რა თქმა უნდა, მატჩის პერიპეტიებისა და 21 გოლის დაწვრილებით აღწერას აზრი არ აქვს. სხვათა შორის ზედიზედ მეორე წელია "ოლ სტარის" შეხვედრაში 21 შაიბა გავიდა, თუმცა შარშან ანგარიში 11:10
ორი პერიოდის შემდეგ გუნდებს 6-6 გოლი ჰქონდათ გატანილი. სწორედ ამ ორ პერიოდში გაირკვა შეხვედრის MVP - "რეინჯერსის" ფორვარდმა მარიან გაბორიკმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ცხადი იყო, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს მას ვერავინ შეეცილებოდა.
ბოლო პერიოდში ხარას გუნდმა 6:3 მოიგო, რაშიც "ბოსტონის" მეკარის ტიმ ტომასის დამსახურება იყო. ის მთელი სერიოზულობით მოეკიდა საქმეს და რამდენიმე ბრწყინვალე სეივი განახორციელა. ამასობაში, მარიან ჰოსამ, ხარამ და კორი პერიმ სამ შაიბამდე აიყვანეს თავიანთი გუნდის უპირატესობა - 11:8 და შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს.
ოლ სტარის ფაქტები
- მარიან გაბორიკი პირველი ჰოკეისტია 2001 წლის შემდეგ, ვინც გამარჯვებული გუნდისთვის სამი გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ ბილ გერინმა გააკეთა 11 წლის წინ. გერინისა და გაბორიკის ჰეთ-თრიკებს შორის მატჩში სამ გოლს წაგებული გუნდის ჰოკეისტები იტანდნენ: დენი ჰიტლი (2003), ჯო საკიკი (2004) და რიკ ნეში (2008).
- "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასი ბოლო ოთხ "ოლ სტარზე" გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდა - 2008 წელს ატლანტაში, 2009 წელს მონრეალში, 2011 წელს კაროლინაში და ახლა, ოტავაში. ეს "ყველა ვარსკვლავის მატჩის" რეკორდის გამეორებაა - აქამდე ერთადერთ მეკარეს ჰქონდა ოთხი მოგება - გლენ ჰოლს (ამ გოლკიპერს ყველაზე მეტი "ოლ სტარი" აქვს ნათამაშები - 11).
- ოტავაში გამართულ შეხვედრაში მხოლოდ ექვსმა ჰოკეისტმა ვერ შეძლო ქულის დაგროვება (ბუნებრივია, ამ ჩამონათვალში არ შედიან მეკარეები). ამ ექვსიდან ხუთი მცველია: დიონ ფანოფი, კიმო ტიმონენი, ში უებერი, ალექსანდრ ედლერი და ერიკ კარლსონი (ეს უკანასკნელი ლიგის ლიდერია მცველებს შორის შედეგიანობით). და ერთადერთი ფორვარდი, რომელმაც წლევანდელ "ოლ სტარტზე" ქულა ვერ აიღო, დალასელი ჯეიმი ბენი გახლავთ. მან ჯამში 14 წუთი გაატარა მოედანზე და 10 დარტყმა შეასრულა.
არადა, ბენმა წლევანდელ რეგულარულ სეზონში 43 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთ მატჩში ვერ შეძლო ქულის აღება.
ხარა-ალფრედსონი 12:9
3:3, 3:3, 6:3
გოლები: 1:0 გაბორიკი-1 (დაციუკი-1), 2:0 მალკინი-1 (იგინლა-1), 3:0 გაბორიკი-2 (მარიან ჰოსა-1, რ. სატერი-1), 3:1 სპეცა-1 (ჟირარდი-1, მ. მიხალეკი-1), 3:2 ჰ. სედინი-1 (ჰარტნელი-1, ლეტანგი-1), 3:3 ტავარესი-1 (პომინვილი-1, იენდლი-1), 4:3 გაბორიკი-3 (მარიან ჰოსა-2, დაციუკი-2), 5:3 ლუპული-1 (კესელი-1), 5:4 პომინვილი-1 (ჯ. ნილი-1, სტემკოსი-1), 5:5 ალფრედსონი-1, 5:6 ალფრედსონი-2 (დ. სედინი-1, ჰ. სედინი-1), 6:6 პ. კეინი-1 (ებერლე-1), 7:6 კესელი-1 (ბ. კემპბელი-1), 7:7 მ. მიხალეკი-1 (ტავარესი-1, სპეცა-1), 8:7 იგინლა-1 (მალკინი-1, პერი-1), 8:8 კ. ჟირუ-1 (ჰარტნელი-2, კუტური-1), 9:8 მარიან ჰოსა-1 (დაციუკი-3), 10:8 ხარა-1 (გაბორიკი-1), 11:8 პერი-1 (იგინლა-2, უაიდემანი-1), 11:9 დ. სედინი-1 (ჰ. სედინი-2, ალფრედსონი-1), 12:9 ლუპული-2 (სეგუინი-1, კესელი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"