"მეფეებიც" უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
გუშინ, თითქმის დასვენების დღე ჰქონდათ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ტამპა ბეიმ" "ნიუ ჯერსის" უმასპინძლა.

ჯერჯერობით ეს გუნდები ვერ ბრწყინავენ ამ სეზონში და ორივენი აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფებიან. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში "ტამპა ბეია", რომელსაც ამ შეხვედრამდე შვიდ მატჩში ექვსი წაგება ჰქონდა.

"ლაითნინგს" არც ამჯერად გაუმართლა. მართალია, ამ გუნდმა შეძლო 0:2-დან ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მთლიანად ჩააგდო მეორე პერიოდი, როცა 20 წუთში სამი უპასუხო შაიბა მიიღო საკუთარ კარში..

მეორე პერიოდის გმირი "ნიუ ჯერსის" ერთ-ერთი
ლიდერი ზაკ პარიზე გახდა, რომელმაც ერთი გოლი თავად შეაგდო და ორჯერ ასისტენტობა გაუწია კოვალჩუკსა და ენრიკეს.

ერთადერთი, ვინც "ტამპას" რიგებში თავის დონეზე გამოიყურება, გუნდის სნაიპერი სტივენ სტემკოსია. მესამე პერიოდში მან დუბლი შეასრულა და 2:5-დან ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მეორე გოლი სტემკოსმა მაშინ გაიტანა, როცა საფინალო სირენამდე ნახევარი წუთი რჩებოდა. "ეშმაკებმა" ეს დრო უპრობლემოდ გაიყვანეს და ამ მოგებით პლეი ოფის ზონას მიუახლოვდნენ.

* * *
როგორც კალიფორნიული პრესა ვარაუდობდა, “ლოს ანჯელეს კინგზის” ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ტერი მიურეი, რომელიც “მეფეებს” 2008 წლიდან ავარჯიშებდა.

“ლოს ანჯელესმა” ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება და მხოლოდ 65 გოლი გაიტანა - მასზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ “ნიუ იორკ აილენდერსს” აქვს.

გუნდის დროებით მწვრთნელად მიურეის ასისტენტი ჯონ სტივენსი დაინიშნა, “კინგზის” გენერალური მენეჯერი დინ ლომბარდი კი უკვე ეძებს ახალ მწვრთნელს. არსებობს რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ახლახანს “ანაჰაიმიდან” დათხოვნილი რენდი კარლაილი, აგრეთვე დერილ სატერი, რომელიც 90-იან წლებში “ჩიკაგოსა” და “სან ხოსეში” მუშაობდა.

მიურეის ხელმძღვანელობით “ლოს ანჯელესი” ვერ გავიდა 2008-09 წლების სეზონის პლეი ოფში, მომდევნო ორ წელს კი პირველ რაუნდში ეთიშებოდა სტენლის თასის გათამაშებას. წლევანდელ რეგულარულში გუნდს 29 მატჩში 30 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს დასავლეთ კონფერენციაში.

მიურეი მეხუთე მწვრთნელია, რომელიც მიმდინარე სეზონის მსვლელობისას პოსტიდან გაანთავისუფლეს. მანამდე მწვრთნელები შეიცვალეს “სენტ ლუისმა”, “კაროლინამ”, “ვაშინგტონმა” და “ანაჰაიმმა”.

კვირის სამი ვარსკვლავი
გასული კვირის პირველ ვარსკვლავად ლიგის ხელმძღვანელობამ “კალგარი ფლეიმზის” მარჯვენა ფრთა ჯერომ იგინლა დაასახელა, რომელმაც სამ მატჩში ექვსი ქულის დაგროვება შეძლო. ვეტერანი ფორვარდის ანგარიშზე ოთხი გოლი და ორი შედეგიანი პასი მოდის. “კალგარიმ” სამივე მატჩში გამარჯვებას მიაღწია.

მეორე ვარსკვლავი გახდა “მინესოტას” მესამე (!) მეკარე მეტ ჰეკეტი. ამ გოლკიპერმა თავის გუნდს ორიდან ორ მატჩში მოააგებინა, საშუალოდ 1.01 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 97.4 პროცენტს იგერიებდა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო “ვაშინგტონის” მცველ ჯონ კარლსონს, რომელმაც გასულ კვირას ჩატარებულ სამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.

ტამპა ბეი-ნიუ ჯერსი 4:5
2:2, 0:3, 2:0
გოლები: 0:1 სიკორა-6 (სალვადორი-3, ელიაში-15), 0:2 ზუბრუსი-9 (ტაორმინა-1, ენრიკე-15), 1:2 დაუნი-4 (გილროი-7, სტემკოსი-15), 2:2 ბ. ჯონსი-1 (ტირელი-3, გილროი-8), 2:3 პარიზე-9 (ენრიკე-16, ტალინდერი-3), 2:4 კოვალჩუკი-9 (პარიზე-12), 2:5 ენრიკე-7 (პარიზე-13, ფეინი-4), 3:5 სტემკოსი-17 (მური-7, ლეკავალიე-9), 4:5 სტემკოსი-18 (კუბინა-4, ლეკავალიე-10).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ფილადელფია* 28 18 7 3 39
2. ბოსტონი* 28 18 9 1 37
3. ფლორიდა* 30 16 9 5 37
4. რეინჯერსი 27 17 6 4 38
5. პიტსბურგი 30 17 9 4 38
6. ტორონტო 29 15 11 3 33
7. ბაფალო 29 15 12 2 32
8. ვაშინგტონი 28 15 12 1 31
9. ნიუ ჯერსი 29 15 13 1 31
10. მონრეალი 30 12 11 7 31
11. ვინიპეგი 29 13 12 4 30
12. ოტავა 30 13 13 4 30
13. ტამპა ბეი 30 12 16 2 26
14. აილენდერსი 27 9 12 6 24
15. კაროლინა 31 9 18 4 22

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. მინესოტა* 30 20 7 3 43
2. ჩიკაგო* 30 18 8 4 40
3. დალასი* 28 16 11 1 33
4. დეტროიტი 28 18 9 1 37
5. სტ. ლუისი 29 17 9 3 37
6. ვანკუვერი 29 18 10 1 37
7. ფინიქსი 29 15 11 3 33
8. სან ხოსე 27 15 10 2 32
9. ნეშვილი 29 14 11 4 32
10. ედმონტონი 30 14 13 3 31
11. კალგარი 29 14 13 2 30
12. ლოს ანჯელესი 29 13 12 4 30
13. კოლორადო 30 13 16 1 27
14. ანაჰაიმი 29 8 16 5 21
15. კოლამბუსი 29 8 17 4 20
* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
კლოდ ჟირუ (ფილ) 39 (16+23)
ფილ კესელი (ტორ) 36 (18+18)
დანიელ სედინი (ვან) 34 (12+22)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 33 (18+15)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 33 (13+20)
ჰენრიკ სედინი (ვან) 33 (8+25)
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 32 (17+15)
რ. ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმ) 32 (13+19)

გოლები
მილან მიხალეკი (ოტა) 18
ფილ კესელი (ტორ) 18
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 18
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 17
ჯეიმს ნილი (პიტ) 17
პატრიკ შარპი (ჩიკ) 16
კლოდ ჟირუ (ფილ) 16
მარიან გაბორიკი (რეინ) 15
ევანდერ კეინი (ვინ) 15

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 25
ერიკ კარლსონი (ოტა) 23
პატრიკ კეინი (ჩიკ) 23
კლოდ ჟირუ (ფილ) 23
ბრაიან კემპბელი (ფლო) 22
დანიელ სედინი (ვან) 22
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 21

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული