ეს "ბოსტონის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა, თანაც ამ მატჩებში ყოველ ჯერზე მინიმუმ ხუთი შაიბა გაჰქონდა. ისევ წაუვიდათ თამაში დავიდ კრეისის, ბრედ მარშანს, მილან ლუჩიჩს, პატრის ბერჟერონს, ზდენო ხარას, მაგრამ, როგორც ჩანს, "ბრუინზის" მთავარი ვარსკვლავი 19 წლის ტაილერ სეგუინი ხდება.
შარშან, თავის
გუშინდელი მოგების შემდეგ "ბოსტონს" მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს პლეი ოფის ზონასთან და შვიდი ქულით ჩამორჩება თავისი დივიზიონის ლიდერს "ტორონტოს".
ამ უკანასკნელმა გაჭირვებით შეწყვიტა წაგებათა სერია - კანადელები ბოლო ორ მატჩში "ბოსტონთან" და "ფლორიდასთან" განადგურდნენ ისე, რომ ჯამში 12 შაიბა გაუშვეს. ამჯერად "ტორონტო" სტუმრად ეწვია "სენტ ლუისს" და ბულიტების სერიაში 3:2 გაიმარჯვა. რონ უილსონის გუნდი ამ მოგებას მეკარე ბენ სკრივენსს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 38 დარტყმა მოიგერია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფილ კესელის მე-12 შაიბა - ეს ფორვარდი ლიდერობს ბომბარდირთა და გოლეადორთა დავას.
"ფლორიდა", რომელსაც საუკეთესო სტარტი ჰქონდა ბოლო 15 სეზონის განმავლობაში, გამარჯვებებს აგროვებს. "პანტერების" მორიგი
მსხვერპლი გახდა "ვინიპეგი", რომელმაც საკუთარ მოედანზე 2:5 წააგო. ფლორიდელთა რიგებში ორმა ჰოკეისტმა გაიფორმა ჰეთ-თრიკი: ფორვარდმა კრის ვერსტიგმა სამი შაიბა გაიტანა, მცველმა ბრაიან კემპბელმა კი სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ მოგებით "პანტერებმა" "ვაშინგტონს" გაუსწრეს და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დივიზიონს ჩაუდგნენ სათავეში.
მოულოდნელად ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა "კოლორადომ", რომელიც შინ იღებდა "ნიუ იორკ აილენდერსს". მატჩის შუაში
"კუნძულელები" მშვიდად იგებდნენ 3:0-ს, მაგრამ მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ოვერტაიმში მოიგეს.
დამატებით დროში კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. "აილენდერსის" მეკარემ ელ მონტოიამ ერთ-ერთ ეპიზოდში ყვანჯი დაკარგა და დაბნეულმა სცადა პირველი შემხვედრისთვის წაერთმია ჯოხი. "პირველი შემხვედრი" მეტოქის ფორვარდი მილან ჰეიდუკი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ინსტრუმენტი არ დათმო. საბოლოოდ, მონტოიამ ორწუთიანი ჯარიმა მიიღო და "კოლორადომ" სწრაფად გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა, თანაც იმავე ჰეიდუკის მონაწილეობით.
წესრიგში არ არის "ლოს ანჯელესი", რომელმაც "ვანკუვერთან" წააგო - 2:3. "მეფეები" ბოლო ათ მატჩში მეხუთედ დამარცხდნენ, რაც საკმაოდ ბევრია ასეთი ძლიერი გუნდისთვის. ძმებმა სედინებმა სამი ქულა დააგროვეს და ახლა დანიელისა და ჰენრიკის ანგარიშზე 14-14 შედეგიანი პასი მოდის.
"კოლამბუსი" ყოველდღიურად ფსკერზე ეშვება. ამ გუნდმა ორი დღის წინ ტრეიდის შედეგად "პიტსბურგიდან" მცველი მარკ ლეტესტუ აიყვანა და "ჩიკაგოსთან" მატჩში სწორედ მან გახსნა ანგარიში, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მესამე პერიოდის დასაწყისში "ჩიკაგო" 6:1 იგებდა, შემდეგ კი მოეშვა და ორი გოლი გაატანინა აუთსაიდერს.
ბოსტონი-ედმონტონი 6:3
2:2, 2:0, 2:1
გოლები: 1:0 ბოიჩუკი-2 (კრეისი-5, ჰორტონი-5), 2:0 კარონი-1 (ჰემილი-1), 2:1 რ. სმიტი-8 (პეკჰემი-1, ჰამსკი-3), 2:2 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-7 (ტ. ჰოლი-7), 3:2 მარშანი-3 (კორვო-5, სეგუინი-8), 4:2 სეგუინი-9 (კორვო-6), 4:3 რ. სმიტი-9 (ბელანჟე-2, ჰემსკი-4), 5:3 ლუჩიჩი-8 (კორვო-7, ჰორტონი-6), 6:3 მარშანი-4.
კოლამბუსი-ჩიკაგო 3:6
1:2, 0:3, 2:1
გოლები: 0:1 ტეუვზი-6 (სტალბერგი-3, სიბრუკი-5), 1:1 კლიტსომი-2 (ბრასარი-2, პროსპალი-7), 1:2 ტეუვზი-7 (ლედი-7), 1:3 ბრუნეტი-3 (კრუგერი-2, მონტადორი-3), 1:4 მონტადორი-1 (კიტი-7, ლედი-8), 1:5 პ. კეინი-5 (კარჩილო-3, ჰიალმარსონი-2), 1:6 მარიან ჰოსა-8 (ტეუვზი-5, სიბრუკი-6), 2:6 ლეტესტუ-1 (ნეში-8, ტიუტინი-4), 3:6 კლიტსომი-3 (პროსპალი-8, ტიუტინი-5).
სენტ ლუისი-ტორონტო 2:3 (ბ)
0:2, 1:0, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ლაილსი-2 (ფანოფი-10, ბოჟაკი-6), 0:2 კესელი-12 (ლუპული-10, ბოჟაკი-7), 1:2 არნოტი-4 (პიეტრანჯელო-5, კოლაიაკოვო-4), 2:2 ბერგლუნდი-4 (კ. სტიუარტი-2, შატენკირკი-9).
ბულიტები გაიტანეს: კესელი (ტორონტო).
ვინიპეგი-ფლორიდა 2:5
0:2, 0:2, 2:1
გოლები: 0:1 ვერსტიგი-6 (ფლიშმანი-8, უეისი-7), 0:2 ვერსტიგი-7 (ფლიშმანი-9, ბ. კემპბელი-12), 0:3 გარისონი-6 (ვერსტიგი-9, ბ. კემპბელი-13), 0:4 სანტორელი-2 (ბ. კემპბელი-14, კულიკოვი-11), 1:4 სტეპლტონი-1 (ე. კეინი-4, ანტროპოვი-9), 2:4 ლედი-4 (ბოგოსიანი-5, მ. სტიუარტი-4), 2:5 ვერსტიგი-8 (კულიკოვი-12).
კოლორადო-აილენდერსი 4:3 (ო)
0:1, 1:2, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 ბეილი-1 (შტრაიტი-8), 0:2 როლსტონი-2 (პარენტო-10, ნილსენი-4), 0:3 გრაბნერი-5 (მოულსონი-5, შტრაიტი-9), 1:3 პ. შჩასტნი-5 (დ. ჯონსი-4, ქუინსი-9), 2:3 ჰეიდუკი-6 (ო'ბრაიენი-5, ლინდსტრიომი-2), 3:3 ჰეიდა-1 (ვინიკი-4, რ. ო'რაილი-9), 4:3 ქუინსი-3 (ჰეიდუკი-4, პ. შჩასტნი-6).
ფინიქსი-მონრეალი 2:3 (ო)
1:0, 0:2, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ბოდკერი-2 (კ. ო'რაილი-2, ეკმან-ლარსონი-3), 1:1 ჯონტა-4, 1:2 მოენი-5 (ჯონტა-6, პლეკანეცი-10), 2:2 ტორესი-3 (იენდლი-8, გორდონი-5), 2:3 ჯორჯესი-1.
ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 2:3
0:3, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 სალო-4 (დ. სედინი-13, კესლერი-5), 0:2 ებეტი-1 (ჰოჯსონი-5, ედლერი-13), 0:3 როუმი-2 (ჰ. სედინი-14, დ. სედინი-14), 1:3 დაუტი-2 (ჯ. ჯონსონი-3, კოპიტარი-11), 2:3 მ. რიჩარდსი-4 (კოპიტარი-12, დაუტი-5).
სან ხოსე-მინესოტა 3:1
0:0, 3:0, 0:1
გოლები: 1:0 მარლო-5 (დ. ბოილი-9, ბრაუნი-1), 2:0 მარლო-6 (ქლოუ-8, ბერნსი-3), 3:0 ტ. მიტჩელი-1 (ჰანძუში-2), 3:1 ბროძიაკი-3 (ჟიდლიცკი-5, შულცი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"