რეკორდსმენი ”დეტროიტი”

AutoSharing Option
გასული სათამაშო დღის მთავარი მატჩი ბოსტონში გაიმართა, სადაც სათამაშოდ "რეინჯერსი" ჩავიდა. ორივენი აღმოსავლეთის ლიდერები არიან, მაგრამ ამ შეხვედრას სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ. ნიუიორკელებს ყველაფერი წესრიგში აქვთ, იმ დროს, როცა "დათვები" ბოლო დროს სტაბილურობით ვერ დაიკვეხნიან.

"ბოსტონს" სავსებით შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ბრწყინვალე თამაში აჩვენა სტუმრების მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტმა. მან 42 დარტყმა მოიგერია და მორიგი "შათაუტი" შეასრულა, მისმა პარტნიორებმა კი სამჯერ აიღეს ტიმ ტომასის კარი. ამისთვის "რეინჯერსს" სულ რაღაც 20 დარტყმის შესრულება დასჭირდა.

"რეინჯერები" კომფორტულად გრძნობენ თავს აღმოსავლეთის ცხრილის უმაღლეს საფეხურზე და
უკვე ცხრა ქულით უსწრებენ "ბოსტონს". ნიუიორკელები მთლიანად ლიგის ლიდერობასაც უმიზნებენ. მართალია, ჯერ ჩამორჩებიან "დეტროიტს", მაგრამ სამი თამაში თადარიგში აქვთ.

მნიშვნელოვანი მატჩები ჩაატარეს იმ გუნდებმა, რომლებიც პლეი ოფის ზონაში დამკვიდრებისთვის იბრძვიან. "ნიუ ჯერსი" სტუმრად გაუსწორდა "ბაფალოს" - 4:1. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ილია კოვალჩუკმა, რომელმაც თავის ნიუჯერსულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. "ეშმაკები" აღმოსავლეთში მეექვსე პოზიციაზე რჩებიან და "ფილადელფიასა" და "პიტსბურგს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

"დევილზის" უკან კი "ოტავა" იმყოფება, რომელმაც ასევე სტუმრად მოიგო "ტამპა ბეისთან" - 4:0. აქაც ჰეთ-თრიკი ვიხილეთ! მისი ავტორი გახდა ჯეისონ სპეცა და მანაც კოვალჩუკის მსგავსად, თავის მონაგარს ერთი საგოლე პასი დაუმატა. კიდევ ერთი დამთხვევა ის არის, რომ კოვალჩუკსა და სპეცას 25-25 გოლი აქვთ გატანილი.

"ტამპასა" და "ბაფალოს" დამარცხებები ყველაზე მეტად "აილენდერსს" გაუხარდა, რომელმაც მნიშვნელოვანი გამარჯვებას მიაღწია "ვინიპეგთან" მატჩში. "კუნძულელებმა" 3:1 მოიგეს და მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს, თანაც ორი ქულით ჩამორჩებიან "ვინიპეგს". "აილენდერსსა" და პლეი ოფის ზონას შორის სხვაობა ექვს ქულას შეადგენს.

* * *
დასავლეთში კი მოხდა ის, რასაც ბევრი ელოდა - "დეტროიტმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "დალასი" 3:1 და პირველი გუნდი გახდა ლიგის ისტორიაში, რომელმაც შინ ზედიზედ 21 მატჩი მოიგო. წინა რეკორდი "ბოსტონს" ეკუთვნოდა და ის 1929-30 წლების სეზონში იყო დამყარებული. "რედ უინგზის" გულშემატკივრებს ისიც გაახარებდა, რომ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ჰენრიკ ზეტერბერგმა.

"დალასს" კი გაუმართლა, რომ მას ვერ გაუსწრო "მინესოტამ". ამ უკანასკნელმა გუშინ სახლში წააგო "ანაჰაიმთან" - 1:2. არადა, "ველურები" მესამე პერიოდის შუამდე იგებდნენ 1:0-ს, მაგრამ მიკო კოივუს უხეშმა შეცდომამ ჰაგმანს ანგარიში გაათანარებინა, საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე კი პერიმ გამარჯვების შაიბა გაიტანა. "იხვები" სწრაფად მიიწევენ წინ და პლეი ოფის ზონამდე რვა ქულა აკლიათ.

გუშინ, ყველაზე მეტად გაგვაკვირვა "კოლამბუსმა". ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე მოუგო თავისი ყოფილი მწვრთნელის კენ ჰიჩკოკის "სენტ ლუისს". "კოლამბუსმა" 2:1 მოიგო ვიშნევსიკსა და დორსეტის გოლების წყალობით. ამ უკანასკნელმა სეზონში 40-ქულიან ზღვარს მიაღწია.

"სენტ ლუისის" მარცხი "ნეშვილს" აწყობდა, რომელმაც დღეს "ჩიკაგო" გააწბილა - 3:2. ჩიკაგოელებმა ზედიზედ მეცხრე მატჩი წააგეს და ზედიზედ მეთერთმეტედ დამარცხდნენ სტუმრად. "ბლეკჰოქსს" კიდევ ორი გასვლა დარჩა "რეინჯერსთან" და "კოლამბუსთან" და შემდეგ შინ დაბრუნდება.

პლეი ოფის ზონაში მოხვედრის პერსპექტივის მხრივ მნიშვნელოვანი მატჩი გამართეს "კალგარიმ" და "ტორონტომ". ეს უკანასკნელი ჯერჯერობით ინარჩუნებს სასურველ მერვე პოზიციას, "კალგარი" კი "ფინიქსს" უდგას კვალში და საუკეთესო რვა გუნდს შორის შეღწევას ლამობს. "ფლეიმზმა" ზედიზედ მეოთხედ მოუგო "ტორონტოს". მატჩის გმირი ალექს ტანგეი გახდა, რომელმაც სამი ქულა დააგროვა. ორ-ორი ქულა ჩაიწერეს აქტივში იგინლამ და იოკინენმა.

კოლამბუსი-სტ ლუისი 2:1
1:1, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ბეკსი-17 (პერონი-15), 1:1 ვიშნიევსკი-4 (ლეტესტუ-7, ჯ. კარტერი-9), 2:1 დორსეტი-10 (პალსონი-9, ვერმეტი-17).

ბაფალო-ნიუ ჯერსი 1:4
0:1, 1:0, 0:3
გოლები: 0:1 კოვალჩუკი-23 (ელიაში-35, კლარკსონი-10), 1:1 პომინვილი-21, 1:2 სიკორა-13 (ენრიკე-22, კოვალჩუკი-31), 1:3 კოვალჩუკი-24 (ენრიკე-23, ფეინი-8), 1:4 კოვალჩუკი-25 (პარიზე-28).

ბოსტონი-რეინჯერსი 0:3
0:2, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 კელეჰანი-23 (დელ ზოტო-23, გაბარიკი-22), 0:2 მაკდონაჰი-6, 0:3 ანისიმოვი-10 (დუბინსკი-19, სტრალმანი-9).

ტამპა ბეი-ოტავა 0:4
0:1, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ე. კარლსონი-10 (სპეცა-35, ბ. ბატლერი-8), 0:2 სპეცა-23 (კუბა-16, ე. კარლსონი-42), 0:3 სპეცა-24 (ბ. ბატლერი-9, მ. მიხალეკი-13), 0:4 სპეცა-25 (გონჩარი-27).

დეტროიტი-დალასი 3:1
2:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 ზეტერბერგი-12 (დაციუკი-42, ლიდსტრიომი-20), 0:2 ბ. სტიუარტი-5 (ჰელმი-13), 0:3 ჰუდლერი-18 (ფილპულა-28, ი. უაიტი-22), 1:3 ბარიში-5 (რაიდერი-18, ლ. ერიქსონი-30).

ნეშვილი-ჩიკაგო 3:2
1:1, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 რ. სატერი-7 (ს. კოსტიცინი-18, ფიშერი-17), 1:1 ბიკელი-6 (მეიერსი-7, შოუ-4), 2:1 სპალინგი-8 (ელისი-6, ტუტუ-17), 2:2 მარიან ჰოსა-21 (კეიტი-27), 3:2 ელისი-3 (ლეგუანდი-21).

მინესოტა-ანაჰაიმი 1:2
1:0, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 ჰიტლი-19 (ჟიდლიცკი-13, მ. კოივუ-26), 1:1 ჰაგმანი-8, 1:2 პერი-27 (სბისა-16).

ვინიპეგი-აილენდერსი 1:3
1:0, 0:1, 0:2
გოლები: 1:0 ტორნბურნი-3 (სლეიტერი-5, გლასი-9), 1:1 მოულსონი-25 (ტავარესი-33), 1:2 პარენტო-12 (იურჩინა-5, როსლტონი-5), 1:3 მ. მარტინი-7 (პარენტო-39, პანდოლფო-1).

კალგარი-ტორონტო 5:1
2:1, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ტანგეი-7 (ო. იოკინენი-30, ბროდი-10), 2:0 ო. იოკინენი-18 (ტანგეი-23, იგინლა-24), 2:1 ბოჟაკი-13 (ლუპული-37, კესელი-31), 3:1 ბირონი-3 (ბულიტი), 4:1 კომო-4 (კამალერი-15, ჯორდანო-9), 5:1 იგინლა-22 (ტანგეი-24).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული