ოთხი ოტაველი "ოლ სტარზე"

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ შეაჯამა გულშემატკივრების გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც უნდა გარკვეულიყო "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე ექვსი ჰოკეისტი (ერთი მეკარე, ორი მცველი და სამი თავდამსხმელი).

2012 წელს "ოლ სტარი" ოტავაში გაიმართება, ამიტომაც გამოკითხვაში, რომელშიც 24 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ოთხმა ოტაველმა ჰოკეისტმა გაიმარჯვა.

საბოლოოდ, ფანებმა შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერეს არჩევანი: მეკარე - ტიმ ტომასი ("ბოსტონი", 626 450 ხმა); მცველები - ერიკ კარლსონი ("ოტავა", 939 591), დიონ ფანოფი ("ტორონტო", 614 933); ფორვარდები - ჯეისონ სპეცა ("ოტავა", 817 483), დანიელ ალფრედსონი ("ოტავა", 897 055),
მილან მიხალეკი ("ოტავა", 743 977).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული