ყველა ვარსკვლავის მატჩი 2012: შემადგენლობები ცნობილია

AutoSharing Option
საბოლოოდ დაკომპლექტდა ჰოკეის ეროვნული ლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩში” მონაწილე გუნდების შემადგენლობები. ერთაგვარი დრაფტის მეშვეობით საკუთარი გუნდებისთვის მოთამაშეებს ირჩევდნენ “ბოსტონისა” და “ოტავას” კაპიტნები - ზდენო ხარა და დანიელ ალფრედსონი.

ამ დრაფტის პირველი ნომერი “დეტროიტის” რუსი ლეგიონერი პაველ დაციუკი გახდა - სწორედ ის აირჩია თავის გუნდში პირველად ზდენო ხარამ. ასევე ხარას გუნდში მოხვდა “ყველა ვარსკვლავის მატჩში” მიწვეული მეორე რუსი - ევგენი მალკინი “პიტსბურგიდან”.

ალფრედსონმა მოახერხა და თავის გუნდში აიყვანა “ოტავაში” მისი სამი თანაგუნდელი - ჯეისონ სპეცა, მილან მიხალეკი და ერიკ კარლსონი. “ბოსტონის”
ორი მოთამაშე - ტაილერ სეგუინი და ტიმ ტომასი ხარას გუნდში მოხვდნენ.

“ყველა ვარსკვლავის მატჩის” სრული შემადგენლობები ასე გამოიყურება:

ხარას გუნდი: პაველ დაციუკი ("დეტროიტი"), ტიმ ტომასი ("ბოსტონი"), ევგენი მალკინი ("პიტსბურგი"), მარიან ჰოსა ("ჩიკაგო"), კიმო ტიმონენი ("ფილადელფია"), კორი პერი ("ანაჰაიმი"), კერი პრაისი ("მონრეალი"), ფილ კესელი ("ტორონტო"), რაიან სუტერი ("ნეშვილი"), ბრაიან კემპბელი ("ფლორიდა"), პატრიკ კეინი ("ჩიკაგო"), დიონ ფანოფი ("ტორონტო"), ჯერომ იგინლა ("კალგარი"), დენის უადემანი ("ვაშინგტონი"), მარიან გაბორიკი ("რეინჯერსი"), ჯონათან ებერლე ("ედმონტონი"), ტაილერ სეგუინი ("ბოსტონი"), ჯეიმი ბენი ("დალასი").

ალფრედსონის გუნდი: ერიკ კარლსონი ("ოტავა"), ჯეისონ სპეცა ("ოტავა"), ჯონათან კუიკი ("ლოს ანჯელესი"), კლოდ ჟირუ ("ფილადელფია"), კრის ლეტანგი ("პიტსბურგი"), სტივენ სტემკოსი ("ტამპა ბეი"), ბრაიან ელიოტი ("სენტ ლუისი"), ში უებერი ("ნეშვილი"), დანიელ სედინი ("ვანკუვერი"), კიტ იენდლი ("ფინიქსი"), მილან მიხალეკი ("ოტავა"), ჰენრიკ სედინი ("ვანკუვერი"), ჯეიმს ნილი ("პიტსბურგი"), ალექსანდრ ედლერი ("ვანკუვერი"), ჯონ ტავარესი ("აილენდერსი"), სკოტ ჰარტნელი ("ფილადელფია"), ჯეისონ პომინვილი ("ბაფალო"), ლოგან კუტური ("სან ხოსე").

ხარას გუნდში კაპიტნის ასისტენტი ჯოფრი ლუპული, ალფრედსონის გუნდში - ჰენრიკ ლუნდკვისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული