კალიფორნიულმა კლუბმა რამდენიმე დღის მწვრთნელი გამოიცვალა - ამ გუნდს შემდეგი მატჩიდან გამოცდილი დერილ სატერი უხელმძღვანელებს. მანამდე კი "კინგზის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა ჯონ სტივენსმა.
ამჟამად, ლოს ანჯელესი დიდი მანძილით არის დაშორებული დასავლეთის პლეი ოფის ზონას და ახლა ამ ჩამორჩენის გაბათილებას ლამობს. სტუმრები ორჯერ უგებდნენ "ტორონტოს", მაგრამ კანადურმა კლუბმა ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
ამ მატჩში მთავარი მოქმედი პირები მეკარეები იყვნენ. "ლოს ანჯელესის" გოლკიპერმა
აგრძელებს ბრწყინვალე სვლას სტენლის თასის მოქმედი ჩემპიონი "ბოსტონი". "დათვები" შინ იღებდნენ "მონრეალს" და გამარჯვების შემთხვევაში აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერები ხდებოდნენ.
ოქტომბრის ბოლოს "ბოსტონმა" ზედიზედ ორჯერ წააგო "მონრეალთან" და იქედან მოყოლებული, 22 მატჩში 19 გამარჯვებას მიაღწია.
"მონრეალმა" კი პირიქით, თამაშს უკლო და სამი დღის წინ ამ გუნდს მწვრთნელი გამოუცვალეს, მაგრამ "კანადეინსს" ამან ვერ უშველა.
ზედიზედ მეორე მატჩია გოლს იტანს "ბოსტონის" ფორვარდი ბენუა პუიო, რომელიც ადრე "მონრეალში" თამაშობდა და ახლა იმდენი შაიბა დაუგროვდა, რამდენიც "ბრუინზის" ტოპ-ფორვარდს დავიდ კრეისის.
კვლავ ბრწყინვალე იყო ბოტონელთა კარის დარაჯი ტიმ ტომასი, რომელმაც 33 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს ზედიზედ მეხუთე მატჩში მოაგებინა.
კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც სეზონის მსვლელობისას მწვრთნელი შეიცვალა, ერთ დროს ძლიერი "ანაჰაიმი დაქსი" გახლავთ. ის "დალასს" სტუმრობდა და მორიგი შეხვედრა დათმო.
მეორე პერიოდის შუისთვის "იხვები" უიმედოდ აგებდნენ - 0:3. "ანაჰაიმის" რიგებში ერთადერთი ტეემუ სელიანე გამოიყურება ნორმალურად. სწორედ 40 წლის ლეგენდარული ფინელის მონდომებით "ანაჰაიმმა" მეორე პერიოდშივე შეძლო სამი შაიბის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. სელიანემ თითო გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში.
მაგრამ მესამე პერიოდში "დალასმა" ძალები მოიკრიბა და იონას ჰილერის კარში ორი უპასუხო შაიბა გაიტანა - 5:3. "ანაჰაიმს" სულ ცოტა უკლია და დასავლეთში ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს. "იხვებს" პლეი ოფის ზონასთან 15 ქულა აშორებს და სტენლის თასზე გასვლა არარეალური ჩანს. "დალასმა" კი ისევ გაუსწრო "სან ხოსეს" და დივიზიონის ცხრილს ჩაუდგა სათავეში.
სანახაობრივი გამოვიდა მატჩი "კოლორადოსა" და "ფილადელფიას" შორის. "ეველანშმა" წინა მატჩში "ვაშინგტონი" დაამარცხა და წარმატებული სერიის გაგრძელების იმედი ჰქონდა, "მფრინავებს" კი "ბოსტონთან" დიდი ანგარიშით წაგების გამო რეაბილიტაცია სურდათ.
შეხვედრა შეიძლებოდა ძირითად დროში დასრულებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა 2:1-ზე საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე გაუშვეს გოლი. თამაში ოვერტაიმში გადავიდა, რომელიც ძირითად დროში გაძევებების გამო სამი სამზე ფორმატში დაიწყო. მრავალრიცხოვანი შანსის მიუხედავად, ვერც ერთმა გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, ბულიტების სერიაში კი "ფილადელფიას" მეკარე ილია ბრიზგალოვმა ყველა ბულიტი გაუშვა და მეტოქეს მოგებაში დიდად დაეხმარა.
მორიგი შეხვედრა მოიგო "დეტროიტმა", რომელიც სტუმრად თამაშობდა "ედმონტონის" წინააღმდეგ. თუმცა ამჯერად, "რედ უინგზს" გაუჭირდა - გამარჯვების შაიბა მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე გაიტანა. "დეტროიტი" ახლა სამი ქულით ჩამორჩება დასავლეთის ლიდერ "ჩიკაგოს" და თან ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "ედმონტონმა" კი ზედიზედ მეოთხედ და ბოლო ათ მატჩში მეშვიდად წააგო და კონფერენციაში მე-13 ადგილამდე დაეშვა.
მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდა "ვანკუვერსა" და "მინესოტას" შორის, რადგან "კენაქსი" დივიზიონში "ველურების" დაწევას ლამობს. ალან ვინიეს გუნდმა იოლად მოიგო - 4:0. თუმცა "მინესოტას" აქვს თავის გასასამართლებელი საბუთი მიკო კოივუს, სეტოგუჩისა და ლატენდერსის ტრავმების გამო. საუკეთესოები იყვნენ ძმები სედინები, რომლებმაც ჯამში ექვსი ქულა დააგროვეს. ახლა, "ვანკუვერი" მხოლოდ სამ ქულას აგებს "მინესოტასთან".
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ "ოტავას" ფორვარდი ჯეისონ სპეცა დაასახელეს. ეს ჰოკეისტის წინა შვიდი დღის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა - სამ მატჩში რვა ქულა დააგროვა.
მეორე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "ნეშვილის" მეკარე პეკა რინემ. მან სამიდან სამ მატჩში მოაგებინა თავის გუნდს და თითო შეხვედრაში მინიმუმ 35 შაიბას იგერიებდა.
მესამე ვარსკვლავი გახდა "პიტსბურგის" რუსი ვარსკვლავი ევგენი მალკინი. სპეცას მსგავსად, მანაც რვა ქულა (5+3) დააგროვა.
"ბაფალოსთან" მატჩში მალკინმა კარიერაში მეშვიდე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამჟამად, "პინგვინების" ერთ-ერთი ლიდერი ზედიზედ ხუთი მატჩია უქულოდ არ ტოვებს მოედანს. ეს სერია 12 ქულას ითვლის.
ბოსტონი-მონრეალი 3:2
1:1, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 პუიო-6 (პევერლი-19), 1:1 პლეკანეცი-7 (კამალერი-12, მოენი-3), 2:1 კრეისი-6 (ფერენსი-11), 3:1 მარშანი-12 (სეგუინი-15, პ. ბერჟერონი-19), 3:2 ე. კოული-13 (დეშარნე-16, პასიორეტი-14).
ტორონტო-ლოს ანჯელესი 2:3 (ბ)
1:1: 0:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-5 (დაუტი-8, სკუდერი-3), 1:1 ლაილსი-4 (ბოჟაკი-16), 1:2 დ. ბრაუნი-7 (საიმონ განიე-10, კოპიტარი-20), 2:2 მეტ ფრატენი-4 (გრაბოვსკი-7, კულემინი-10).
ბულიტები გაიტანეს: დ. ბრაუნი (ლოს ანჯელესი).
დალასი-ანაჰაიმი 5:3
1:0, 2:3, 2:0
გოლები: 1:0 მოროუ-7 (რიბეირო-20, ოტი-10), 2:0 გოლიგოსკი-3 (სურეი-11, ლ. ერიქსონი-15), 3:0 რიბეირო-4 (მოროუ-9, რობიდასი-9), 3:1 სელიანე-11 (პერი-15, ვიშნოვსკი-5), 3:2 ვიშნოვსკი-2 (ფაულერი-11, სელიანე-24), 3:3 ბონინო-1 (ფაულერი-12, ბელეკსი-4), 4:3 რაიდერი-11 (ლ. ერიქსონი-16, ბენი-20), 5:3 ნისტრიომი-11 (ფიდლერი-9, დვორაკი-11).
კოლორადო-ფილადელფია 3:2 (ბ)
0:1, 2:0, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 ჰარტნელი-16 (ვორაჩეკი-16, იაგრი-17), 1:1 ლანდესკოგი-6 (ო'ბრაიენი-9, ე. ჯონსონი-13), 2:1 გალიარდი-5 (ბ. მელოუნი-1, პ. შჩასტნი-9), 1:1 სიმონდსი-10 (ბრიერი-16, ჰარტნელი-13).
ბულიტები გაიტანეს: ჰეიდუკი (კოლორადო), ბრიერი (ფილადელფია), დუშენი (კოლორადო), ვან რიმსდიკი (ფილადელფია), რ. ო'რაილი (კოლორადო).
ედმონტონი-დეტროიტი 2:3
0:1, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 ქლირი-8 (კინდლი-7), 1:1 რ. ჯონსონი-11 (სემ განიე-10, ბელანჟე-9), 1:2 ჰუდლერი-7 (ზეტერბერგი-15, ფილპულა-16), 2:2 ებერლე-13 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-21, ტ. ჰოლი-13), 2:3 დ. მილერი-6 (ლიდსტრიომი-15, ჰელმი-7).
ვანკუვერი-მინესოტა 4:0
1:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ჰ. სედინი-9 (დ. სედინი-23, ედლერი-18), 2:0 კესლერი-8 (დ. სედინი-24, ჰ. სედინი-29), 3:0 ბაროუზი-12 (დ. სედინი-25, ჰ. სედინი-30), 4:0 ჰანსენი-11 (ჰოჯსონი-10, მალორტა-6).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ბოსტონი* 32 22 9 1 45
2. ფილადელფია* 32 20 8 4 44
3. ფლორიდა* 33 18 9 6 42
4. რეინჯერსი 30 18 8 4 40
5. პიტსბურგი 33 18 11 4 40
6. ნიუ ჯერსი 32 18 13 1 37
7. ტორონტო 33 16 13 4 36
8. ბაფალო 32 16 13 3 35
9. ვინიპეგი 32 15 13 4 34
10. ოტავა 33 15 14 4 34
11. ვაშინგტონი 31 16 14 1 33
12. მონრეალი 34 13 14 7 33
13. ტამპა ბეი 32 14 16 2 30
14. აილენდერსი 30 10 14 6 26
15. კაროლინა 34 10 18 6 26
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო* 33 21 8 4 46
2. მინესოტა* 34 20 9 5 45
3. დალასი* 32 19 12 1 39
4. დეტროიტი 32 21 10 1 43
5. სტ. ლუისი 32 19 9 4 42
6. ვანკუვერი 33 20 11 2 42
7. ნეშვილი 32 17 11 4 38
8. სან ხოსე 30 17 10 3 37
9. ფინიქსი 32 16 13 3 35
10. ლოს ანჯელესი 33 15 14 4 34
11. კოლორადო 34 16 17 1 33
12. კალგარი 33 14 15 4 32
13. ედმონტონი 33 14 16 3 31
14. ანაჰაიმი 33 9 19 5 23
15. კოლამბუსი 33 9 20 4 22
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
ფილ კესელი (ტორ) 39 (19+20)
კლოდ ჟირუ (ფილ) 39 (16+23)
ჰენრიკ სედინი (ვან) 39 (9+30)
დანიელ სედინი (ვან) 38 (13+25)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 37 (20+17)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 36 (15+21)
მარიან ჰოსა (დეტ) 36 (15+21)
ევგენი მალკინი (პიტ) 36 (15+21)
ჯეისონ სპეცა (ოტა) 36 (12+24)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 20
ფილ კესელი (ტორ) 19
მილან მიხალეკი (ოტა) 19
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 18
ჯეიმს ნილი (პიტ) 18
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 17
მარიან გაბორიკი (რეინ) 17
პატრიკ შარპი (ჩიკ) 17
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 30
ერიკ კარლსონი (ოტა) 27
დანიელ სედინი (ვან) 25
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 25
ტეემუ სელიანე (ანა) 24
ჯეისონ სპეცა (ოტა) 24
პაველ დაციუკი (დეტ) 23
ბრაიან კემპბელი (ფლო) 23
კლოდ ჟირუ (ფილ) 23
პატრიკ კეინი (ჩიკ) 23
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"