გუნდთან ერთად ტურნეში

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი, რომელსაც ისევ აწუხებს ტვინის შერყევის სიმპტომები, თავის გუნდს გასვლით ტურნეში გაჰყვა.

გუშინ, კანადური ჰოკეის პირველი ვარსკვლავი ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს "ტამპა ბეისთან" შეხვედრას. კროსბიმ შაბათს განაახლა ყინულზე ვარჯიშები, თუმცა 30-წუთიანმა მეცადინეობამ მსუბუქ რეჟიმში ჩაიარა.

"ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, ვიდრე ორი კვირის წინ. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ტვინის შერყევის სიმპტომები მთლიანად გაქრა. ჯერჯერობით მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშების უფლებას მაძლევენ", - განაცხადა ფორვარდმა და იქვე დაამატა, რომ მოძრაობისას მცირე დისკომფორტს გრძნობს.

საკუთარი კაპიტნის მხარდასაჭერად, "პიტსბურგის" მოთამაშეებმა საკუთარ საწვრთნელ მაისურებზე კროსბის გვარის პირველი ასო დაიწერეს.

შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში თავისი ბოლო მატჩი კროსბიმ 5 დეკემბერს "ბოსტონის" წინააღმდეგ ჩაატარა და ჯერჯერობით ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ მის დაბრუნებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული