0 - ვერცერთი შაიბა ვერ გაიტანა "ბოსტონმა" "მონრეალთან" შვიდმატჩიან სერიაში რიცხობრივი უპირატესობის დროს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გუნდმა ისე მოიგო შვიდი მატჩისგან შემდგარი სერია, რომ ვერცერთხელ ვერ გაითამაშა ზედმეტი ჰოკეისტი.
1 - ერთი გოლი გაიტანა 2011 წელს მეკარემ. ეს გახლავთ "კაროლინას" წევრი კემ უორდი, რომელმაც "ნიუ ჯერსის" კარი აიღო. კემი მეათე მეკარეა NHL-ის ისტორიაში, ვინც გოლის გატანა შეძლო.
2 - პლეი ოფის ორი სერია მოიგო "ბოსტონმა" მას შემდეგ, რაც
3 - 2011 წელს სამი შეხვედრა დასრულდა ნულოვანი ფრით. ასეთი მატჩები იყო: "პიტსბურგი"-"ნიუ ჯერსი", "ოტავა-ტორონტო" და "მინესოტა"-"ლოს ანჯელესი".
3 - სამმა ჰოკეისტმა გაიტანა ერთ მატჩში ოთხი შაიბა. აქედან ორი "ნიუ იორკ რეინჯერსის" წევრია - მარიან გაბორიკი და რაიან კელეჰანი, აგრეთვე კიდევ ერთი ნიუიორკელი, "აილენდერსის" ფორვარდი მეტ მოულსონი.
5 - ერთ მატჩში ხუთი შაიბა მხოლოდ ერთმა ჰოკეისტმა გაიტანა - დეტროიტელმა იოჰან ფრანცენმა. ბოლოს ასეთი რამ მარიან გაბორიკმა გააკეთა 2007 წელს, როცა სლოვაკი "მინესოტას" რიგებში გამოდიოდა.
6 - 2011 წელს გოლების ყველაზე გრძელი სერია 6 მატჩს უდრიდა. ზედიზედ ექვსი შეხვედრა უგოლოდ არ ტოვებდნენ მოედანს მიხალ გრაბნერი ("აილენდერსი"), ჯეიმი ბენი ("დალასი"), პატრიკ ჰორნკვისტი ("ნეშვილი") და სკოტ ჰარტნელი ("ფილადელფია").
9 - ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგეს ბულიტების სერიით "კოლორადოს" ჰოკეისტებმა. მიმდინარე სეზონში "ეველანშის" ანგარშზე ექვსიდან ექვსი მოგებაა ბულიტებით.
10 - ყველაზე გრძელი მოგებათა სერია "ბოსტონს" ჰქონდა - ამ გუნდმა პირველიდან 25 ნოემბრამდე ზედიზედ 10 მატჩი მოიგო.
12 - ზედიზედ 12 საშინაო მოგება ჰქონდა "დეტროიტს", რაც 2011 წლის რეკორდია.
12 - ზედიზედ 12 მატჩი მინიმუმ ერთ ქულას აგროვებდა "ნიუ ჯერსის" რუსი ლეგიონერი ილია კოვალჩუკი. სარეკორდო სერია მას თებერვალში ჰქონდა.
13 - მთელი 2011 წლის განმავლობაში მხოლოდ 13 ქულა ჰქონდა "პიტსბურგის" კაპიტანს სიდნი კროსბის.
39 - ამდენი წელი ელოდა "ბოსტონი" სტენლის თასზე მორიგ გამარჯვებას.
43 - სარგებლიანობის ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა 2011 წელს "ბოსტონის" ფორვარდს ბრედ მარშანს, რაც აბსოლუტურად საუკეთესო შედეგია.
44 - 2011 წელს 44 გოლით საუკეთესო სნაიპერი გახდა "ანაჰაიმის" ფორვარდი კორი პერი.
52 - მატჩში 52 დარტყმა სარეკორდო მაჩვენებელი იყო ერთი გუნდისთვის. ორჯერ ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა "სან ხოსეს", ერთხელ - "პიტსბურგს".
58 - წლის განმავლობაში ამდენი გამარჯვება მოიპოვა "ვანკუვერმა", რაც საუკეთესო შედეგი გახლავთ.
101 - 12 თვის განმავლობაში 101 ქულა დააგროვა "ვანკუვერის" შვედმა ლეგიონერმა დანიელ სედინმა. ის წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
170 - ამდენი "მშრალი" მატჩი ჩაატარეს 2011 წელს ლიგის მეკარეებმა. ბოლო "შათაუტი" "დეტროიტის" გოლკიპერის ჯიმი ჰოვარდის ანგარიშზე იყო.
297 - ამდენი საჯარიმო წუთი ჰქონდა თავდამსხმელ ზენონ კონოპკას, რომელიც "აილენდერსისა" და "ოტავას" რიგებში თამაშობდა. ის იყო გასული წლის ყველაზე უხეში ჰოკეისტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"