აღმოსავლეთი კონფერენციის პლეი ოფის ზონაში პოზიციები გაიმყარა "ოტავამ", რომელმაც "აილენდერსი" გაანადგურა.
კანადურმა კლუბმა სერიოზული განწყობა პირველი პერიოდის საწყის ორ წუთში დაადასტურა, როცა ხუთი ზუსტი დარტყმა მოასწრო და ორი გოლი გაიტანა - 27 წამის ინტერვალით თავი გამოიჩინეს ერიკ კარლსონმა და ჯეისონ სპეცამ. კარლსონმა პირველივე პერიოდში დუბლის შესრულებაც მოასწრო და საწყისი 20 წუთი ოტავამ 3:0 მოიგო.
კარლსონი ამ მატჩის მთავარი გმირი გახდა - მან ორი გოლი და ორი საგოლე პასი
"სენატორზმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, დივიზიონში კი ლიდერ "ბოსტონს" ორი ქულის მანძილზე მიუახლოვდა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა "კაროლინასა" და "ვაშინგტონის" მატჩში. აღმოსავლეთის ბოლო გუნდმა "კაროლინამ" შინ უშანსოდ მოუგო პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ "ვაშინგტონს". აქაც მასპინძელმა გუნდმა პირველ პერიოდში სამშაიბიანი უპირატესობა მოიპოვა და დედაქალაქურმა კლუბმა მეტოქის დაწევა ვეღარ მოახერხა.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ანაჰაიმ დაქსის" მეკარე იონას ჰილერი დაასახელა. ამ გოლკიპერმა გასულ კვირას ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 102 დარტყმიდან 98-ის მოგერიება მოახერხა. ჰილერმა ბოლო 20 მატჩიდან 17-ში ორი ან ნაკლები შაიბა გაუშვა საკუთარ კარში.
მეორე ვარსკვლავი გახდა "ვინიპეგ ჯეტსის" ფორვარდი ბლეიკ ველერი. მის ანგარიშზე ოთხ მატჩში გოლი და შვიდი შედეგიანი პასი მოდის.
აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას "ოტავას" თავდამსხმელი ჯეისონ სპეცა, რომელიც კვირის მესამე ვარსკვლავი გახდა. მან შვიდ დღეში სამი გოლისა და ოთხი შედეგიანი პასის მოგროვება მოასწრო და რაც მთავარია, ამისთვის მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება დასჭირდა. სულ კი ბოლო ოთხ შეხვედრაში 12 ქულა მიითვალა.
აილენდერსი-ოტავა 0:6
0:3, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ე. კარლსონი-11, 0:2 სპეცა-26 (ფოლინო-22, კ. ნილი-10), 0:3 ე. კარლსონი-12 (ალფრედსონი-24, გონჩარი-28), 0:4 ფილიპსი-3 (ტარისი-10, გონჩარი-29), 0:5 ლი-1 (ე. კარლსონი-44, კონდრა-14), 0:6 სპეცა-27 (ე. კარლსონი-45, კუბა-17).
კაროლინა-ვაშინგტონი 5:0
3:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ფოლკი-6 (ბრენტი-10, ტლუსტი-12), 2:0 ე. სტიუარტი-7 (ე. სტაალი-31, ტლუსტი-13), 3:0 ნოდლი-3 (ბ. სატერი-11), 4:0 ე. სტაალი-17, 5:0 ე. სტაალი-18 (შპაჩეკი-8).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. რეინჯერსი* 57 38 14 5 81
2. ბოსტონი* 57 35 20 2 72
3. ფლორიდა* 58 27 20 11 65
4. ნიუ ჯერსი 58 34 20 4 72
5. ფილადელფია 58 32 19 7 71
6. პიტსბურგი 59 33 21 5 71
7. ოტავა 61 31 22 8 70
8. ტორონტო 59 29 24 6 64
9. ვინიპეგი 61 29 26 6 64
10. ვაშინგტონი 59 29 25 5 63
11. ტამპა ბეი 58 26 26 6 58
12. აილენდერსი 59 25 26 8 58
13. მონრეალი 60 24 26 10 58
14. ბაფალო 59 25 27 7 57
15. კაროლინა 60 23 26 11 57
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. დეტროიტი* 60 41 17 2 84
2. ვანკუვერი* 59 38 15 6 82
3. სან ხოსე* 57 31 19 7 69
4. სტ. ლუისი 59 36 16 7 79
5. ნეშვილი 59 34 19 6 74
6. ჩიკაგო 60 32 21 7 71
8. ფინიქსი 59 29 21 9 67
9. კალგარი 59 28 22 9 65
7. ლოს ანჯელესი 59 27 21 11 65
11. დალასი 59 29 26 4 62
10. კოლორადო 60 29 27 4 62
12. მინესოტა 59 26 24 9 61
13. ანაჰაიმი 59 25 24 10 60
14. ედმონტონი 58 22 30 6 50
15. კოლამბუსი 59 17 35 7 41
* - დივიზიონის ლიდერი
ბომბარდირები
გოლი+პასი
ევგენი მალკინი (პიტ) 71 (32+39)
კლოდ ჟირუ (ფილ) 68 (22+46)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 67 (40+27)
ჯეისონ სპეცა (ოტა) 65 (27+38)
ჰენრიკ სედინი (ვან) 64 (13+51)
ფილ კესელი (ტორ) 63 (30+33)
დანიელ სედინი (ვან) 61 (26+35)
ჯოფრი ლუპული (ტორ) 61 (23+38)
პაველ დაციუკი (დეტ) 59 (16+43)
გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 40
ევგენი მალკინი (პიტ) 32
ფილ კესელი (ტორ) 30
ჯეიმს ნილი (პიტ) 30
კორი პერი (ანა) 29
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 29
რადიმ ვრბატა (ფინ) 28
ჯეისონ სპეცა (ოტა) 27
სკოტ ჰარტნელი (ფილ) 27
მარიან გაბორიკი (რეინ) 27
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 51
კლოდ ჟირუ (ფილ) 46
ერიკ კარლსონი (ოტა) 45
პაველ დაციუკი (დეტ) 43
პი ეი პარენტო (აილ) 41
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 40
ევგენი მალკინი (პიტ) 39
ჯეისონ სპეცა (ოტა) 38
ჯოფრი ლუპული (ტორ) 38
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"