ველომრბოლი დომინატორი

AutoSharing Option
საინტერესო გასართობი იპოვნა ლეგენდარულმა ჩეხმა მეკარემ დომინიკ ჰაშეკმა - 46 წლის ჰოკეისტმა გულშემატკივრებს თავი იმით შეახსენა, რომ ველოსიპედით ალბანეთის ტერიტორია გადასერა.

გარდა ამისა, "დომინატორი" პლაჟის ფრენბურთს თამაშობს, სამთო თხილამურებით სრიალებს, ცოტა ხნის წინ კი ბარსელონაში მონაწილეობა მიიღო ავტორბოლაში - Super Trofeo Race.

"ყველა ეს ღონისძიება კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება, - განაცხადა ჰაშეკმა. - ჯერ კიდევ ვფიქრობ მომავალ წელს ჰოკეიში დაბრუნებაზე, ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვა სპორტის სახეობებში გამოსვლა. მხიარულად ვატარებ დროს, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადები კარიერის გასაგრძელებლად. შესაძლოა, მალე თხილამურებს დავუბრუნდე.

რაც შეეხება ავტორბოლას, ფინიშამდე ორი წრით ადრე ვიღაც დამეჯახა და ტრასიდან გადამაგდო. ნებისმიერ შემთხვევაში, მოხარული ვარ ასეთი გამოცდილების მიღებით და უკვე შემიძლია პროფესიონალების წინააღმდეგ გამოსვლა. შესაძლოა, ავტოსპორტის სხვა სერიებშიც მივიღო მონაწილეობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული