ფინალში შვედეთის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი - რუსეთის ნაკრები. ერთადერთი გოლი ოვერტაიმში მიკა ზიბანეჯადმა გაიტანა.
სკანდინაველები ვალდებულნი იყვნენ ძირითად დროში გაეფორმებინათ იოლი გამარჯვება, მაგრამ რუსების გოლკიპერმა ანდრეი მაკაროვმა 60 წუთში 50 (!) დარტყმა მოიგერია, იმ დროს, როცა რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ 16 ზუსტი დარტყმა შეასრულა.
ოვერტაიმში შვედებმა გააგრძელეს დომინირება. დარტყმების შეფარდება იყო რვა ერთთან, მათ სასარგებლოდ. დამატებითი დროის მე-11 წუთზე ზიბანეჯადი
მესამე ადგილისთვის მატჩში კანადის ნაკრებმა ფინეთს მოუგო - 4:0. გოლების ავტორები გახდნენ: კვინტონ ჰაუდენი (დუბლი), ტანერ პირსონი და მარკ შაიფელე. სხვათა შორის კანადამ 2001 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გასვლა. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, ის 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონი.
გაისად ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"