კლასიკა ფილადელფიაში

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გასული სათამაშო დღის მთავარი მოვლენა იყო "ზამთრის კლასიკა" (თამაში ღია ცის ქვეშ), რომელშიც "რეინჯერსმა" სტუმრად დაამარცხა "ფილადელფია". არენა "სიტიზენ ბანკ პარკი", რომელზეც თავის საშინაო მატჩებს ატარებს ბეისბოლის გუნდი "ფილადელფია ფილისი", ბოლომდე სავსე იყო.

მართალია, პირველი ტაიმი ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, გუნდებმა მაყურებელი ვერ გაახარეს გატანილი გოლებით. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის სტუმრების მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტს, რომელმაც კლოდ ჟირუსა და იარომირ იაგრის შეტევები შეაჩერა. "ფილადელფიას" მეკარის ბობროვსკის კართან ასეთი მომენტები არ ყოფილა.

მხოლოდ პირველი შესვენების შემდეგ მოიტანა შედეგები თავდამსხმელთა
აქტიურობამ. მაყურებელმა ორწუთნახევრის ინტერვალში სამი გოლი იხილა. მატჩის ეკვატორზე 20 წლის ბრეიდენ შენმა NHL-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა - ის მეკარის საჯარიმოსთან დაუდარაჯდა მეტ კარლის შორეულ გასროლას და ახლოდან გაუტანა ლუნდკვისტს.

სტუმრები ამ შოკიდან გამოსული არ იყვნენ, როცა მეორე შაიბა მიიღეს საკუთარ კარში. თავი შეგვახსენა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა კლოდ ჟირუმ, რომელმაც მეორე ცდიდან გამოიყენა ერთი ერთზე გასვლა.

მასპინძლებს დიდი ხანი არ შეუნარჩუნებიათ კომფორტული უპირატესობა, რადგან 30 წამის შემდეგ "რეინჯერების" თავდამხსხმელმა მაიკლ რუპმა საშუალო მანძილიდან აიღო მარჯვენა კუთხე. მესამე პერიოდის სტარტზე კი მანვე დუბლი შეასრულა, როცა მახვილი კუთხიდან გაუტანა ბობროვსკის – 2:2. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე რუპის ანგარიშზე მხოლოდ ერთი შაიბა იყო.

კიდევ ცოტა ხნის შემდეგ სტუმრების ცენტრფორვარდს ბრედ რიჩარდს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში გაეგზავნა შაიბა ბრენდონ დუბინსკის პასის შემდეგ.

მატჩის ბოლოს მასპინძლებმა შტურმი მოაწყვეს და, ალბათ, გაათანაბრებდნენ ანგარიშს, რომ არა ჰენრიკ ლუნდკვისტი და მცველი რაიან მაკდონაჰი, რომელმაც საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ხელით შეაჩერა ცარიელი კარისკენ მიმავალი შაიბა. ამისთვის მსაჯმა ბულიტი დანიშნა "რეინჯერსის" კარში, რომელიც დენი ბრიერმა ვერ გამოიყენა. ფორვარდმა ლუნდკვისტს ფეხებსშუა დაუპირა შაიბის გატარება, მაგრამ შვედმა გოლკიპერმა მოასწრო რეაგირება.

ასე რომ, "ფილადელფიამ" მეორედ წააგო "ზამთრის კლასიკა". 2010 წელს "მფრინავებს" "ბოსტონმა" აჯობა.

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ტამპა ბეი ლაითნინგის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი დაასახელა. ლიგის საუკეთესო სნაიპერმა სამ მატჩში ექვსი შაიბა გაიტანა და თავის გუნდს ყველა შეხვედრა მოაგებინა. 2008 წლის დრაფტის პირველი ნომრის ანგარიშზე ამჟამად 26 შაიბა მოდის.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ვაშინგტონ კეპიტალზის" კაპიტანი ალექსანდრ ოვეჩკინი, რომლის მონაგარი ოთხ მატჩში ხუთ გოლსა და ორ შედეგიან პასს შეადგენდა. მან თავის გუნდს ოთხიდან სამ მატჩში მოაგებინა. ამჟამად რეგულარული ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო მოთამაშეს 31 ქულა (16+15) აქვს 37 მატჩში.

კვირის მესამე ვარსკვლავია "ლოს ანჯელეს კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკი. მისმა გუნდმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო. ამ თამაშებში კუიკი საშუალოდ 1.33 შაიბას უშვებდა.

ფილადელფია-რეინჯერსი 2:3
0:0, 2:1, 0:2
გოლები: 1:0 შენი-1 (მ. კარლი-17), 2:0 კ. ჟირუ-18 (ტელბოტი-7, ჰარტნელი-18), 2:1 რუპი-2 (პრუსტი-6, ჯ. მიტჩელი-5), 2:2 რუპი-3 (პრუსტი-7, ჯ. მიტჩელი-6), 2:3 ბ. რიჩარდსი-14 (დუბინსკი-15, კელეჰანი-16).

ოტავა-ნიუ ჯერსი 3:2 (ო)
0:0, 0:2, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 ზუბრუსი-11 (სიკორა-12), 0:2 კლარკსონი-14 (ზაიაცი-2, ტედენბი-5), 1:2 სპეცა-14 (ე. კარლსონი-31, ანდერსონი-4), 2:2 კონდრა-7 (კუბა-7), 3:2 ალფრედსონი-12 (ე. კარლსონი-32, სპეცა-26).

ჩიკაგო-ედმონტონი 3:4
1:0, 1:3, 1:1
გოლები: 1:0 ტეუვზი-22 (კარჩილო-9), 1:1 რ. სმიტი-15 (ჰორკოფი-14, ტ. ჰოლი-15), 1:2 ტ. ჰოლი-11 (ებერლე-24, პოტერი-11), 2:2 ბრუნეტი-9 (ჰიალმარსონი-6, პ. კეინი-27), 2:3 სატონი-2 (ებერლე-25, რ. სმიტი-17), 2:4 იგერი-3 (პეტრი-5, სემ განიე-12), 3:4 ჰეიესი-1 (ბიკელი-4, მეიერსი-5).

ვანკუვერი-სან ხოსე 2:3 (ბ)
1:0, 0:2, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ჰანსენი-12 (ჰოჯსონი-13), 1:1 ფერეირო-3 (ქლოუ-16, კუტური-12), 1:2 მარლო-14 (ბრაუნი-4, პაველსკი-13), 2:2 ჰოჯსონი-9 (ჰამჰუისი-15, ბიეკსა-19).
ბულიტები გაიტანეს: ჰანძუში (სან ხოსე).

ლოს ანჯელესი-კოლორადო 1:2 (ბ)
0:0, 1:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 დ. ბრაუნი-10 (კოპიტარი-25, მ. რიჩარდსი-10), 1:1 რ. ო'რაილი-10 (ქუინსი-16).
ბულიტები გაიტანეს: ჰეიდუკი (კოლორადო).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. რეინჯერსი* 37 24 9 4 52
2. ბოსტონი* 35 24 10 1 49
3. ფლორიდა* 39 20 12 7 47
4. ფილადელფია 37 22 11 4 48
5. პიტსბურგი 38 21 13 4 46
6. ოტავა 40 20 15 5 45
7. ნიუ ჯერსი 38 21 15 2 44
8. ვინიპეგი 38 19 14 5 43
9. ვაშინგტონი 37 20 15 2 42
10. ტორონტო 38 18 15 5 41
11. ბაფალო 38 17 17 4 38
12. ტამპა ბეი 37 17 17 3 37
13. მონრეალი 39 14 18 7 35
14. აილენდერსი 36 13 17 6 32
15. კაროლინა 40 13 21 6 32

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ჩიკაგო* 39 24 11 4 52
2. ვანკუვერი* 40 24 13 3 51
3. ლოს ანჯელესი* 40 19 14 7 45
4. დეტროიტი 38 24 13 1 49
5. მინესოტა 40 21 13 6 48
6. სტ. ლუისი 38 21 12 5 47
7. ნეშვილი 39 21 14 4 46
8. კოლორადო 41 22 18 1 45
9. სან ხოსე 35 20 11 4 44
10. დალასი 37 21 15 1 43
11. ფინიქსი 39 19 16 4 42
12. კალგარი 40 18 17 5 41
13. ედმონტონი 38 16 19 3 35
14. ანაჰაიმი 37 10 21 6 26
15. კოლამბუსი 38 10 23 5 25

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
კლოდ ჟირუ (ფილ) 46 (18+28)
ჰენრიკ სედინი (ვან) 46 (10+36)
ფილ კესელი (ტორ) 44 (21+23)
დანიელ სედინი (ვან) 44 (17+27)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 43 (26+17)
ევგენი მალკინი (პიტ) 43 (15+28)

გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 26
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 22
მარიან გაბორიკი (რეინ) 22
ჯეიმს ნილი (პიტ) 21
ფილ კესელი (ტორ) 21

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 36
ერიკ კარლსონი (ოტა) 32
ბრაიან კემპბელი (ფლო) 28
კლოდ ჟირუ (ფილ) 28
ევგენი მალკინი (პიტ) 28

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული