ორივე გუნდი ცუდ ფორმაში შეხვდა აღნიშნულ შეხვედრას - მათ ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება ჰქონდათ.
პირველ ათ წუთში გუნდებმა შაიბები გაცვალეს, რის შემდეგაც "ტორონტომ" მეტოქეს პირველი დარტყმა საწყისი პერიოდის სტარტზე მიაყენა, როცა ორი წუთის ინტერვალით ორი შაიბა გაიტანა როლოსონის კარში - 1:3.
მეორე პერიოდში ჯო ქობურნმა განავრცო თავისი გუნდის უპირატესობა, ხოლო თამაშის ბედი მესამე პერიოდის სტარტზე გადაწყდა,
"ტამპამ" მეტოქეზე მეტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ "ტორონტოს" მეკარემ გუსტავსონმა 28-დან 27 შაიბა მოიგერია. კანადელებმა
დივიზიონში ლიდერობა ჩამოართვეს "ბოსტონს".
მოულოდელი იყო "ლოს ანჯელესის" მოგება სტუმრად "სენტ ლუისთან", რადგან "კინგზს" ბოლო ათ მატჩში "ბლუზის" მოედანზე მხოლოდ ორი მატჩი ჰქონდა მოგებული.
ამ შეხვედრაში ბოლო მომენტამდე რთული იყო გამარჯვებულის წინასწარმეტყველება. პირველ ორ პერიოდში გუნდებმა თითო შაიბა გაიტანეს. მესამე პერიოდის მეხუთე წუთზე კი "ლოს ანჯელესი" პირველად გაიყვანა წინ მაიკ რიჩარდსმა. თუმცა მე-13 წუთზე ისევ აღდა თანაფარდობა - "ბლუზმენთა" მხრიდან თავი გამოიჩინა სობოტკამ. ისე ჩანდა, რომ მატჩის ბედი ოვერტაიმში ან ბულიტების სერიაში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ზუსტად ორ წუთში უილი მიტჩელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეს იყო "სენტ ლუისის" პირველი წაგება ძირითად დროში მას შემდეგ, რაც ამ გუნდს სეზონის მსვლელობისას სათავეში ჩაუგდა ცნობილი
სპეციალისტი კენ ჰიჩკოკი. ამ მარცხით "ბლუზი" პლეი ოფის ზონიდან გავარდა, "ლოს ანჯელესი" კი ქულებით "სან ხოსეს" გაუთანაბრდა, მაგრამ "ზვიგენებს" სამი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
გუშინ კიდევ ერთ მატჩში ვიხილეთ მასპინძელი გუნდის განადგურება. "ედმონტონმა" პრაქტიკულად პირველ პერიოდში მოამთავრა საქმე "ნეშვილის" წინააღმდეგ.
"ოილერზმა" ექვსი წუთის ინტერვალით სამი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მასპინძლებმა სათადარიგოთა სკამზე დასვეს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე პეკა რინე. პირველ პერიოდში გოლები ჰორკოფმა, ჰემსკიმ და ებერლემ გაიტანეს. აქედან ორ შაიბაში მონაწილეობა მიიღო წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა, 18 წლის რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა, რომელსაც 21 მატჩში 22 ქულა აქვს დაგროვებული.
რინეს ნაცვლად მოედანზე გასულმა "ნეშვილის" სათადარიგო მეკარემ ლინდბაკმა მეორე პერიოდში "მშრალად" შეინახა კარი, მაგრამ მესამე პერიოდში მანაც სამი შაიბა გაუშვა. "ედმონტონს" კი მეკარის მხრივ პრობლემა არ ჰქონია - დუბნიკმა 32-დან 30 დარტყმა მოიგერია.
"ედმონტონმა" ამ მოგებით დასავლეთ კონფერენციაში ერთბაშად მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.
ტამპა ბეი-ტორონტო 1:7
1:3, 0:1, 0:3
გოლები: 0:1 მაკარტური-7 (გარდინერი-6, ტიმ კონოლი-6), 1:1 ლეკავალიე-9 (სტემკოსი-9, მელოუნი-7), 1:2 ტიმ კონოლი-3 (კულემინი-7, ფრენსონი-3), 1:3 ბოჟაკი-3 (კესელი-14, ტიმ კონოლი-7), 1:4 ქობურნი-1 (ფრატენი-2, ლაილსი-10), 1:5 ბოჟაკი-4, 1:6 ლუპული-11 (ბოჟაკი-10, ფანოფი-14), 1:7 კრები-3 (ფრატენი-3, გარდინერი-7).
სტ. ლუისი-ლოს ანჯელესი 2:3
1:0, 0:1, 1:2
გოლები: 1:0 სტინი-8 (ოში-8), 1:1 კოპიტარი-10 (მ. რიჩარდსი-9), 1:2 მ. რიჩარდსი-9 (ლოკტიონოვი-2), 2:2 სობოტკა-2 (დ'აგოსტინი-3, რასელი-2), 2:3 უ. მიტჩელი-1 (საიმონ განიე-7, ჯასტინ უილიამსი-13).
ნეშვილი-ედმონტონი 2:6
0:3, 0:0, 2:3
გოლები: 0:1 ჰორკოფი-5 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-13, ტ. ჰოლი-9), 0:2 ჰემსკი-2 (რ. სმიტი-10, ებერლე-14), 0:3 ებერლე-6 (ტ. ჰოლი-10, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-14), 0:4 ებერლე-7 (რ. სმიტი-11, შმიდი-1), 1:4 ტუტუ-1 (შ. უებერი-12, რ. სატერი-10), 1:5 პეტრი-1 (ბელანჟე-4, ჰემსკი-5), 1:6 ჰორკოფი-6 (სემ განიე-3, რ. ჯონსი-4), 2:6 ბლუმი-2 (ფიშერი-7, ტუტუ-4).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"