პოლიტიკა და ჰოკეი

AutoSharing Option
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NBA-ის ჩემპიონის "დალას მავერიქსის" შემდეგ, თეთრ სახლში მიიღო ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი ჩემპიონი - "ბოსტონ ბრუინზი".

ამ შეხვედრას პოლიტიკური მოსაზრებებით არ ესწრებოდა გასული პლეი ოფის გმირი, "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასი.
"ვფიქრობ, ფედერალური მთავრობა კონტროლიდან გამოვიდა და მოქალაქეების თავისუფლებასა და საკუთრებას ემუქრება, - აღნიშნა ტომასმა. - ვერ დავადანაშაულებ რომელიმე პარტიას: რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს. ორივემ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა აქამდე".

გუნდის დანარჩენი წევრები კი სრული შემადგენლობით გამოცხადნენ თეთრ სახლში. მათ შორის მარკ რეკი, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ დაასრულა კარიერა.
"ბოსტონმა" ფინალურ სერიაში 4:3 დაამარცხა "ვანკუვერ კენაქსი" და 39-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა სტენლის თასი.

ბოლო პერიოდში ბოსტონური კლუბები თეთრი სახლის ხშირი სტუმრები გახდნენ: 2005 წელს ამერიკულ ფეხბურთში სუპერბოული მოიგო "პეტრიოტსმა", 2007 წელს ბეისბოლის მსოფლიოს სერიაში გაიმარჯვა "რედ სოქსმა", 2008 წელს კი NBA-ის ჩემპიონი გახდა "სელტიქსი". ახლა ეს ერთგვარი წრე ჰოკეის კლუბმა "ბოსტონმა" შეკრა.

ოლ სტარში ცვლილებებია
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემადგენლობაში ტრავმების გამო ცვლილებები მოხდა. მონაწილეთა შორის მოხვდნენ "ედმონტონის" ფორვარდი ჯორდან ებერლე, "პიტსბურგის" მცველი კრის ლეტანგი და დებიუტანტი ნიკ ჯონსონი, რომელიც "მინესოტაში" თამაშობს.

ამ სამეულმა შეცვალა "მინესოტას" ფორვარდი მიკო კოივუ, "ვინიპეგის" მცველი დასტინ ბაფლინი და ახალბედა რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი.
"ყველა ვარსკვლავის მატჩი" 29 იანვარს ოტავაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული