ერთი კვირა ყინულზე

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგის ახალი სეზონი საბოლოოდ ჩადგა თავის ჩვეულ კალაპოტში. ის გუნდები, რომლებიც ჩემპიონატის სტარტზე ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, მთლად კარგები არ ყოფილან, ერთი შეხედვით უიმედოების ჩამოწერა კი ჯერ ნაადრევი ყოფილა.

მაგალითად, აბსოლუტურმა აუთსაიდერმა "კოლამბუსმა" გასულ კვირას თავისი მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამ გუნდს მალე ჩამოაშორებენ მთავარ მწვრთნელს სკოტ არნიელს. ცნობილია, რომ "ბლუ ჯეკეტსის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კენ ჰიჩკოკთან. რაც შეეხება ამ გუნდის კრიზისს, როგორც ჩანს, ბევრს ელოდნენ "ფილადელფიადან" შეძენილ ჯეფ კარტერისგან, მაგრამ ამ ფორვარდს ჯერ წესიერად არ უთამაშია - მხოლოდ ხუთ
მატჩში მიიღო მონაწილეობა, სულ რაღაც 20 დარტყმა შეასრულა და სამი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

* * *
რთულად აქვს საქმე კარტერის ყოფილ კლუბს - "ფილადელფიას". ამ გუნდმა წინა კვირას საოცარი მატჩი გვაჩუქა - 8:9 "ვინიპეგთან". ფანტასტიკური იყო მატჩის სიუჟეტი - 1:0, 1:5, 2:6, 7:6, 7:8, 8:9. ამდენი გოლი ერთ შეხვედრაში 90-იანი წლების შემდეგ არ გასულა. ხანდახან გვხვედობა ანგარიში - 10:4, 8:6, 9:1, მაგრამ 17 გოლი არსად არ გაუტანიათ.

მართალია, "ფილადელფიამ" ფორვარდები ჯეფ კარტერი და მაიკ რიჩარდსი გაუშვა, მაგრამ ამ გუნდს არა შეტევაში, არამედ დაცვაში უჭირს. "ფლაიერზი" საშუალოდ მატჩში 3.73 გოლს იტანს (უფრო მეტი მხოლოდ "ვაშინგტონს" აქვს), მაგრამ დაახლოებით ამდენივეს უშვებს. ხოლო მაშინ, როცა კრის პრონგერი არ თამაშობს, გაშვებული შაიბების რაოდენობა ყოველგვარ დაშვებულ ლიმიტს აჭარბებს. ასე რომ, საქმე გვაქვს ერთ მოთამაშეზე დამოკიდებულებასთან, ეს კი "მფრინავებს" კარგს არაფერს მოუტანს.

* * *
"პიტსბურგი" ყველას (პირველ რიგში, "ფილადელფიას") თვალნათლივ დაანახა, როგორ შეიძლება არ იყო დამოკიდებული ერთ მოთამაშეზე. არ აქვს მნიშვნელობა გამოჯანმრთელდა თუ არა სიდნი კროსბი, ისევ ტკივა თუ არა მუხლი ევგენი მალკინს. ჯერჯერობით, "პინგვინები" მშვიდად ლიდერობენ დივიზიონშიც, კონფერენციაშიც და ლიგაშიც. როცა იქნება, კროსბიც დაბრუნდება და თუ ეს პლეი ოფის მატჩების წინ მოხდება, კიდევ უკეთესი "პიტსბურგისთვის" - კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი ჯანღონით სავსე შეხვდება სეზონის გადამწყვეტ მატჩებს.

* * *
ყველაზე დიდი უცნაურობა ის არის, რომ სტენლის თასის ამჟამინდელი მფლობელი "ბოსტონი" ბოლო ადგილს იკავებს აღმოსავლეთში - სწორედ ეს არის რეგულარული ჩემპიონატის პირველი სამი კვირის მთავარი სენსაცია. "დათვებს" სტარტზე იოლი კალენდარი არ ჰქონიათ, მაგრამ 10 მატჩში შვიდი წაგება - მეტისმეტია. ბოლო ორი მატჩი "ბოსტონმა" არც ისე ძლიერ "მონრეალთან" წააგო. სხვათა შორის ამ უკანასკნელმა უკვე გაანთავისუფლა მწვრთნელი, ოღონდ მეორე (პერი პირნი) და მას შემდეგ "კანადიენსს" ქულა არ დაუკარგავს.

* * *
დასავლეთში სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს "კოლორადო" (ექვსი მოგება შვიდ გასვლით შეხვედრაში) და განსაკუთრებით "დალასი", რომელიც ზაფხულში გაკოტრდა და მისი შემადგენლობაც გაღარიბდა. თუმცა შარშანდელ სეზონის სტარტზეც ეს გუნდები კარგად გამოიყურებოდნენ ("დალასი" ერთი პირობა კონფერენციის ლიდერიც იყო), მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე პლეი ოფში ვერ გავიდა. ასევე ბევრზე არაფერზე ლაპარაკობს "დეტროიტის" დროებითი ჩავარდნა - ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი ჯერჯერობით პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება.

კვირის სამი ვარსკვლავი
გასული კვირის პირველი ვარსკვლავი გახდა "მონრეალ კანადიენსის" მეკარე კერი პრაისი, რომელიც საშუალოდ მატჩში 1.33 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.0 პროცენტს იგერიებდა. "ფილადელფიასთან" (5:1) მატჩში მან 20 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

კვირის მეორე ვარსკვლავიც მეკარეა - რუსმა ნიკოლაი ხაბიბულინმა "ედმონტონს" სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ვეტერანმა საშუალოდ 1.67 შაიბა გაუშვა და დატყმების 95.1 პროცენტი მოიგერია.

მესამე ვარსკვლავია "ფილადელფის ფლაირეზის" ფორვარდი იარომირ იაგრი. 39 წლის ჩეხმა გასულ კვირას ხუთი გოლი გაიტანა, სულ კი 11 მატჩში 11 ქულა (5+6) აქვს.

რეინჯერსი-სან ხოსე 5:2
2:1, 3:1, 0:0
გოლები: 1:0 მაკდონაჰი-3 (კელეჰანი-1, ჟირარდი-4), 2:0 სტეპანი-1 (დუბინსკი-4, ჟირარდი-5), 2:1 პაველსკი-8 (დ. მიურეი-3, ჯ. ტორნტონი-6), 2:2 კუტური-4 (პაველსკი-5, ვლასიჩი-2), 3:2 კელეჰანი-4 (კრისტენსენი-1, დუბინსკი-5), 4:2 ანისიმოვი-1 (კრისტენსენი-2, ვოივიტკა-1), 5:2 კელეჰანი-5 (ბ. რიჩარდსი-6).

ფლორიდა-ვინიპეგი 3:4 (ბ)
1:2, 0:0, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 უელვუდი-5 (ლედი-1, მ. სტიუარტი-3), 0:2 ე. კეინი-3 (ანტროპოვი-7, ბოგოსიანი-3), 1:2 გარისონი-5 (ბ. კემპბელი-10, ფლიშმანი-5), 2:2 ფლიშმანი-4 (უეისი-6, ვივერი-4), 3:2 ფლიშმანი-5 (კულიკოვი-7, ბ. კემპბელი-11), 3:3 ე. კეინი-4 (უელვუდი-3, ბოგოსიანი-4).
ბულიტები გაიტანეს: ლედი (ვინიპეგი), უელვუდი (ვინიპეგი).

ჩიკაგო-ნეშვილი 5:4
1:1, 1:2, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ჰორნკვისტი-3 (ლეგუანდი-8, კლაინი-3), 1:1 პ. კეინი-3 (შარპი-6, მარიან ჰოსა-3), 1:2 კ. სმიტი-4 (ერატი-1, ბერგფორსი-1), 2:2 ლედი-2 (პ. კეინი-7, მარიან ჰოსა-4), 2:3 ჰორნკვისტი-4 (პ. სატერი-4, რინე-1), 3:3 პ. კეინი-4 (მარიან ჰოსა-5, შარპი-7), 4:3 ბიკელი-3 (ფროლიკი-4, სიბრუკი-3), 4:4 ლეგუანდი-3 (ტუტუ-3, ჰილენი-3), 5:4 სტალბერგი-3 (ტეუვზი-3, სიბრუკი-4).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი* 13 8 3 2 18
2. ტორონტო* 11 7 3 1 15
3. ვაშინგტონი* 9 7 2 0 14
4. ოტავა 12 7 5 0 14
5. ფილადელფია 11 6 4 1 13
6. ფლორიდა 11 6 4 1 13
7. ბაფალო 10 6 4 0 12
8. ტამპა ბეი 11 5 4 2 12
9. რეინჯერსი 10 4 3 3 11
10. კაროლინა 11 4 4 3 11
11. მონრეალი 11 4 5 2 10
12. ნიუ ჯერსი 9 4 4 1 9
13. ვინიპეგი 11 4 6 1 9
14. აილენდერსი 9 3 4 2 8
15. ბოსტონი 10 3 7 0 6

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო* 11 7 2 2 16
2. ედმონტონი* 11 7 2 2 16
3. დალასი* 11 8 3 0 16
4. ლოს ანჯელესი 11 6 3 2 14
5. კოლორადო 11 7 4 0 14
6. სან ხოსე 10 6 4 0 12
7. ფინიქსი 10 5 3 2 12
8. ნეშვილი 11 5 4 2 12
9. მინესოტა 10 4 3 3 11
10. ვანკუვერი 11 5 5 1 11
11. ანაჰაიმი 11 5 5 1 11
12. დეტროიტი 9 5 4 0 10
13. სტ. ლუისი 11 5 6 0 10
14. კალგარი 9 4 4 1 9
15. კოლამბუსი 12 2 9 1 5
* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
ფილ კესელი (ტორ) 18 (10+8)
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 15 (8+7)
ჯეისონ სპეცა (ოტა) 15 (7+8)
კლოდ ჟირუ (ფილ) 15 (7+8)
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 14 (6+8)
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 14 (5+9)
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 13 (8+5)
მილან მიხალეკი (ოტა) 13 (7+6)
ჰენრიკ სედინი (ვან) 13 (4+9)
დანიელ სედინი (ვან) 13 (4+9)
ერიკ კარლსონი (ოტა) 13 (1+12)

გოლები
ფილ კესელი (ტორ) 10
ჯეიმს ნილი (პიტ) 9
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 8
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 8
მილან მიხალეკი (ოტა) 7
კლოდ ჟირუ (ფილ) 7
ჯეისონ სპეცა (ოტა) 7
ჯონ ტავარესი (აილ) 7

პასები
ერიკ კარლსონი (ოტა) 12
ბრაიან კემპბელი (ფლო) 11
მ-ა. ბერჟერონი (ტ-ბეი) 10
კრის ლეტანგი (პიტ) 10
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 10
ჰენრიკ სედინი (ვან) 9
სერგეი გონჩარი (ოტა) 9
დანიელ სედინი (ვან) 9
კიმო ტიმონენი (ფილ) 9
დიონ ფანოფი (ტორ) 9
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული