დაგვიანებული სასჯელი

AutoSharing Option
"ვაშინგტონ კეპიტალზის" რუსი ფორვარდი ალექსანდ ოვეჩკინი სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული. დისკვალიფიკაციის პირობების მიხედვით, ამ პერიოდში ჰოკეისტი ხელფასს არ მიიღებს და ეს თანხა (154,6 ათასი დოლარი) ჰოკეისტების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფონდში გადაირიცხება.

ოვეჩკინი დაისაჯა ინციდენტისთვის, რომელიც "პიტსბურგთან" მატჩის დროს მოხდა. შეხვედრის მსვლელობისას რუსმა ფორვარდმა უხეში ძალისმიერი ილეთი გამოიყენა "პიტსბურგის" მცველის ზბინეკ მიხალეკის წინააღმდეგ - რუსმა მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე შეუტია მეტოქეს.

მსაჯებმა ეს ინციდენტი უყურადღებოდ დატოვეს და მატჩის მსვლელობისას ოვეჩკინს არანაირი სასჯელი არ მიუღია.

ის შეხვედრა "პიტსბურგმა" ოვერტაიმში 4:3 მოიგო. ოვეჩკინის
ანგარიშზე სამი ქულა (1+2) იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული