საგულისხმოა, რომ ჩიკაგოელებმა იმ იარაღით წააგეს, რომლითაც აქამდე თავად იგებდნენ შეხვედრებს - მუდმივი ზეწოლა მეტოქეზე, რომელიც ამის გამო ხშირად არღვევს თამაშის წესს. თუმცა გაძევებები ამ მატჩში ორივე მხრიდან მრავლად იყო, ოღონდ ერთი გუნდი ამ შანსს იყენებდა, მეორე - ანიავებდა.
თანაბარ ბრძოლაში წარიმართა პირველი პერიოდი, როცა დევიდ ბუტმა (1+1)
როგორც ყოველთვის, პირველ როლებზე ძმები სედინები იყვნენ. საბოლოოდ, დანიელმა თავის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი შედეგიანი პასი ჩაიწერა, ჰენრიკმა - გოლი და სამი გადაცემა. დენ ჰამჰუისსა (1+1) და ალექსანდრ ედლერს (0+2) ოდნავ მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდათ, მაგრამ, მთავარი “კენაქსის” საბოლოო წარმატება იყო.
“ჩიკაგომ” კი თავი მხოლოდ იმით გამოიჩინა, რომ მეორე პერიოდის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მარკუს კრიუგერმა გოლი შეაგდო, შემდეგ კი მაყურებელმა ორი ჩხუბი იხილა: აარონ ვოლპატი და დანიელ კარჩილო თანაბრად იბრძოდნენ, კევინ ბიეკსამ კი აშკარად დაამარცხა ჯამალ მაიერსი.
საერთო ჯამში, ეს არ იყო “ჩიკაგოს” დღე. ამ გუნდმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, “კენაქისისთვის” კი ეს იყო პირველი წარმატება ორი წაგების შემდეგ.
* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, დღის პირველი ვარსკვლავი გახდა “ვანკუვერის” თავდამსხმელი ჰენრიკ სედინი, რომლის გმირობებზე ზემოთ გელაპარაკეთ.
მეორე ადგილზეა “ტამპა ბეის” მეკარე დუეინ როლოსონი, რომელმაც სტარტზე ჩავარდნილი მეტიუ გარონი შეცვალა და გოლი არ გაუშვა (29 სეივი).
მესამე ვარსკვლავად აღიარეს “კალგარის” ფინელი მეკარე მიკა კიპრუსოფი, ვინც მხოლოდ ერთი შაიბა გაუშვა და 32 სეივი განახორციელა.
* * *
“კაროლინა” საკუთარ მოედანზე ვერ გაუმკლავდა “დალასს”, რომელმაც 13 მატჩში მეათე გამარჯვებას მიაღწია. მასპინძლებს მეორე პერიოდის შუაში მეკარე კემ უორდის ბრაიან ბუშეზე შეცვლამაც ვერ უშველა. “სტარზის” რიგებში აღსანიშნავია ჯემი ბენის ორი გოლი და ლუის ერიქსონის სამი საგოლე პასი. ბენმა მეორე შაიბა რიცხობრივ უმცირესობაში შეაგდო.
“ფლორიდამ” საკუთარ მოედანზე ბულიტების სერიით წააგო “ტამპა ბეისთან” - 3:4. არადა, “პანტერებისთვის” ყველაფერი შესანიშნავად იწყებოდა და მათ პირველი პერიოდი ულაპარაკოდ მოიგეს. მაგრამ, როგორც კი “ლაითნინგის” კარში ადგილი როლოსონმა დაიკავა, მოედანზე ყველაფერი შეიცვალა. სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს. ბულიტების სერიაში კი გი ბუშეს გუნდს გამარჯვება დომინიკ ბუშმა მოუტანა.
“რეინჯერსმა” უპრობლემოდ დაამარცხა “ვინიპეგი” - 3:0. აღვნიშნავთ მასპინძლების მეკარე მარტინ ბირონს (23 სეივი), რომელმაც “შათაუტი” შეასრულა, აგრეთვე სლოვაკი მარიან გაბორიკის დუბლსა და ერთ საგოლე გადაცემას.
“კოლორადომ” შინ მინიმალური ანგარიშით წააგო “კალგარისთან” - 1:2. ეს “ზვავების” ზედიზედ მესამე მარცხია. მასპინძლებმა პოლ შჩასტნის მონდომებით უკვე მატჩის პირველ წუთზე გამოიჩინეს თავი, მაგრამ მარკო ჯორდანომ და კერტის გლენკროსმა საბოლოოდ გააწბილეს მასპინძლები.
კაროლინა-დალასი 2:5
1:3, 0:2, 1:0
გოლები: 0:1 ნისტრიომი-3 (ფიდლერი-3, სურეი-6), 0:2 რობიდასი-1 (რიბეირო-9, რაიდერი-4), 1:2 ლაროუზი-4 (სკინერი-8, ტ. კაბერლე-3), 1:3 ბენი-4 (ლ. ერიქსონი-5, რაიდერი-5), 1:4 რაიდერი-4 (ლ. ერიქსონი-6, სურეი-7), 1:5 ბენი-5 (ლ. ერიქსონი-7), 2:5 ტ. რუუტუ-4 (ჟოსლენი-1, ჰარისონი-5).
ფლორიდა-ტამპა ბეი 3:4 (ბ)
3:0, 0:2, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ბ. კემპბელი-1 (ვერსტიგი-8, ფლიშმანი-7), 2:0 კოპეცკი-2 (სკილი-2, ვივერი-5), 3:0 სანტორელი-1 (კულიკოვი-9), 3:1 მელოუნი-4 (სტემკოსი-5, ბრიუერი-3), 3:2 სტემკოსი-10 (გილროი-4, სან ლუი-11), 3:3 პურსელი-5 (დაუნი-2, ბრიუერი-4).
ბულიტები გაიტანეს: მური (ტამპა ბეი).
ჩიკაგო-ვანკუვერი 2:6
1:1, 1:4, 0:1
გოლები: 0:1 ბუტი-1 (ჰოჯსონი-3, ჰიგინსი-3), 1:1 ფროლიკი-3 (ჰიალმიარსონი-1), 1:2 როუმი-1 (ჰოჯსონი-4, ბუტი-4), 1:3 დ. სედინი-6 (ჰ. სედინი-11, ჰამჰუისი-5), 2:3 კრუგერი-2 (მეიერსი-2, სტალბერგი-2), 2:4 ჰანსენი-2 (დ. სედინი-11, ჰ. სედინი-12), 2:5 ჰამჰუისი-2 (ჰ. სედინი-13, ედლერი-11), 2:6 ჰ. სედინი-5 (ედლერი-12, დ. სედინი-12).
რეინჯერსი-ვინიპეგი 3:0
0:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 სტეპანი-2 (გაბორიკი-6, დელ ზოტო-4), 2:0 გაბორიკი-6 (სტეპანი-5, ანისიმოვი-6), 3:0 გაბორიკი-7 (ანისიმოვი-7).
კოლორადო-კალგარი 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 პ. შჩასტნი-4 (ო'ბრაიენი-4, დუშენი-6), 1:1 ჯორდანო-2 (ჰენანი-3, კოსტოპულოსი-2), 1:2 გლენკროსი-4 (ტანგეი-8, იგინლა-4).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"