პირველ პერიოდში ამ ფაქტორმა იჩინა თავი. კალიფორნიელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით თავის ზონაში, რისთვისაც სამი გაშვებული გოლით დაისაჯნენ. დუბლი შეასრულა პოლ შჩასტნიმ. პირველ შემთხვევაში მან 1:0-ზე გამოიჩინა თავი, როცა "სამი ორზე" კონტრშეტევისას გაიტანა, მეორედ კი მატჩის ეკვატორზე შეაგდო, თუმცა იმ დროს მატჩის
მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა "კოლორადოს" მეკარე სიმიონ ვარლამოვი, რომლის ანგარიშზე 32 სეივი მოდის.
კანადისა და აშშ-ის დედაქალაქის გუნდების შეხვედრაში "ოტავამ" 5:2 მოუგო "ვაშინგტონს". ბრწყინვალე ფორმაშია "ოტავას" შვედი მცველი ერიკ კარლსონი, რომელმაც ბოლო ხუთ მატჩში 12 ქულა დააგროვა! ამჯერად სკანდინავიელმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. კარლსონის ანგარიშზე რეგულარულში უკვე 60 ქულაა. მცველებს შორის ბომბარდირთა დავაში ის პირველ ადგილზეა და 20 ქულით უსწრებს ბრაიან კემპბელს. გარდა ამისა, ჯეისონ გარისონთან ერთად, 13 შაიბით ლიგის საუკეთესო მცველი სნაიპერია. და კიდევ, კარლსონის ანგარიშზე 47 შედეგიანი პასი მოდის - აქამდე "ოტავას" ისტორიაში არც ერთ მცველს არ ჰქონია ერთ სეზონში ასეთი შედეგი. "სენატორზს" სერიოზული ფინანსების გაღება მოუწევს ერიკის შესანარჩუნებლად.
"ვაშინგტონთან" მატჩში გამოყოფის ღირსია მილან მიხალეკიც, რომელმაც დუბლი შეასრულა. "ოტავა" კომფორტულად გრძნობს თავს პლეი ოფის ზონაში - "სენატორები" აღმოსავლეთის მეცხრეადგილოსანს შვიდი ქულით უსწრებენ.
"ოტავა" დივიზიონში მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბოსტონს". "დათვებმა" პირველობა გუშინდელი მოგებით შეინარჩუნეს. ამ დღის კიდევ ერთი დუბლი "ბრუინზის" ფორვარდმა ბრედ მარშანმა გაიფორმა "სენტ ლუისის" წინააღმდეგ მატჩში. მთავარი მოვლენები პირველ პერიოდში განვითარდა, როცა სტენლის თასის მოქმედი ჩემპიონი 2:0 დაწინაურდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრებინა "ბლუზმენებს" და ისევ გავიდა წინ კრის კელის (1+1) მონდომებით. დარჩენილ 40 წუთში გუნდებმა თითო შაიბა გაიტანეს, ამასთან, მარშანი პირველი და ბოლო შაიბის ავტორი გახდა.
"სენტ ლუისმა" შეწყვიტა შინ ძირითად დროში წაუგებელი 22-მატჩიანი სერია.
ოტავა-ვაშინგტონი 5:2
2:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 ე. კარლსონი-13 (სპეცა-39, მ. მიხალეკი-15), 2:0 მ. მიხალეკი-26 (ე. კარლსონი-46), 3:0 მ. მიხალეკი-27 (ე. კარლსონი-47, ალფრედსონი-25), 4:0 ფილიპსი-4 (ფოლინო-23, კ. ნილი-11), 4:1 ჯ. კარლსონი-8 (სიომინი-22), 4:2 მ. პერო-10 (ჩიმერა-13, სიომინი-23), 5:2 ფოლინო-13 (კ. ნილი-12, გონჩარი-30).
სტ. ლუისი-ბოსტონი 2:4
2:3, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 მარშანი-20, 0:2 ლუჩიჩი-21 (კორვო-18, კ. კელი-14), 1:2 კ. სტიუარტი-12 (პორტერი-3, არნოტი-13), 2:2 რივსი-2 (კრომბინი-2, შატენკირკი-20), 3:2 კ. კელი-15 (ლუჩიჩი-23, ბოიჩუკი-8), 4:2 მარშანი-21 (სეგუინი-27, პ. ბერჟერონი-32).
კოლორადო-ლ ანჯელესი 4:1
3:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ოლვერი-2 (დ. ჯონსი-12, ვინიკი-12), 2:0 პ. შჩასტნი-15, 3:0 მაკლემანი-8 (რ. ო'რაილი-30, კობესიუ-6), 4:0 პ. შჩასტნი-16 (ლანდესკოგი-19, დუშენი-13), 4:1 დ. ბრაუნი-15 (დაუტი-21, მ. რიჩარდსი-17).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"