ლეგენდა წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ნიუ ჯერსი დევილზის" ლეგენდარული მეკარე, 39 წლის მარტინ ბროდო კარიერის დასრულებაზე ჩაფიქრდა. მიმდინარე სეზონში ვეტერანი გოლკიპერი ყოველთვის საიმედოდ ვერ თამაშობს, რაც იშვიათად ხვდებოდა მის 18-წლიან კარიერაში.

გარდა ამისა, მეკარეს ტრავმები აწუხებს და ამის გამოც დაიწყო ლაპარაკი კარიერის დასრულებაზე.

"ყველაფერი შესაძლებელია. სიამოვნება უნდა მიიღო საკუთარი სამუშაოსგან. და ბევრი რამ დამოკიდებულია შენს როლზე გუნდში - ხშირად მოედნის მიღმა ყოფნა ჩემთვის მიუღებელია.

თუ მე არ ვთამაშობ, ამ შემთხვევაში ჩემი ამოცანა ახალგაზრდა პილოტების დახმარებაა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. საერთოდ, საკუთარ თავს მეკარედ არ მივიჩნევ. მე,
პირველ რიგში, "ნიუ ჯერსის" ჰოკეისტების პარტნიორი ვარ.

არ ვიცი რა იქნება მომავალში. არც ის ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ საკუთარი კარიერის შესახებ. ჯერჯერობით უბრალოდ რეგულარულ ჩემპიონატში ვთამაშობ", - განაცხადა მარტინ ბროდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული