ყველაზე საინტერესოდ "ბოსტონის" ორმეტრიანი კაპიტანი, NHL-ის საუკეთესო მცველი ზდენო ხარა იყო გამოწყობილი - მას ვარდისფერი კურდღლის კოსტიუმი ერგო. სლოვაკ ჰოკეისტთან ერთად ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს: მცველმა - ადამ მაკუეიდმა, აგრეთვე ფორვარდებმა - ბრედ მარჩანდმა და ჯორდან კარონმა.
"ბავშვები თავიდან რიდით გვიყურებდნენ, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი ისინი შევაშინეთ, - განაცხადა ხარამ. - მათ გაუხარდათ ჩვენი ვიზიტი. მთავარია, რომ ისინი გავაცინეთ. მსგავსი აქციები ძალიან
"ზდენო ხარა შესანიშნავად გამოიყურებოდა ვარდისფერ კოსტიუმში. მან კარგად გაართვა თავი საკუთარ როლს, - აღნიშნა მარჩანდმა. - ძალიან სასაცილო იყო. ბავშვებს ეგონათ, რომ მათთან უცხოპლანეტელი მივიდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"