ილიამ თავის კარში შეაგდო

AutoSharing Option
კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი "კაროლინასა" და"ნიუ ჯერსის" შეხვედრაში. "დევილზის" რუსმა ფორვარდმა ილია კოვალჩუკმა მესამე პერიოდის ბოლოს საკუთარ კარში გაიტანა შაიბა.

ეს იმ დროს მოხდა, როცა სტუმრები 2:3-ს აგებდნენ შეხვედრას და მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს.

კოვალჩუკმა ცუდი პასი გააკეთა და შაიბა მისი გუნდის კარში შევარდა. იმის გამო, რომ ჰოკეიში ავტოგოლები არ ფიქსირდება, გოლი "კაროლინას" იმ ჰოკეისტს ჩაუწერეს, რომელიც ბოლოს შეეხო შაიბას - ასეთი კი ამ გუნდის მეკარე კემ უორდი აღმოჩნდა.

უორდისთვის ეს პირველი გოლია კარიერაში. სულ NHL-ის ისტორიაში მეკარეებს
12 გოლი აქვთ გატანილი. ბოლოს ასეთი რამ 2006 წელს მოხდა - მაშინ თავი გამოიჩინა "ნეშვილ პრედატორზის" გოლკიპერმა კრის მეისონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული