ის დაბრუნდა!

AutoSharing Option
ჰოკეის მილიონობით მოყვარული, როგორც იქნა, სიდნი კროსბის დაბრუნებას ეღირსა. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "პიტსბურგის" კაპიტანმა ტვინის შერყევა მიიღო.

ამ ხნის განმავლობაში იყო მომენტი, როცა ვარსკვლავის კარიერის დასრულებაზეც კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და სიდი ყინულზე დაბრუნდა.

მისგან ყველა სუსტ სტარტს ელოდა, რადგან გასათვალისწინებელი იყო ამდენი ხანი სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნა და ახალი ტრავმის მიღების შიში. მაგრამ "ნიუ იორკ აილენდერსის" წინააღმდეგ კროსბიმ პირველივე წუთებიდან სწრაფი და უმაღლესი დონის თამაში აჩვენა. მოკლედ, დაბრუნება არა უბრალოდ კარგი, არამედ
ბრწყინვალე გამოდგა!

მატჩის დაწყებიდან მხოლოდ ხუთი წუთი იყო გასული და კროსბი უკვე სეზონში სადებიუტო გოლს ზეიმობდა. მან თავის სტილში გაიტანა: შუა ზონაში მიიღო შაიბა, მეტოქის მთელი ზონა გაიარა და ზედა ახლო კუთხეში შეაგდო. ამით კროსბი არ დაკმაყოფილდა და სასტარტო 20-წუთეულის დასრულებამდე კიდევ ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა, როცა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ბრუქს ორპიკი. მისი დაბრუნება საბოლოოდ მაშინ შედგა, როცა სიდნის წინააღმდეგ ძალისმიერი ილეთი გამოიყენა ტრევის ჰამონიკმა. კროსბი ბარიერს მიეჯახა, მაგრამ მშვიდად წამოდგა და თამაში გააგრძელა.

მეორე პერიოდში კროსბისგან ესტაფეტა ევგენი მალკინმა გადაიბარა. თავიდან რუსმა მესამე წუთზე გამოიყენა ენდრიუ მაკდონალდის გაძევება, თუმცა ამ გოლშიც მონაწილეობა სიდნიმ მიიღო. მეხუთე წეთზე კი მალკინმა სტივ სალივანს გაატანინა და მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო - 4:0.

ამ შეხვედრის ბოლო აკორდი გახდა "პიტსბურგის" მეხუთე შაიბა ბოლო პერიოდის მესამე წუთზე. ეს გოლიც თავის ანგარიშზე კროსბიმ ჩაიწერა: "კუნძულელთა" კარის უკან ბრძოლის შემდეგ სიდი ბარიერის გასწვრივ გასრიალდა, მაგრამ მოულოდნელად მკვეთრად შემობრუნდა და მახვილი კუთხიდან ბექჰენდი შეასრულა. შაიბა მეკარეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა - 5:0! დანარჩენი საქმე კი "პიტსბურგის" მეკარე მარკ-ანდრე ფლერიმ გააკეთა, რომელმაც 29 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეორე შათაუტი გაიფორმა. კროსბიმ კი 16 წუთი სათამაშო დროში დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

* * *
ამ წაგებით "აილენდერსმა" კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა, რადგან "კოლამბუსმა" დამაჯერებლად დაამარცხა "კალგარი" (4:1) და ახლა მხოლოდ ერთ ქულას აგებს ნიუიორკულ კლუბთან. გუნდის ლიდერმა ჯეფ კარტერმა ამჯერად დუბლი შეასრულა და ბოლო ორ მატჩში სამი შაიბა ჩაიწერა აქტივში.

პატარა სასწაულები ჩაიდინეს ამ დღეს "ვაშინგტონმა" და "ფლორიდამ". "კეპიტალზი" შინ 0:2-ს აგებდა "ფინიქსთან", მაგრამ თამაშის ბოლომდე შეძლო ჩამორჩენის გაბათილება და 4:3 გამარჯვება. "ფლორიდამ" კი ასეთივე ანგარიშით "ნიუ ჯერსი" დაამარცხა, მაგრამ დედაქალაქური კლუბისგან განსხვავებით, "პანტერებმა" 0:3-დან შემოატრიალეს მატჩის ბედი. გამარჯვებულთა რიგებში უნდა გამოვყოთ კრის ვერსტიგი, რომელმაც დუბლი შეასრულა, სულ კი ბოლო ექვს მატჩში 11 ქულა დაუგროვდა.

სტუმრად მატჩები მოიგეს "ბოსტონმა" და "კაროლინამ". ბოსტონელებმა ერთი შაიბა გაიტანეს "მონრეალის" კარში, მაგრამ ესეც საკმარისი გახლდათ ზედიზედ მეცხრე (!) შეხვედრის მოსაგებად. ამის წყალობის სტენლის თასის მფლობელი ჩრდილო-აღმოსავლეთ დივიზიონის ლიდერი გახდა. ამ მატჩში ერთადერთი შაიბა ენდრიუ ფერენსმა გაიტანა, ტიმ ტომასმა კი 33 დარტყმა მოიგერია და სეზონში მესამე შათაუტი შეასრულა. "კაროლინამ" კი "ფილადელფიას" არ დაუტოვა შანსი - 4:2. სტუმრების მთავარი დამრტყმელი ძალა იყო ალექსეი პონიკაროვსკი, რომელმაც ორი შაიბა გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

წარმატებული დებიუტი ჰქონდა "დალასის" ახალ მფლობელს ტომ გალიარდის. მისმა "ვარსკვლავებმა" "ედმონტონი" დაამარცხეს (4:1) და შეწყვიტეს ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. "დალასის" ჰოკეისტებმა კარგი გუნდური თამაში აჩვენეს და ერთბაშად 11-მა ჰოკეისტმა მინიმუმ ერთი ქულით დატოვა ყინული. პრესტიჟის გოლი კი "ედმონტონის" მხრიდან რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა გაიტანა - 18 წლის ფორვარდმა მერვე შაიბა ჩაიწერა აქტივში და ახლა 20 მატჩში 20 ქულა აქვს.

კვირის სამი ვარსკვლავი
გასული კვირის პირველ ვარსკვლავად აღიარეს "მონრეალ კანადიენსის" მეკარე კერი პრაისი. ამ გოლკიპერმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორში "შათაუტი" შეასრულა. ის საშუალოდ მატჩში 0,65 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.3 პროცენტს იგერიებდა.

მეორე ვარსკვლავი გახდა "სან ხოსეს" მცველი მარკ-ედუარდ ვლასიჩი. ის თავის გუნდს სამიდან სამ მოგებაში შვიდი ქულით (1+6) დაეხმარა. მესამე ვარსკვლავის სტატუსი კი "ფილადელფიას" ფორვარდ მეტ რიდს ერგო, რომელმაც სამ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

კოლამბუსი-კალგარი 4:1
2:0: 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-2 (პროსპალი-10, ნიკიტინი-4), 2:0 ვერმეტი-2 (დორსეტი-1, ტიუტინი-7), 3:0 ჯ. კარტერი-3 (პროსპალი-11, ვიშნიევსკი-7), 3:1 ჯორდანო-3 (ტანგეი-11, რ. ბურკი-1), 4:1 ნეში-5 (პროსპალი-12).

ვაშინგტონი-ფინიქსი 4:3
0:1, 2:1, 2:1
გოლები: 0:1 ვრბატა-9, 0:2 კორპიკოსკი-4 (ბულიტი), 1:2 ჯ. კარლსონი-3, 2:2 იკინი-2 (შულცი-5), 3:2 ბექსტრიომი-6 (ჯ. უორდი-4, ოვეჩკინი-8), 4:2 ლეიჩი-4 (ბექსტრიომი-16), 4:3 კორპიკოსკი-5 (რეი უიტნი-10, ბ. გორდონი-7).

პიტსბურგი-აილენდერსი 5:0
2:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 კროსბი-1 (დუპუი-11, ენგელანდი-4), 2:0 ორპიკი-2 (კროსბი-1, დუპუი-12), 3:0 მალკინი-6 (ლეტანგი-15, კროსბი-2), 4:0 სალივანი-2 (მალკინი-10, ჯ. ნილი-9), 5:0 კროსბი-2 (დუპუი-13, ზ. მიხალეკი-3).

ფილადელფია-კაროლინა 2:4
0:2, 2:2, 0:0
გოლები: 0:1 პონიკაროვსკი-4 (ლაროუზი-7, ი. იოკინენი-10), 0:2 სკინერი-9 (ტ. რუუტუ-3, ჰარისონი-7), 1:2 ვან რიმსდიკი-8, 1:3 ლაროუზი-6 (ტ. კაბერლე-5, პონიკაროვსკი-3), 2:3 რიდი-9 (power play) (ვან რიმსდიკი-8, ტიმონენი-12), 2:4 პონიკაროვსკი-5 (ლაროუზი-8, ი. იოკინენი-11).

მონრეალი-ბოსტონი 0:1
0:1, 0:0, 0:0
გოლი: 0:1 ფერენსი-2 (პევერლი-7, კ. კელი-7).

ფლორიდა-ნიუ ჯერსი 4:3
0:3, 2:0, 2:0
გოლები: 0:1 კოვალჩუკი-4 (ტალინდერი-2, ე. გრინი-7), 0:2 სიკორა-4 (ა. ლარსონი-4, გრინი-8), 0:3 ზუბრუსი-6 (ელიაში-11, ბროდო-2), 1:3 ვერსტიგი-10 (უეისი-12, კულიკოვი-14), 2:3 ვერსტიგი-11 (გარისონი-3), 3:3 უეისი-8 (გარისონი-4, ვივერი-8), 4:3 ფლიშმანი-9 (უეისი-13, ვერსტიგი-14).

დალასი-ედმონტონი 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 პეტერსენი-1 (უენდელი-1, ნისტრიომი-1), 2:0 ოტი-3 (რიბეირო-11, მოროუ-6), 2:1 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-8 (ებერლე-13, რ. სმიტი-9), 3:1 რაიდერი-7 (გროსმანი-1, ლ. ერიქსონი-10), 4:1 დვორაკი-1 (ფიდლერი-5).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი* 21 12 6 3 27
2. ფლორიდა* 20 11 6 3 25
3. ბოსტონი* 19 12 7 0 24
4. ფილადელფია 20 11 6 3 25
5. ბაფალო 20 12 8 0 24
6. ტორონტო 21 11 8 2 24
7. რეინჯერსი 17 10 4 3 23
8. ვაშინგტონი 19 11 7 1 23
9. ოტავა 21 10 9 2 22
10. ნიუ ჯერსი 19 10 8 1 21
11. მონრეალი 21 9 9 3 21
12. ტამპა ბეი 19 9 8 2 20
13. ვინიპეგი 20 8 9 3 19
14. კაროლინა 22 8 11 3 19
15. აილენდერსი 18 5 10 3 13

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. მინესოტა* 20 12 5 3 27
2. ჩიკაგო* 21 12 6 3 27
3. სან ხოსე* 18 12 5 1 25
4. ნეშვილი 19 10 5 4 24
5. დალასი 20 12 8 0 24
6. დეტროიტი 19 11 7 1 23
7. ფინიქსი 19 10 6 3 23
8. ლოს ანჯელესი 20 10 7 3 23
9. სტ. ლუისი 19 10 7 2 22
10. ედმონტონი 20 10 8 2 22
11. ვანკუვერი 20 10 9 1 21
12. კოლორადო 21 9 11 1 19
13. კალგარი 19 8 10 1 17
14. ანაჰაიმი 20 6 10 4 16
15. კოლამბუსი 20 5 13 2 12
* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
ფილ კესელი (ტორ) 29 (16+13)
კლოდ ჟირუ (ფილ) 26 (11+15)
კრის ვერსტიგი (ფლო) 25 (11+14)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 25 (10+15)
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 24 (11+13)
დანიელ სედინი (ვან) 24 (6+18)
მარიან ჰოსა (დეტ) 23 (9+14)
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 23 (9+14)
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 23 (8+15)

გოლები
ფილ კესელი (ტორ) 16
ჯეიმს ნილი (პიტ) 12
მილან მიხალეკი (ოტა) 12
რაიან სმიტი (ედმ) 11
კლოდ ჟირუ (ფილ) 11
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 11
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 11
ტაილერ სეგუინი (ბოს) 11
ჯო პაველსკი (ს-ხოს) 11
კრის ვერსტიგი (ფლო) 11

პასები
დანიელ სედინი (ვან) 18
ერიკ კარლსონი (ოტა) 17
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 16
ბრაიან კემპბელი (ფლო) 16
პატრიკ კეინი (ჩიკ) 15
კრის ლეტანგი (პიტ) 15
ჯოფრი ლუპული (ტორ) 15
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 15
ჰენრიკ სედინი (ვან) 15
ტომაშ პლეკანეცი (მონ) 15
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული