"ვაშინგტონმა" ისევ წაგება დაიწყო

AutoSharing Option
ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ "ვაშინგტონმა" ორი მატჩი წააგო ერთნაირი ანგარიშით - 2:5. ამით მან პლეი ოფის ზონასთან მიახლოების შანსი დაკარგა. "ლოს ანჯელესი" კი პირიქით, გუშინდელი მოგებით დასავლეთში საუკეთესო რვა გუნდს შორის შევიდა.

უნდა ითქვას, რომ "კინგზის" ეს მოგება სავსებით დამსახურებული იყო. უკვე მეორე წუთზე გაშვებულმა შაიბამ ფსიქოლოგიურად არ იმოქმედა "მეფეებზე" და პირველ შესვენებამდე კლიფორდისა და კოპიტარის მონდომებით წინ გავიდნენ - 2:1.

მეორე პერიოდში დერილ სატერის გუნდმა კიდევ მოუმატა თამაშს და ორი შაიბა შეაგდო ტომაშ ვოკოუნის კარში. ამის შემდეგ "კეპიტალზის" დამრიგებელმა
დეილ ჰანტერმა მეკარის შეცვლა გადაწყვიტა და მესამე პერიოდში "ვაშინგტონის" კარს მიხალ ნოივირტი იცავდა.

მაგრამ გოლკიპერის შეცვლამ ვერ გამოაფხიზლა სტუმრები. მართალია, "მეფეებმა" ოდნავ შეამცირეს მეტოქეზე ზეწოლა, მაგრამ მაინც გასაქანს არ აძლევდნენ მეტოქეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯასტინ უილიამსმა ოთხ შაიბამდე აიყვანა მასპინძელთა უპირატესობა, "ვაშინგტონის" რიგებში საუკეთესო მოთამაშემ მარკუს იოჰანსონმა მეორედ აიღო ბენის კარი და ოდნავ გაალამაზა დედაქალაქელთა წაგება.

* * *
"ფლორიდა" შინ "ვანკუვერზე" ძლიერი აღმოჩნდა - 2:1. ამ მატჩის წინ "პანტერებმა" კიდევ ერთი ჰოკეისტი დაკარგეს. ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო მეკარე იაკუბ მარქსტრიომმა. იმის გათვალისწინებით, რომ კვლავაც "ფლორიდას" ლაზარეთში იმყოფება ჟოზე ტეოდორი, კევინ დაინინს ისღა დარჩნოდა კარში სკოტ კლემენსენი დაეყენებინა. და უნდა ითქვას, რომ არჩევანმა სრულად გაამართლა.

კლემენსენი 26 დარტყმიდან 25-ს გაუმკლავდა, აქედან 14 დარტყმა მესამე პერიოდზე მოდის. ფლორიდელთა კარის დარაჯმა მხოლოდ მატჩის დასაწყისში ვაისისგან გაუშვა, შემდეგ კი გაუვალი აღმოჩნდა. მისმა ვიზავიმ რობერტო ლუონგომაც კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორ მომენტში ვერ გადაარჩინა "ვანკუვერი".

მატჩის მეორე გმირი მარსელ გოკი გახდა, რომელმაც გოლი და შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. გოკი მწყობრში ჩადგომის შემდეგ ყველა მატჩში აგროვებს მინიმუმ ქულას - მან ზედიზედ სამ შეხვედრაში ოთხი ქულა (2+2) მიითვალა.

კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "დალას სტარზის" ფორვარდი ჯეიმი ბენი დაასახელა. სამ მატჩში მის ანგარიშზე შვიდი ქულა მოდის - ოთხი გოლი და სამი შედეგიანი პასი. დალასელს ბოლო 11 შეხვედრაში 10 ქულა დაუგროვდა.

მეორე ვარსკვლავიც ფორვარდია - "ტორონტოს"  წევრი ჯოფრი ლუპული. მისმა გუნდმა გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო, ხოლო ლუპულის ანგარიშზე ასევე შვიდი ქულა (2+5) მოდის. ამ მომენტისთვის ფორვარდის ანგარიშზე 19 გოლი და 28 პასია და ის მეოთხე ადგილზე იმყოფება ლიგის ბომბარდირთა სიაში.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "ოტავას" მეკარე კრეიგ ანდერსონს, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამ შეხვედრაში მოაგებინა. ანდერსონი გასულ შვიდ დღეს საშუალოდ 2.41 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 92.9 პროცენტს იგერიებდა. ოტაველი ლიდერია ლიგის მეკარეებს შორის ჩატარებული მატჩების (38), მის კარში განხორციელებული დარტყმებისა (1120) და სეივების (1010) რაოდენობით.

ფლორიდა-ვანკუვერი 2:1
0:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ვაისი-3 (მალორტა-8), 1:1 კულიკოვი-4 (გოკი-2, მატიასი-9), 2:1 გოკი-4 (კოპეცკი-12, ვერსტიგი-22).

ლოს ანჯელესი-ვაშინგტონი 5:2
2:1, 2:0, 1:1
გოლები: 0:1 მ. იოჰანსონი-8 (ნუბლი-7), 1:1 კლიფორდი-2 (ჰანტერი-4, უ. მიტჩელი-6), 2:1 კოპიტარი-12 (დ. ბრაუნი-12), 3:1 ჯ. ჯონსონი-6 (კლიფორდი-5, ჰანტერი-5), 4:1 სტოლი-5 (პენერი-7, მ. რიჩარდსი-11), 5:1 ჯასტინ უილიამსი-7 (დაუტი-14, ჯ. ჯონსონი-11), 5:2 მ. იოჰანსონი-9 (ჰამრლიკი-4, სიომინი-12).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. რეინჯერსი* 39 26 9 4 56
2. ბოსტონი* 38 26 11 1 53
3. ფლორიდა* 42 21 13 8 50
4. ფილადელფია 40 24 12 4 52
5. ოტავა 43 22 15 6 50
6. ნიუ ჯერსი 41 23 16 2 48
7. ტორონტო 41 21 15 5 47
8. პიტსბურგი 40 21 15 4 46
9. ვინიპეგი 41 20 16 5 45
10. ვაშინგტონი 40 21 17 2 44
11. ბაფალო 41 18 18 5 41
12. მონრეალი 41 16 18 7 39
13. ტამპა ბეი 40 17 20 3 37
14. კაროლინა 43 14 22 7 35
15. აილენდერსი 39 14 19 6 34

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. ვანკუვერი* 43 26 14 3 55
2. დეტროიტი* 41 26 14 1 53
3. სან ხოსე* 38 23 11 4 50
4. სტ. ლუისი 41 24 12 5 53
5. ჩიკაგო 42 24 13 5 53
6. ლოს ანჯელესი 43 21 15 7 49
7. ნეშვილი 41 22 15 4 48
8. მინესოტა 42 21 15 6 48
9. დალასი 40 23 16 1 47
10. კოლორადო 43 23 19 1 47
11. ფინიქსი 42 20 17 5 45
12. კალგარი 43 19 19 5 43
13. ედმონტონი 41 16 22 3 35
14. ანაჰაიმი 40 12 22 6 30
15. კოლამბუსი 41 11 25 5 27

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები
გოლი+პასი
ჰენრიკ სედინი (ვან) 49 (11+38)
ფილ კესელი (ტორ) 48 (24+24)
კლოდ ჟირუ (ფილ) 48 (18+30)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 47 (19+28)
დანიელ სედინი (ვან) 47 (18+29)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 45 (28+17)
მარიან ჰოსა (ჩიკ) 44 (17+27)
ევგენი მალკინი (პიტ) 44 (16+28)

გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 28
ფილ კესელი (ტორ) 24
მარიან გაბორიკი (რეინ) 23
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 22
ჯეიმს ნილი (პიტ) 21
პატრიკ შარპი (ჩიკ) 20
მილან მიხალეკი (ოტა) 20
ტომაშ ვანეკი (ბაფ) 19
ჯოფრი ლუპული (ტორ) 19
რადიმ ვრბატა (ფინ) 19

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 38
ერიკ კარლსონი (ოტა) 35
პაველ დაციუკი (დეტ) 30
ბრაიან კემპბელი (ფლო) 30
კლოდ ჟირუ (ფილ) 30
ჯეისონ პომინვილი (ბაფ) 29
ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 29
დანიელ სედინი (ვან) 29

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული