერია და დღის პირველი ვარსკვლავი გახდა. სხვათა შორის ამ მომენტისთვის ხაბიბულინი NHL-ის ლიდერია საიმედოობის კოეფიციენტით (0.97) და დარტყმების მოგერიების პროცენტით (96,4).

პიტსბურგი-აილენდერსი 3:2 (ბ)
0:1, 2:0, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 ნილსენი-2 (ოკსოპო-2, შტრაიტი-6), 0:2 მ. მარტინი-1 (სტაიოსი-1, რისონერი-1), 1:2 კუნიტცი-3 (დუპუი-6, ლეტანგი-8), 2:2 ჯ. ნილი-9 (კუნიტცი-3, მალკინი-4).
ბულიტები გაიტანეს: მალკინი (პიტსბურგი).

ფილადელფია-ვინიპეგი 8:9
1:3, 3:3, 4:3
გოლები: 1:0 ჰარტნელი-3 (იაგრი-6, ტიმონენი-5), 1:1 რ. ჯონსი-1 (ველერი-3, გლესი-3), 1:2 სლეიტერი-4 (ტორნბურნი-1, გლესი-4), 1:3 უელვუდი-4 (ენსტრიომი-4, ლიტლი-2), 1:4 გლესი-2 (ენსტრიომი-5, ბაფლინი-3), 1:5 ანტროპოვი-3 (სტეპლტონი-1), 2:5 კ. ჟირუ-6 (ტიმონენი-6, ბრიერი-5), 2:6 ე. კეინი-2 (ანტროპოვი-5, ბურმისტროვი-6), 3:6 ბრიერი-3 (ჰარტნელი-5, ტიმონენი-7), 4:6 ტელბოტი-2, 5:6 ბრიერი-4 (ქობურნი-1, ვან რიმსდიკი-3), 6:6 რიდი-3 (ლილია-1, ვორაჩეკი-3), 7:6 ვან რიმსდიკი-3 (ბრიერი-6, მ. კარლი-5), 7:7 ბურმისტროვი-3 (ანტროპოვი-6, ე. კეინი-2), 7:8 მ. სტიუარტი-1 (სტეპლტონი-2, ველერი-4), 8:8 ვან რიმსდიკი-4 (ტიმონენი-8, მეზაროში-3), 8:9 ლედი-3 (ველერი-5, ლიტლი-3).

რეინჯერსი-ტორონტო 2:4
1:0, 0:1, 1:3
გოლები: 1:0 ჟირარდი-1 (გაბორიკი-1, ანისიმოვი-3), 1:1 ლომბარდი-2 (ბოჟაკი-5, გუნარსონი-3), 1:2 ლუპული-5 (გარდინერი-3, კესელი-7), 1:3 მაკარტური-1 (კომისარეკი-1), 1:4 მ. ბრაუნი-1 (ლაილსი-7), 2:4 დელ ზოტო-1.

ბაფალო-კოლამბუსი 4:2
1:0, 1:1, 2:1
გოლები: 1:0 ბოიესი-2 (ვანეკი-5, პომინვილი-9), 2:0 პომინვილი-3 (ვანეკი-6, ლ. ადამი-5), 2:1 პროსპალი-4 (ვერმეტი-4, უმბურგერი-3), 2:2 ტიუტინი-1 (პალსონი-1, ვიშნიევსკი-1), 3:2 კალეტა-1 (გერბე-4, ერჰოფი-5), 4:2 პომინვილი-4 (ვანეკი-7, ბოიესი-3).

ბოსტონი-მონრეალი 1:2
1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-2, 1:1 ე. კოული-2 (შპაჩეკი-2, დეშარნე-5), 1:2 პლეკანეცი-3 (ჯონტა-4, ჯორჯესი-6).

ოტავა-ფლორიდა 4:3
0:1, 2:1, 2:1
გოლები: 0:1 გარისონი-3 (ვერსტიგი-6, ბ. კემპბელი-8), 1:1 ალფრედსონი-4 (სპეცა-8, გონჩარი-7), 1:2 უეისი-4 (ფლიშმანი-4, კულიკოვი-5), 2:2 და კოსტა-2 (კონდრა-2, მ. მიხალეკი-5), 3:2 გრინინგი-3 (ე. კარლსონი-9), 3:3 ვერსტიგი-5 (უეისი-5, კულიკოვი-6), 4:3 ფოლინო-2 (ალფრედსონი-3, რუნდბლადი-2).

ნეშვილი-ტამპა ბეი 5:3
2:2, 3:0, 0:1
გოლები: 1:0 ს. კოსტიცინი-3 (კ. სმიტი-4, ფიშერი-2), 2:0 ფიშერი-1 (ს. კოსტიცინი-5, კ. სმიტი-5), 2:1 სტემკოსი-5 (პურსელი-6, მელოუნი-3), 2:2 პურსელი-3 (ბ. კონოლი-3, მ-ა. ბერჟერონი-9), 3:2 ჰორნკვისტი-1 (ჰალიშჩუკი-2, ჯოფრიონი-1), 4:2 სპალინგი-1 (ჰილენი-2, ბლუმი-2), 5:2 ფიშერი-2 (სპალინგი-2), 5:3 სტემკოსი-6 (მ-ა. ბერჟერონი-10, სან ლუი-6).

მინესოტა-ანაჰაიმი 2:3
0:1, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 პერი-4 (გეტცლაფი-3, სელიანე-4), 0:2 რაიანი-3 (სელიანე-5, ლიდმანი-2), 1:2 სპარჯონი-1 (სეტოგუჩი-2, ბუშარი-4), 1:3 გეტცლაფი-4 (სელიანე-6, პერი-3), 2:3 კულენი-4 (მ. კოივუ-4, ჰიტლი-4).

დალასი-ლოს ანჯელესი 3:5
1:0, 0:3, 2:2
გოლები: 1:0 დელეი-1 (ლ. ერიქსონი-3, ბენი-7), 1:1 ჯასტინ უილიამსი-3 (ვოინოვი-1, კოპიტარი-7), 1:2 პერსი-1 (მ. რიჩარდსი-6, დ. ბრაუნი-3), 1:3 ვოინოვი-1 (დ. ბრაუნი-4, მ. რიჩარდსი-7), 2:3 რაიდერი-3 (რიბეირო-7, მოროუ-4), 3:3 ნისტრიომი-1 (ფიდლერი-1, დვორაკი-2), 3:4 ვოინოვი-2 (კლიფორდი-1, მორო-1), 3:5 დ. ბრაუნი-3 (მ. რიჩარდსი-8, კოპიტარი-8).

ედმონტონი-ვაშინგტონი 2:1
1:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ელზნერი-1 (ჰალპერნი-3, ჩიმერა-1), 1:1 ტ. ჰოლი-3 (ებერლე-7, პოტერი-4), 2:1 ებერლე-2 (პოტერი-5, ნიუჯენტი-ჰოპკინსი-4).

ფინიქსი-ნიუ ჯერსი 5:3
1:1, 2:1, 2:1
გოლები: 1:0 ო'სალივანი-1 (ლენგკოუ-5, შლემკო-2), 1:1 პარიზე-4, 1:2 ფეინი-2 (ტედენბი-3), 2:2 რეი უიტნი-4 (ვრბატა-3, იენდლი-5), 3:2 ტორესი-2 (დოუნი-6, იენდლი-6), 4:2 ჰანჟალი-3 (რეი უიტნი-5, შლემკო-3), 5:2 რეი უიტნი-5 (ჰანჟალი-4, ვრბატა-4), 5:3 პალმიერი-1 (ენრიკე-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული