ჯეფ კარტერი ”მეფეებთან” წავიდა

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის 27 წლის ვარსკვლავი ჯეფ კარტერი "ლოს ანჯელეს კინგზში" გააგრძელებს კარიერას. კალიფორნიელებმა ეს ჰოკეისტი "კოლამბუსთან" ტრეიდის მეშვეობით ჩაიგდეს ხელში. "მეფეებმა" კარტერის სანაცვლოდ მცველი ჯეკ ჯონსონი და 2012 და 2013 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება დათმეს.

ჯეფ კარტერი "კოლამბუსში" შარშან, "ფილადელფიასთან" განხორციელებული ტრეიდით მოხვდა, მაგრამ ახალ კლუბში თამაში არ მოისურვა და ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ სხვა გუნდში გადასვლა სურდა.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 39 მატჩი ჩაატარა და 25 ქულა (15+10) დააგროვა. 25 წლის ჯეკ ჯონსონის ანგარიშზე 61 მატჩში მოპოვებული 24
ქულა (8+16) მოდის.

* * *
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ ამ კვირას მეორედ ივარჯიშა გუნდთან ერთად. ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, ფორვარდი განთავისუფლებული იყო ძალისმიერი ბრძოლისგან.

კლუბის მთავარი მწვრთნელის დენ ბილსმას თქმით, 24 წლის კროსბის დაბრუნებაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. შეგახსენებთ, რომ ბოლოს კანადური ჰოკეის ვარსკვლავი მოედანზე 5 დეკემბერს "ბოსტონთან" მატჩში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული