შეგახსენებთ, რომ კლუბების მფლობელებს სურდათ მიეღოთ ყველა გუნდისთვის მოხერხებული კალენდარი, რომელიც მატჩებზე ახალ გულშემატკივრებს მოიზიდავდა და შესამჩნევად შეამცირებდა გადაფრენებზე ხარჯებს.
ამიერიდან ლიგაში არა ორი კონფერენცია და ექვსი დივიზიონი, არამედ, უბრალოდ, ოთხი კონფერენცია (ორი რვა და ორი შვიდგუნდიანი) იქნება, რომლებსაც ჯერ პირობითი სახელწოდებები აქვთ: A, B, C, D.
A კონფერენცია
ანაჰაიმი
კალგარი
კოლორადო
ედმონტონი
ლოს ანჯელესი
ფინიქსი
სან ხოსე
B კონფერენცია
ჩიკაგო
კოლამბუსი
დალასი
დეტროიტი
მინესოტა
ნეშვილი
სენტ ლუისი
ვინიპეგი
C კონფერენცია
ბოსტონი
ბაფალო
ფლორიდა
მონრეალი
ოტავა
ტამპა ბეი
ტორონტო
D კონფერენცია
კაროლინა
ნიუ ჯერსი
აილენდერსი
რეინჯერსი
ფილადელფია
პიტსბურგი
ვაშინგტონი
ახლა, ყოველი გუნდი ყოველ მოწინააღმდეგესთან მინიმუმ ორ თამაშს (შინ და გარეთ) ჩაატარებს. დანარჩენი შეხვედრები კონფერენციის შიგნით გაიმართება. შვიდგუნდიან კონფერენციებში მეტოქეები ერთმანეთს ექვს-ექვსჯერ შეხვდებიან, ხოლო იქ, სადაც რვა გუნდია, ურთიერთდაპირისპირება ხუთი ან ექვსი იქნება.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ იცვლება პლეი ოფის სისტემა. მეორე ეტაპზე გადადის თითოეული კონფერენციის ოთხი საუკეთესო გუნდი. საინტერესოა, რომ პირველი და მეორე რაუნდები კონფერენციების შიგნით გაიმართება.
პირველი გუნდი ითამაშებს მეოთხესთან, მეორე მესამესთან. გასაგებია, რომ ძალაში რჩება დაყოფა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. დასავლეთია - A და B კონფერენციები, აღმოსავლეთი - C და D.
ცვლილებები ძალაში მომავალი სეზონიდან შევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"