"ბაფალო" ამჯერადაც დამარცხდა. "ნიუ ჯერსის" მეორე პერიოდის მეშვიდე წუთისთვის პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა მატჩის ბედი, როცა სამი გოლი გაუტანა მეტოქეს.
"დევილზი" მეექვსე ადგილზეა აღმოსავლეთში, "ბაფალოს" კი მე-11 პოზიცია უკავია და პლეი ოფის ზონას ორი ქულით ჩამორჩება.
აღმოსავლეთის ლიდერის - "რეინჯერსის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა "ვაშინგტონმა",
არასტაბილურალ მოთამაშე დედაქალაქურმა კლუბმა ამჯერად აღმავლობით ჩაატარა მთელი შეხვედრა. "ვაშინგტონს" მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდა, როცა იოჰანსონის შაიბას რეინჯერსელმა დუბინსკიმ უპასუხა და პირველ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე პერიოდში "ვაშინგტონი" ბროუერმა გაიყვანა წინ, ხოლო "რეინჯერსს" გადამწყვეტი დარტყმა რუსმა ჰოკეისტებმა მიაყენეს. ოვეჩკინის გადაცემებით დუბლი შეასრულა სიომინმა და "ვაშინგტონმა" 4:1 გაიმარჯვა. "რეინჯერსმა" ათით მეტი ზუსტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა ვაშინგტონელთა კარის დარაჯი ტომაშ ვოკოუნი, რომელმაც 31 დარტყმა მოიგერია.
კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება რეგულარული ჩემპიონატის ყოფილი ლიდერი "მინესოტა უაილდი". ეს გუნდი სტუმრად
"ნეშვილის" წინააღმდეგ სათამაშოდ შვიდმატჩიანი წაგებათა სერიით ჩავიდა და გუშინ ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო.
პირველ ორ პერიოდში მაყურებელმა მეკარეების ბრწყინვალე თამაში იხილა. ნეშვილელმა პეკა რინემ და მინესოტელმა ჯოშ ჰარდინგმა 40 წუთი მშრალად შეინახეს საკუთარი კარი, თუმცა მესამე პერიოდში მაინც გაუშვეს თითო შაიბა - ანგარიში მეშვიდე წუთზე ნეშვილელმა ჯორდინ ტუტუმ გახსნა, საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე კი თანაფარდობა აღადგინა დენი ჰიტლიმ.
დაინიშნა ოვერტაიმი, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ბოლოს კი საქმე ბულიტების სერიამდე მივიდა და იქ ერთადერთი ზუსტი დარტყმა "ნეშვილის" ფორვარდმა კოლინ უილსონმა განახორციელა. "მინესოტამ" სამივე პენალტი გააფუჭა და ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო რეგულარურ ჩემპიონატში.
ძალიან მოუხდა მწვრთნელის შეცვლა "ლოს ანჯელესს კინგზსს". მას შემდეგ, რაც ამ გუნდს სათავეში დერილ სატერი ჩაუდგა, "მეფეებმა" ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგეს. ამჯერად მათ სერიოზული გამოცდა ელოდათ - სტუმრად თამაშობდნენ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერის "ჩიკაგოს" წინააღმდეგ.
მაყურებელმა შემტევი ჰოკეი იხილა - ორივე გუნდმა 38-38 ზუსტი დარტყმა შეასრულა. შეუდარებელი იყო "ლოს ანჯელესის" მეკარე ჯონათან კუიკი, რომელმაც ყველა დარტყმა მოიგერია და "შათაუტი" შეასრულა, "ჩიკაგოს" მეკარე კროუფორდი კი ორ დარტყმას ვერ გაუმკლავდა - "ლოს ანჯელესმა" თითო შაიბა გაიტანა მეორე და მესამე პერიოდებში.
"კინგზმა" ამ გამარჯვებით მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა და ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა მერვეადგილოსან "დალასს".
ნიუ ჯერსი-ბაფალო 3:1
1:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 სიკორა-9 (ელიაში-18, ბროდო-3), 2:0 სიკორა-10 (ელიაში-19, ვოლჩენკოვი-5), 3:0 პარიზე-12 (ფეინი-5, ენრიკე-18), 3:1 ვანეკი-18 (ლეოპოლდი-7, სტეფორდი-13).
ვაშინგტონი-რეინჯერსი 4:1
1:1, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 მ. იოჰანსონი-7 (ჰალპერნი-7), 1:1 დუბინსკი-3 (კელეჰანი-14), 2:1 ბროუერი-10 (ჯ. კარლსონი-17), 3:1 სიომინი-8 (ბექსტრიომი-24, ოვეჩკინი-14), 4:1 სიომინი-9 (ოვეჩკინი-15, ელზნერი-10).
ნეშვილი-მინესოტა 2:1 (ბ)
0:0, 0:0, 1:1, 0:0
გოლები: 1:0 ტუტუ-6 (ბლუმი-4, ბუიონი-5), 1:1 ჰიტლი-11 (პროსერი-5, მ. კოივუ-22).
ბულიტები გაიტანეს: კ. უილსონი (ნეშვილი).
ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ჰანტერი-2 (კლიფორდი-4, ფრეზერი-1), 0:2 სტოლი-4 (ჯასტინ უილიამსი-17, დაუტი-13).
ფინიქსი-ბოსტონი 1:2 (ო)
1:1, 0:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 კრეისი-7 (ჰორტონი-13, მარშანი-15), 1:1 რეი უიტნი-13 (ლენგკოუ-11, შლემკო-10), 1:2 საიდენბერგი-2 (პუიო-3, კ. კელი-9).
სან ხოსე-ვანკუვერი 2:3 (ო)
0:1, 2:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 დ. სედინი-15 (ჰ. სედინი-33, ედლერი-20), 0:2 კესლერი-10 (ედლერი-21, ბიეკსა-16), 1:2 კუტური-16 (მარლო-14), 2:2 ჯ. ტორნტონი-7, 2:3 ებეტი-4 (ბიეკსა-17, ჰანსენი-11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"