კროსბი ისევ ტრავმირებულთა სიაშია

AutoSharing Option
გუშინ, "პიტსბურგ პინგვინზის" ხელმძღვანელობამ ტრავმირებულთა სიაში შეიყვანა გუნდის ლიდერი და კაპიტანი სიდნი კროსბი, რითაც დაადასტურა, რომ კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი ისევ ტრავმირებულია. კერძოდ, სიდს კვლავ ტვინის შერყევა აწუხებს.

მაგრამ თავისი ლიდერის არანაირი ტრავმა არ შეუშლის ხელს "პიტსბურგს" სიდნი კროსბის შენარჩენებაში. ფორვარდი 2013 წლის ზაფხულში გახდება თავისუფალი აგენტი და კლუბი უკვე აქედანვე იწყებს ზრუნვას კაპიტანთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.

"ჩვენი მიზანი - კროსბის ახალი კონტრაქტია. გვინდა, რომ სიდმა მთელი კარიერა "პიტსბურგში" გაატაროს. ბოლო დღეების მოვლენები არაფერს ცვლის.

პირადად მე ეჭვი არ მეპარება,
რომ კროსბი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში კიდევ 10-15 წელს გაატარებს. ყველამ ვიცით, რომ თუ კროსბი ჯანმრთელია, მასზე ძლიერი ჰოკეისტი ლიგაში არ არსებობს", - განაცხადა "პიტსბურგის" გენერალურმა მენეჯერმა რეი შერომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული