"ტამპა" ექვსმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა აღნიშნულ შეხვედრას. გუნდმა ბოლო შვიდ მატჩში 34 შაიბა გაუშვა, რაც დაცვისა და მეკარეების სისუსტეზე მიუთითებს. თუმცა ამჯერად მეკარე გარონს ცუდ თამაშში ვერ დავადანაშაულებთ. ის რომ არა, მესამე პერიოდის დასაწყისში ანგარიში არა 0:3, არამედ უფრო დიდი იქნებოდა. პირველი ორი პერიოდის შემდეგ დარტყმებში სხვაობა 32:13 იყო "პიტსბურგის" სასარგებლოდ.
მით
ამას, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად ემოქმედა "პიტსბურგისთვის", მაგრამ სტუმრებს მშველელად რუსი ვარსკვლავი ევგენი მალკინი მოევლინათ - ანგარიშის გათანაბრებიდან დაახლოებით 50 წამი იყო გასული, როცა მან ისევ წინ გაიყვანა "პინგვინები". წუთსა და 50 წამში კი რუსი ფორვარდი უკვე დუბლს ზეიმობდა. შეხვედრასაც წერტილი სწორედ მალკინმა დაუსვა, როცა ცარიელ კარში შეაგდო შაიბა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მან სეზონში მეორედ გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი, სულ კი ამ მატჩში ხუთი ქულა მიითვალა.
* * *
"ვაშინგტონმა" თავის მოედანზე მოუგო "კაროლინას" - 2:1. ამ მატჩში უკეთ "ჰარიკენზი" თამაშობდა, რაზეც დარტყმების შეფარდებაც მეტყველებს - 44:24. მაგრამ შეუდარებელი იყო დედაქალაქელთა მეკარე ტომაშ ვოკოუნი, რომელიც 43 დარტყმას გაუმკლავდა. ვოკოუნის ვიზავიმ კემ უორდმა კი ორ ეპიზოდში ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი: მეორე პერიოდში სიომინის გასროლის შემდეგ, აგრეთვე მესამე 20-წუთეულის დასაწყისში, როცა ორლოვის დარტყმამ მიაღწია მიზანს.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში "ჩიკაგო" "სან ხოსეზე" ძლიერი აღმოჩნდა. "ბლეკჰოქსის" გამარჯვება დამსახურებული იყო. ჩიკაგოელებს მხოლოდ მატჩის ორ მონაკვეთში შეექმნათ პრობლემები. ჯერ შეხვედრის დასაწყისში, როცა ვერაფრით მოუძებნეს გასაღები ანტი ნიემის კარს. თუმცა ეს პრობლემა "ჩიკაგომ" დროთა განმავლობაში მოაგვარა. მეორე კრიტიკული მომენტი მეორე პერიოდის დასაწყისში იყო - "ზვიგენებმა" 26 წამში
გაათანაბრეს ანგარიში - 2:2. მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გააწბილეს ნიემი.
"მონრეალმა" საკუთარ კედლებში მოუგო "რეინჯერსს" - 4:1. "კანადიენსისთვის" ეს იყო პირველი მოგება ბოლო ოთხ შეხვედრაში. საერთო ჯამში, თამაში თანაბარი გამოდგა, უბრალოდ, მასპინძლებმა უკეთ გამოიყენეს საკუთარი მომენტები. ცალკე აღნიშვნის ღირსია "მონრეალის" მეკარე პეტერ ბუდაი, რომელმაც 29-დან 28 დარტყმა მოიგერია. მასპინძლების შეტევაში ბრწყინავდნენ დევიდ დეშარნე (1+2) და მაქს პასიორეტი (2+1).
"ედმონტონმა" შინ გამოსტაცა გამარჯვება "ლოს ანჯელესს" - 2:1. ძირითად დროში გუნდებმა თითქმის იდენტური გოლები გაცვალეს. გრინმა და უილიამსმა ახლო მანძილიდან შეუცვალეს მიმართულება მცველების მიერ შორიდან დარტყმულ შაიბებს. ტაილერ ჰოლმა კი ოვერტაიმში გამარჯვების გოლი ხანგრძლივი შეტევის შემდეგ გაიტანა. ჰორკოფმა შორეული კუთხისკენ გაგზავნა შაიბა, სადაც ჰოლმა ერთი მეტრიდან ცარიელ კარში შეაგდო.
"ანაჰაიმმა" გასვლაზე მოუგო "ვანკუვერს" - 4:2. ამ მატჩში მასპინძლები ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ. ძმებ სედინებს არაფერი გამოსდიოდათ, სტაბილურობით არ გამოირჩეოდა მეკარეს ლუონგო... "იხვები" კი, პირიქით, ძალიან მონდომებულები ჩანდნენ. მათ წინ გაუძღვათ ვეტერანი ჯეისონ ბლეიკი, რომელმაც 10 ზუსტი დარტყმა შეასრულა და სამი ქულა (2+1) დააგროვა.
ტამპა ბეი-პიტსბურგი 3:6
0:2, 0:0, 3:4
გოლები: 0:1 ჯ. ნილი-23 (პ. მარტინი-11, მალკინი-29), 0:2 პარკი-3, 0:3 ჯ. ნილი-24 (მალკინი-30, სალივანი-14), 1:3 გილროი-1 (სტემკოსი-20, სან ლუი-26), 2:3 მელოუნი-9 (ლეკავალიე-16, პურსელი-16), 3:3 პურსელი-9 (ლეკავალიე-17, ჟერვე-3), 3:4 მალკინი-19, 3:5 მალკინი-20 (ორპიკი-7), 3:6 მალკინი-21.
ვაშინგტონი-კაროლინა 2:1
0:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 სიომინი-11 (მ. იოჰანსონი-17, ოვეჩკინი-17), 1:1 ი. იოკინენი-5 (პონიკაროვსკი-8, ე. სტიუარტი-5), 2:1 ორლოვი-1 (ჩიმერა-8).
მონრეალი-რეინჯერსი 4:1
1:1, 3:0, 0:0
გოლები: 1:0 პასიორეტი-14 (ე. კოული-14, დეშარნე-23), 1:1 ჯ. მიტჩელი-3 (სტეპანი-20, გაბორიკი-12), 2:1 პასიორეტი-15 (ე. კოული-15, დეშარნე-24), 3:1 ბლუნდენი-2 (გომესი-5, სუბანი-15), 4:1 დეშარნე-7 (პასიორეტი-17, ე. კოული-16).
ჩიკაგო-სან ხოსე 4:3
2:0, 1:2, 1:1
გოლები: 1:0 ბოლანდი-13 (ჰეიესი-2, ბრუნეტი-9), 2:0 სტალბერგი-14 (ტეუვზი-22, ლედი-20), 2:1 პაველსკი-17 (ვლასიჩი-14, ჯ. ტორნტონი-28), 2:2 მაკგინი-9 (ტ. მიტჩელი-6), 3:2 ტეუვზი-24 (პ. კეინი-29, სტალბერგი-14), 4:2 შოუ-4 (კრუგერი-8, მარიან ჰოსა-31), 4:3 უინგელსი-1 (ტ. მიტჩელი-7, დ. ბოილი-22).
ედმონტონი-ლოს ანჯელესი 2:1 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ჯ. გრინი-1 (პეტრი-7, პააიარვი-4), 1:1 ჯასტინ უილიამსი-8 (ვოინოვი-7, კოპიტარი-28), 2:1 ტ. ჰოლი-15 (ჰორკოფი-15, ჰემსკი-12).
ვანკუვერი-ანაჰაიმი 2:4
1:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 ბონინო-3 (ჯ. ბლეიკი-3, კოლიანო-7), 1:1 ჰოჯსონი-11 (ჰიგინსი-14, ჰამჰუისი-19), 1:2 რაიანი-17 (ს. კოივუ-16), 1:3 ჯ. ბლეიკი-2, 1:4 ჯ. ბლეიკი-3 (სბისა-12, რაიანი-11), 2:4 რეიმონდი-5 (ბაროუზი-12, ბიეკსა-22).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"