გამარჯვებულთა რიგებში უნდა აღვნიშნოთ მაკარტურის დუბლი, აგრეთვე კესელისა და ლუპულის მორიგი ქულები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ კანადელთა დამრიგებელმა რონ უილსონმა ყველასთვის მოულოდნელად კარში ჩააყენა 25 წლის ბენ სკრივენსი, რომელსაც აქამდე NHL-ში არც ერთი მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული. დებიუტანტი შესანიშნავად გაუმკლავდა ამოცანას და 39-დან 38 დარტყმა მოიგერია. "კოლამბუსში" კი ისევ ჩააგდო თამაში სტივ მეისონმა და თამაშის შუაში ის 22 წლის მეკარე ალენ იორკმა
"დეტროიტმა" ტრადიციად აქცია მატჩში ერთი გოლი გატანა, რითაც ამ გუნდის წაგებათა სერია ექვსამდე ავიდა - ასეთი რამ ბოლო სამი წელია არ მომხდარა. "რედ უინგზმა" შინ წააგო "კალგარისთან". "ჩვენ კარგი გუნდი და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, უბრალოდ, ამ ეტაპზე არ გვიმართლებს", - განაცხადა "დეტროიტის" ფორვარდმა დენ ქლირიმ.
"ნიუ ჯერსი" დიდი გაჭირვებით გაუსწორდა სტუმრად "ფილადელფიას" - ამისთვის მას ბულიტების სერია დასჭირდა. "დევილზს" მატჩის მსვლელობისას 0:2-დან და 2:3-დან მოუწია გადარჩენა, მაგრამ პარიზეს, ენრიკესა და კლარკსონის მონდომებით "ეშმაკებმა" შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს და შემდეგ ბულიტების სერია უკეთ შეასრულეს.
ასევე ბულიტების დახმარებით გადაწყდა "ფლორიდასა" და "ჩიკაგოს" დაპირისპირების ბედი. "პანტერებმა" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და 0:2-დან გაათანაბრეს ანგარიში. აღსანიშნავია ორივე მეკარის თამაში - მარქსტრიომმა 31 დარტყმა მოიგერია, კროუფორდმა - 41. ამ უკანასკნელმა ბულიტების სერიაში სამჯერ იყოჩაღა, "ჩიკაგოში" კი გადამწყვეტი შაიბა პატრიკ კეინმა გაიტანა.
ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო "ანაჰაიმმა", რომელიც ნიუ იორკში ეწვია "რეინჯერსს". თუმცა, ისევე როგორც "ვაშინგტონთან" მატჩში, ძირითად დროში ფრის სანაცვლოდ "იხვებმა" ერთი ქულა აიღეს, მაგრამ ბულიტების სერიაში კიდევ ერთი ქულა ვერ დაამატეს. გაგვაკვირვა "მინესოტამ", რომელიც საკუთარ მოედანზე "ვანკუვერს" იღებდა და 5:1 გაიმარჯვა. სასტარტო პერიოდის შემდეგ "კენაქსი" 1:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ კორი შნაიდერმა ზედიზედ ხუთი შაიბა გაუშვა. "მინესოტამ" 45 ზუსტი დარტყმა შეასრულა, "ვანკუვერმა" - 25.
"ნეშვილის" გოლკიპერმა პეკა რინემ, რომელმაც ორი დღის წინ კლუბთან 49-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ შემთხვევისთვის "შათაუტი" შეასრულა "ფინიქსთან" მატჩში - მან 35 დარტყმის მოგერიება მოახერხა.
ასევე "მშრალი" მატჩები ჩაატარეს "ვინიპეგის" მეკარე პაველეცმა და "ედმონტონის" რუსმა ვეტერანმა ნიკოლაი ხაბიბულინმა. "მენავთობეებმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს, თანაც სტუმრად ძლიერი "ლოს ანჯელესი დაამარცხეს და ახლა დივიზიონის ლიდერები არიან.
კოლამბუსი-ტორონტო 1:4
0:2, 1:2, 0:0
გოლები: 0:1 კრები-2 (ლუპული-7, გარდინერი-5), 0:2 მაკარტური-5 (კულემინი-4, გრაბოვსკი-5), 0:3 ლაილსი-1 (ლუპული-8, კესელი-11), 0:4 მაკარტური-6, 1:4 რ. იოჰანსენი-3 (ვერმეტი-6, კალვერტი-3).
ფილადელფია-ნიუ ჯერსი 3:4 (ბ)
0:0, 2:2, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 რინალდო-1 (კუტურიე-3), 2:0 კ. ჟირუ-8 (იაგრი-8, ლილია-3), 2:1 პარიზე-5 (ენრიკე-3, კოვალჩუკი-6), 2:2 ენრიკე-1 (კოვალჩუკი-7), 3:2 ტელბოტი-4 (ბულიტი), 3:3 კლარკსონი-4 (ელიაში-5).
ბულიტები გაიტანეს: პარიზე (ნიუ ჯერსი), ბრიერი (ფილადელფია), ელიაში (ნიუ ჯერსი).
რეინჯერსი-ანაჰაიმი 2:1 (ბ)
1:0: 0:1, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 ვოივიტკა-1 (გაბორიკი-4, ფედოტენკო-5), 1:1 რაიანი-5 (პერი-4, გეტცლაფი-4).
ბულიტები გაიტანეს: კრისტენსენი (რეინჯერსი), სელიანე (ანაჰაიმი), გაბორიკი (რეინჯერსი).
აილენდერსი-ვინიპეგი 0:3
0:1, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 ე. კეინი-5 (უელვუდი-4, ოდუია-2), 0:2 ოდუია-1 (ანტროპოვი-8, ე. კეინი-3), 0:3 ბურმისტროვი-4.
ფლორიდა-ჩიკაგო 2:3 (ბ)
0:1, 1:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ტეუვზი-5 (ბრუნეტი-4), 0:2 მარიან ჰოსა-6 (პ. კეინი-8, ლედი-6), 1:2 უეისი-5 (ვერსტიგი-7, ფლიშმანი-6), 2:2 ჯოვანოვსკი-2 (კულიკოვი-8).
ბულიტები გაიტანეს: პ. კეინი (ჩიკაგო).
დეტროიტი-კალგარი 1:4
0:1, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 სტემპნიაკი-2 (ბაბჩუკი-3), 0:2 იგინლა-3 (გლენკროსი-3, ო. იოკინენი-6), 1:2 ქლირი-1 (კრონვალი-2, ი. უაიტი-2), 1:3 იგინლა-4 (გლენკროსი-4), 1:4 ო. იოკინენი-3 (იგინლა-3, ჯორდანო-3).
მინესოტა-ვანკუვერი 5:1
0:1, 3:0, 2:0
გოლები: 0:1 ჰამჰუისი-1 (ბაროუზი-3, დ. სედინი-10), 1:1 ლატენდრესი-2 (ჟიდლიცკი-3), 2:1 ბუშარი-1 (კულენი-2, სპარჯონი-2), 3:1 სკანდელა-2 (ბროძიაკი-2, ჟილისი-2), 4:1 კულენი-5 (ბუშარი-6, შულცი-1), 5:1 კულენი-6 (სეტოგუჩი-4, ბუშარი-7).
ფინიქსი-ნეშვილი 0:3
0:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 ბლუმი-1 (ჯოფრიონი-2), 0:2 ჰალიშჩუკი-3 (კ. სმიტი-6), 0:3 ჰორნკვისტი-5 (ლეგუანდი-9, კ. უილსონი-4).
სან ხოსე-პიტსბურგი 4:3 (ბ)
0:2, 1:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ენგელანდი-1 (მალკინი-6, სალივანი-4), 0:2 მალკინი-3 (სალივანი-5, ჯ. ნილი-3), 1:2 მარლო-3 (ჰავლატი-6, ვანდერმეერი-2), 1:3 მალკინი-4 (ჯ. ნილი-4, ლეტანგი-11), 2:3 ქლოუ-4 (ჰავლატი-7, დ. ბოილი-6), 3:3 მაკგინი-1 (ჰანძუში-1, დ. ბოილი-7),
ბულიტები გაიტანეს: ქლოუ (სან ხოსე).
ლოს ანჯელესი-ედმონტონი 0:3
0:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 რ. სმიტი-6 (რ. ჯონსი-3, გილბერტი-3), 0:2 პეტრელი-1 (იგერი-1, ლანდერი-1), 0:3 პოტერი-2 (სემ განიე-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"