"ანაჰიამმა" ახალი წლის შემდეგ მე-20 მატჩი ჩაატარა და მე-14 შეხვედრა მოიგო. სტუმრად "პიტსბურგის" წინააღმდეგ "იხვები" აუთსაიდერებად ითვლებოდნენ, რადგან 11 წელი არ ჰყავდათ დამარცხებული "პინგვინები". თანაც, "პიტსბურგს" შინ ზედიზედ ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული. მაგრამ ანაჰაიმმა აღმავლობით ითამაშა და პირველი პერიოდის წაგების მიუხედავად, მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
სტუმრებმა მთავარი მოახერხეს - შეაჩერეს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ევგენი მალკინი, რომელმაც ამ თვეში მხოლოდ მეორე მატჩში ვერ დააგროვა
შეხვედრის პირველი ვარსკვლავი კი ლეგენდარული ფინელი ტეემუ სელიანე გახდა, რომელმაც გამარჯვების შაიბა გაიტანა. ეს მის კარიერაში 656-ე გოლი იყო და ამ მაჩვენებლით ლიგის ყველა დროის სნაიპერთა სიაში მე-12 ადგილზე მყოფ ბრენდან შენეჰანს გაუთანაბრდა.
ამ მოგებით ანაჰაიმი 6 ქულით მიუახლოვდა პლეი ოფის ზონას.
* * *
აღმოსავლეთის ერთ-ერთი ლიდერი "ბოსტონი" პირველადგილოსანი "რეინჯერსის" დაწევას ცდილობს. ბოლო პერიოდში სტენლის თასის მფლობელი არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა გუშინ შეძლო სტუმრად "მონრეალის" დამარცხება, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა, სადაც ბოსტონელმა მეკარემ, ტიმ ტომასმა სამივე ბულიტი მოიგერია, მისმა თანაგუნდელმა ტაილერ სეგუინმა კი კერი პრაისს გაუტანა და თავის გუნდს ორი ქულა მოუტანა.
* * *
ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორი მატჩი მოიგო "ოტავამ", თანაც ამ ორ შეხვედრაში "სენატორებმა" 10 გოლი გაიტანეს.
ამჯერად კანადელებმმა "ფლორიდას" მოუგეს. უკვე პირველი ორი პერიოდის შემდეგ მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო - სტუმრები 4:1-ს იგებდნენ.
ვერ ვიტყვით, რომ "ფლორიდა" ამ მატჩში უშანსოდ იყო - მასპინძლებმა 44 ზუსტი დარტყმა განახორციელეს, მაგრამ ბრწყინვალე იყო "ოტავას" მეკარე კრეიგ ანდერსონი, რომელმაც 42 დარტყმა მოიგერია.
შესანიშნავად გამოიყურება "ოტავას" ერთ-ერთი ლიდერი ჯეისონ სპეცა, რომელმაც წინა დღეს ჰეთ-თრიკი შეასრულა, ახლა კი სამი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ბოლო ხუთ მატჩში მის ანგარიშზე ხუთი გოლი და 7 პასი მოდის.
წაგების მიუხედავად, "ფლორიდა" ინარჩუნებს დივიზიონში ლიდერობასა და ადგილს აღმოსავლეთის პირველ სამეულში, "ოტავა" კი მყარად დგას მეშვიდე პოზიციაზე.
პიტსბურგი-ანაჰაიმი 1:2
1:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 ჯ. სტაალი-17 (დუპუი-20), 1:1 პერი-28 (რაიანი-14, სბისა-17), 1:2 სელიანე-19 (ბელესკი-9, ბრუკბანკი-8).
მონრეალი-ბოსტონი 3:4 (ბ)
0:1, 1:2, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 ფერენსი-5 (მარშანი-21), 1:1 დარში-5 (სუბანი-20), 1:2 პუიო-9 (კელი-12, პევერლი-29), 1:3 პ. ბერჟერონი-17 (სეგუინი-25, ხარა24), 2:3 პასიორეტი-24 (დეშარნე-31, ე. კოული-22), 3:3 ე. კოული-22.
ბულიტები გაიტანეს: სეგუინი (ბოსტონი).
ფლორიდა-ოტავა 2:6
1:1, 0:3, 1:2
გოლები: 0:1 ო'ბრაიენი-1 (ფოლინო-21, ლი-6), 1:1 მატიასი-10 (ვივერი-14), 1:2 დაუგავინსი-4 (ლი-7, კონდრა-13), 1:3 ბ. ბატლერი-6 (მ. მიხალეკი-14, სპეცა-36), 1:4 ალფრედსონი-20 (დაუგავინსი-6), 1:5 მ. მიხალეკი-25 (ე. კარლსონი-43, სპეცა-37), 2:5 ბერგენჰაიმი-12 (ბ. კემპბელი-36, ფლიშმანი-25), 2:6 კუბა-5 (სპეცა-38, ალფრედსონი-23).
ედმონტონი-ტორონტო 3:4 (ო)
1:2, 1:0, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ლუპული-23 (კესელი-32, ოლი-2), 0:2 ლომბარდი-7 (ფრენსონი-13), 1:2 იგერი-7 (პეტრელი-4), 2:2 ტ. ჰოლი-20 (სემ განიე-24, ე. სატონი-7), 2:3 გარდინერი-3 (მაკარტური-14, ფრენსონი-14), 3:3 ებერლე-25 (რაიან უიტნი-8), 3:4 ტიმ კონოლი-8 (ლუპული-38).
ვანკუვერი-კოლორადო 3:1
1:0, 0:1, 2:0
გოლები: 1:0 ბუტი-11 (რეიმონდი-8, ბიეკსა-26), 1:1 ე. ჯონსონი-3 (ჰეიდუკი-20, დ. ჯონსი-11, 2:1 ჰანსენი-14 (ჰოჯსონი-17), 3:1 ბაროუზი-20 (ჰიგინსი-17, კესლერი-22).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"