გაჭირვებული "იხვები"

AutoSharing Option
დღეს დილით, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ოთხი შეხვედრა გაიმართა. აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერი "ტორონტო" "კაროლინას" სტუმრობდა და გამარჯვების დიდი იმედი ჰქონდა, რადგან მის მეტოქეს ბოლო დროს ძალიან უჭირს - "კაროლინამ" წინა ორი მატჩი ისე წააგო, რომ მეტოქეთა კარში ერთი შაიბაც ვერ გაიტანა.

მაგრამ მასპინძლებმა ამჯერად აღმავლობით ჩაატარეს მატჩი. მათ "ტორონტოს" კარის მიმართულებით 41 ზუსტი დარტყმა შეასრულეს. მართალია, აქედან მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

"ტორონტოს" გულშემატკივრები მხოლოდ იმით თუ გაიხარებენ, რომ ფილ კესელმა დუბლი შეასრულა და 16
შაიბითა და 29 ქულით ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი და ბომბარდირი გახლავთ.

გრძელდება "ანაჰაიმის" კრიზისი. ამჯერად "იხვებმა" საკუთარ მოედანზე მიიღეს "დეტროიტი" და 2:4 დამარცხდნენ. ეს "დაქსის" მეშვიდე წაგება იყო ბოლო ცხრა მატჩში. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას მოუწევს რენდი კარლაილის განთავისუფლებაზე ფიქრი, რომელთანაც სულ ახლახანს მოაწერა სამწლიან კონტრაქტს ხელი.

"ვანკუვერმა" მხოლოდ ოვერტაიმში გატეხა "ოტავას" წინააღმდეგობა და 2:1 გაიმარჯვა. გადამწყვეტი გოლი კრის ჰიგინსის ანგარიშზეა. ამ ორი ქულის მიუხედავად, "კენაქსი" პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება, "სენატორები" კი რვა საუკეთესოთა შორის დაბრუნდნენ.

გუშინდელი დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "სან ხოსეს" ფორვარდი პარტიკ მარლო, რომლის ჰეთ-თრიკმა "ზვიგენებს" "კოლორადოს" დამარცხების საშუალება მისცა. პირველ პერიოდში უილსონი და დიუშენი იოლად გაუსწორდნენ "სან ხოსეს" დაცვას და გახსნეს ანგარიში, მაგრამ მეტის გაკეთება "კოლორადომ" ვერ შეძლო.

კაროლინა-ტორონტო 3:2
1:0, 1:0, 1:2
გოლები: 1:0 ჰარისონი-2 (სკინერი-12, ე. სტაალი-5), 2:0 ი. იოკინენი-4 (ფოულკი-1, პონიკაროვსკი-2), 2:1 კესელი-15 (ლუპული-15, ფანოფი-13), 3:1 სკინერი-8 (ე. სტაალი-6, ალენი-4), 3:2 კესელი-16 (ლაილსი-9, ტიმ კონოლი-5).

კოლორადო-სან ხოსე 1:4
1:1, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 დუშენი-9 (რ. უილსონი-11, ლანდესკოგი-5), 1:1 მარლო-7 (ვლასიჩი-7, ჯ. ტორნტონი-13), 1:2მარლო-8 (ვლასიჩი-8, ქლოუ-9), 1:3 პაველსკი-11 (ჯ. ტორნტონი-14, კუტური-7), მარლო-9 (ვლასიჩი-9, ჯ. ტორნტონი-15)

ანაჰაიმი-დეტროიტი 2:4
0:1, 2:2, 0:1
გოლები: 0:1 ზეტერბერგი-4 (ჰუდლერი-6, ბ. სმიტი-2), 0:2 ფრანცენი-10 (დაციუკი-10), 0:3 ბ. სტიუარტი-2 (ფრანცენი-10, დაციუკი-11), 1:3 ს. კოივუ-3 (ფაულერი-7, კოლიანო-3), 2:3 სელიანე-7 (პერი-7, გეტცლაფი-8), 2:4 ბ. სტიუარტი-3 (კრონვალი-4, ზეტერბერგი-5).

ვანკუვერი-ოტავა 2:1 (ო)
0:0, 1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ჰ. სედინი-7 (დ. სედინი-18, კესლერი-6), 1:1 გრინინგი-6 (სპეცა-14, გონჩარი-12), 2:1 ჰიგინსი-7 (ჰამჰუისი-8, სალო-7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული