ამ მატჩმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა "ვაშინგტონის" პრობლემები. მართალია, "ფილადელფია" ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის კლოდ ჟირუს გარეშე თამაშობდა, მაგრამ მაინც არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.
სტუმრებმა პირველ პერიოდში ერთი შაიბა იკმარეს, სამაგიეროდ, მეორე პერიოდში გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს მასპინძლებს. 0:4-დან ამ მატჩის გადარჩენა შეუძლებელი ჩანდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა მხრიდან ხუთივე შაიბა სხვადასხვა ჰოკეისტმა გაიტანა, მათ შორის იყო მცველი ბურდონი, რომელმაც
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო "ფილადელფიას" მეკარე ილია ბრიზგალოვმა, რომელმაც 31 დარტყმის მოგერიება მოახერხა.
"ფილადელფიამ" შეინარჩუნა ლიდერობა აღმოსავლეთ კონფერენციაში, "ვაშინგტონი" კი პლეი ოფის ზონიდან გავარდა.
* * *
აღმოსავლეთში "ფილადელფიას" ერთ-ერთმა კონკურენტმა "ბოსტონმა" ასევე დამაჯერებლად მოიგო. მან შინ "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა "ლოს ანჯელესი", რომელმაც ორი დღის წინ მწვრთნელი გამოიცვალა.
სტენლის თასის მფლობელმა თითო პერიოდში თითო შაიბა გაუტანა "კინგზს". ვერ ვიტყვით, რომ კალიფორნიელები შეტევაში ინერტულები იყვნენ. მათ "ბოსტონის" კარში 41 ზუსტი დარტყმა შეასრულეს, მაგრამ ყველას გადაეღობა ფინელი მეკარე ტუუკა რასკი, რომელიც ამ სათამაშო დღის პირველ ვარსკვლავად დაასახელეს.
"ბოსტონი" მეორე გუნდია აღმოსავლეთში და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "ფილადელფიას".
* * *
კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა "პიტსბურგში" გაიმართა. კვლავ გამოვიდა მწყობრიდან ამ გუნდის ლიდერი სიდნი კროსბი, ამიტომაც "პინგვინებს" შინ გაუჭირდათ დასავლეთის ერთ-ერთი ფავორიტის "დეტროიტის" წინააღმდეგ.
მასპინძლებმა მატჩში ერთადერთი შაიბა პირველ პერიოდში გაიტანეს. თავი გამოიჩინა "პიტსბურგის" მეორე ლიდერმა, რუსმა ევგენი მალკინმა. მაგრამ ამის შემდეგ გოლები მხოლოდ "დეტროიტს" გაჰქონდა. მეორე პერიოდში თანაფარდობა აღადგინა მალკინის თანამემამულემ პაველ დაციუკმა და ბოლო 20-წუთეულის წინ ანგარიში თანაბარი იყო - 1:1. მესამე პერიოდში იმავე დაციუკმა ფრანცენს გაატანინა, რის შემდეგაც ქლირიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.
"დეტროიტმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ისევ ჩაუდგა კვალში დასავლეთ კონფერენციის ლიდერებს.
* * *
საფეხბურთო ანგარიშით დასრულდა "დალას სტარზის" სტუმრობა ნიუ იორკში "რეინჯერსის" წინააღმდეგ.
ამ მატჩში ბრწყინვალედ თამაშობდნენ ორივე გუნდის მეკარეები. "დალასის" კარის დარაჯმა, რიჩარდ ბეკმენმა 34 დარტყმა მოიგერია, ნიუიორკელების გოლკიპერმა ჰენრიკ ლუნდკვისტმა - 27. ისინი საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე მშრალად ინახავდნენ საკუთარ კარს, მაგრამ ბოლოს ლუნდკვისტს უმტყუნეს ნერვებმა - ერთადერთი შაიბა მატჩში ტრევორ დეილიმ გაიტანა.
ბოლო დროს სტაბილურობით ვერ დაიკვეხნის "ბაფალო". ამ გუნდმა ოვერტაიმში წააგო "ოტავასთან" - ეს იყო "სეიბრზის" მეექვსე წაგება ბოლო ათ მატჩში. "სენატორების" რიგებში სეზონში მე-19 შაიბა გაიტანა მიხალეკმა, რომელიც სათავეში ჩაუდგა სნაიპერთა სიას.
მოულოდნელობა მოხდა დასავლეთში - "კოლამბუსმა" "ვანკუვერის" დამარცხება შეძლო. "ბლუ ჯეკეტსი" ბულიტების სერიაში აღმოჩნდა უფრო ძლიერი - 2:1. "კოლამბუსი" პირველად დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაშორდა გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილს.
სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა "კალგარიმ", რომელმაც 1:2 წააგო "ნეშვილთან". შეიძლება ანგარიში უფრო დიდი ყოფილიყო, რომ არა მიკა კიპრუსოფის 43 სეივი.
კიდევ უფრო დასანანი იყო წაგება "მინესოტასთვის", რადგან მან შვიდმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. რეგულარულის ლიდერი "ვინიპეგის" მსხვერპლი გახდა. გამარჯვებულთა რიგებში პირველი შაიბა გაიტანა სეზონში ზაკ ბოგოსიანმა.
"კოლამბუსის" მსგავსად გააკვირვა თავისი გულშემატკივრები "კოლორადომ", რომელმაც "სან ხოსე" ბულიტების სერიაში დაამარცხა - 4:3. "ეველანშს" ძირითად დროშიც შეეძლო მოგება, მაგრამ პატრიკ მარლომ საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში. აქამდე გუნდები ბულიტების სერიაში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდნენ, მაგრამ ამჯერად ერთი აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. გაუმართლა "კოლორადოს", რომლის რიგებში გადამწყვეტი ბულიტი დებიუტანტმა გაბრიელ ლანდესკოგმა გაიტანა.
კოლამბუსი-ვანკუვერი 2:1 (ბ)
1:0, 0:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-6 (ვიშნიევსკი-15, ლეტესტუ-2), 1:1 ლაპიერი-5 (ჰიგინსი-10).
ბულიტები გაიტანეს: ლეტესტუ (კოლამბუსი), ნეში (კოლამბუსი), ბაროუზი (ვანკუვერი), ვიშნიევსკი (კოლამბუსი).
ვაშინგტონი-ფილადელფია 1:5
0:1, 0:3, 1:1
გოლები: 0:1 ჰარტნელი-15 (იაგრი-15, მ. კარლი-10), 0:2 ბურდონი-1 (რინალდო-3, შელი-1), 0:3 სიმონდსი-8 (მეზაროში-6, ბრიერი-15), 0:4 ტელბოტი-8 (ვან რიმსდიკი-9, ქობურნი-8), 0:5 ვორაჩეკი-5 (მ. კარლი-11, ვან რიმსდიკი-10), 1:5 ჰალპერნი-3 (ვიდემანი-15, ჯ. უორდი-7).
პიტსბურგი-დეტროიტი 1:4
1:0, 0:1, 0:3
გოლები: 1:0 მალკინი-11 (ჯ. ნილი-12, ორპიკი-4), 1:1 დაციუკი-9 (ბერტუცი-8), 1:2 ფრანცენი-14 (დაციუკი-21), 1:3 ქლირი-6 (კონერი-2, ჰელმი-4), 1:4 ქლირი-7 (ზეტერბერგი-14, კრონვალი-7).
რეინჯერსი-დალასი 0:1
0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 დელეი-3 (რიბეირო-17, მოროუ-8).
ტორონტო-კაროლინა 2:1 (ო)
0:0, 0:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 კონოლი-5 (მაკარტური-4, კ. არმსტრონგი-1), 1:1 პონიკაროვსკი-7 (ე. სტაალი-13, ი. იოკინენი-14), 2:1 კონოლი-6 (ლუპული-21, ფრენსონი-5).
ბაფალო-ოტავა 2:3 (ო)
2:1, 0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 მ. მიხალეკი-19 (სპეცა-20, გრინინგი-8), 1:1 ჩეჩურა-1 (პომინვილი-22), 2:1 ენისი-2 (სტეფორდი-10, როი-13), 2:2 რეგინი-2 (ლი-3), 2:3 კოუენი-3 (ე. კარლსონი-24, სპეცა-21).
ბოსტონი-ლოს ანჯელესი 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 პევერლი-5 (ჰემილი-2, პუიო-2), 2:0 მარშანი-10 (ბერჟერონი-16), 3:0 მარშანი-11 (ბერჟერონი-17).
ფლორიდა-ნიუ ჯერსი 2:3 (ბ)
1:0, 1:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ვერსტიგი-14 (უეისი-20), 2:0 ვერსტიგი-15, 2:1 ელიაში-10 (კოვალჩუკი-11, სალვადორი-4), 2:2 პარიზე-10 (ტალინდერი-4, კოვალჩუკი-12).
ბულიტები გაიტანეს: კოვალჩუკი (ნიუ ჯერსი), პარიზე (ნიუ ჯერსი).
მონრეალი-აილენდერსი 5:3
2:1, 0:0, 3:2
გოლები: 0:1 მოულსონი-15 (პარენტო-19), 1:1 ა. კოსტიცინი-9 (პლეკანეცი-19, ტ. კაბერლე-12), 2:1 დერჩი-2 (ნოკელაინენი-2, ი. უებერი-7), 3:1 ე. კოული-11 (დეშარნე-13, სუბანი-11), 3:2 ბეილი-3 (როლსტონი-4, მოტო-1), 3:3 ტავარესი-10 (პარენტო-20, ულსტრიომი-2), 4:3 ნოკელაინენი-2 (ელერი-7, კამალერი-10), 5:3 გილი-1 (დეშარნე-14, პასიორეტი-11).
ნეშვილი-კალგარი 2:1
1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ჰალიშჩუკი-6 (მაკგრატენი-2, იოსი-2), 1:1 გლენკროსი-9 (დ. სმიტი-4), 2:1 კ. უილსონი-8 (კ. სმიტი-15, ლეგუანდი-13).
ვინიპეგი-მინესოტა 2:1
0:0, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 ლატენდრესი-5 (მ. კოივუ-20, ჰიტლი-12), 1:1 ბოგოსიანი-1, 2:1 ლიტლი-11 (ბაფლინი-15, ველერი-18).
კოლორადო-სან ხოსე 4:3 (ბ)
1:0, 0:2, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ელიოტი-3, 1:1 მაკგინი-7 (დ. ბოილი-12, ჰანძუში-8), 1:2 დ. ბოილი-2 (პაველსკი-10, ტ. მიტჩელი-4), 2:2 ვინიკი-4 (ე. ჯონსონი-10, ქუინსი-14), 3:2 დუშენი-11 (ჰეიდუკი-11, რ. ო'რაილი-16), 3:3 მარლო-11 (კუტური-10, ჯ. ტორნტონი-19).
ბულიტები გაიტანეს: ჰეიდუკი (კოლორადო), პაველსკი (სან ხოსე), ლანდესკოგი (კოლორადო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"