რთული სათქმელია, რამ გამოიწვია "დეტროიტის" განადგურება, თუმცა ფაქტია, რომ "რედ უინგზი" ლეგენდარული მცველისა და კაპიტნის ნიკლას ლიდსტრიომის გარეშე თამაშობდა, რომელსაც უდროოდ შეეყარა გრიპის ვირუსი. შვედმა ვეტერანმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გამოტოვა რეგულარული ჩემპიონატის მატჩი.
მართალია, თამაში "დეტროიტის" აქტიურობით დაიწყო, მაგრამ "მონრეალმა" მოიგერია ზეწოლა და პირველ პერიოდში ოთხშაიბიან უპირატესობას მიაღწია.
დასკვნით პერიოდში "დეტროიტმა" მაინც გაუტანა შაიბა კორი პრაისს. დუბლი გაიფორმა ირჟი ჰუდლერმა, თუმცა ეს ვერ დაეხმარა სტუმრებს თამაშში დაბრუნებაში. ბოლოსკენ "მონრეალმა" კიდევ ერთი შაიბა გაიტანა და კარგი განწყობით გაემგზავრა არდადეგებზე. თუმცა, "კანადიენსს" პლეი ოფის ზონამდე ჯერ რვა ქულა აშორებს.
მონრეალი-დეტროიტი 7:2
4:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 რ. ბურკი-15 (გომესი-7, დიასი-12), 2:0 ემელინი-1 (ა. კოსტიცინი-11), 3:0 დეშარნე-8 (ე. კოული-19), 4:0 პლეკანეცი-10 (რ. ბურკი-4, ტ. კაბერლე-20), 5:0 პასიორეტი-17 (დეშარნე-26, ე. კოული-20), 6:0 დეშარნე-9 (პასიორეტი-18, ტ. კაბერლე-21), 6:1 ჰუდლერი-14 (ჰელმი-9), 6:2 ჰუდლერი-15 (კომოდორი-2, კრონვალი-12), 7:2 ე. კოული-19 (ელერი-10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"