საფეხბურთო ანგარიშებით

AutoSharing Option
უცნაური კალენდარი აქვს "ნიუ იორკ აილენდერსს". განრიგი ისეა შედგენილი, რომ გუნდს მოუწევს ზედიზედ სამი მატჩის ერთ გუნდთან ჩატარება! გუშინ "კუნძულელებმა" ეს უცნაური სერია "ნიუ ჯერსისთან" საშინაო მატჩით დაიწყეს და 1:0 გაიმარჯვეს. ერთადერთი შაიბა მეორე პერიოდში კაილ ოკსოპომ გაიტანა. ახლა, "აილენდერსი" ხუთი ქულით არის დაშორებული პლეი ოფის ზონისგან.

მოულოდნელად იგივე ანგარიშით დასრულდა შეხვედრა "ვაშინგტონსა" და "ფილადელფიას" შორის, რომელთაგანაც ყოველთვის შედეგიან თამაშს ველით. გადამწყვეტი გოლი ფარმკლუბიდან გამოძახებულმა 21 წლის ფორვარდმა ერიკ უელვუდმა გაიტანა, რომელმაც კუბინას პასი გამოიყენა.

მატჩის გმირი კი "ფილადელფიას" მეკარე
ილია ბრიზგალოვი აღმოჩნდა, რომელიც გაუმკლავდა დედაქალაქელთა იერიშებს და ყველა, 34 დარტყმა მოიგერია. ეს მისი მესამე "შათაუტი" იყო სეზონში. "მფრინავები" აღმოსავლეთის ცხრილში მიუახლოვდნენ "პიტსბურგს" და დაშორდნენ "ნიუ ჯერსისა" და "ოტავას".

ამ უკანასკნელმა სტუმრად 2:4 წააგო "ფლორიდასთან", თუმცა სასტარტო პერიოდის შემდეგ 2:0-ს იგებდა. მეორე 20-წუთეულში "პანტერებმა" სწრაფად გაიფორმეს სამი შაიბა და შეხვედრას წერტილი ბოლოსკენ დაუსვეს, რითაც ოდნავ გაიმყარეს ლიდერობა დივიზიონში. ახლა, "ფლორიდა" ოთხი ქულით უსწრებს "ვინიპეგსა" და ხუთით "ვაშინგტონს", ამასთან, კონკურენტებს თამაში თადარიგში არ აქვთ.

დასავლეთში ტრადიციული მეტოქეები შეხვდნენ ერთმანეთს - ტრავმებით დაუძლურებული "დეტროიტი" და "ჩიკაგო". "რედ უინგზი" ლიდსტრიომის, დაციუკისა და ერიქსონის გარეშე თამაშობს, "ბლეკჰოქსს" კი ტეუვზი, ჰიალმარსონი და მონტადორი აკლია. ამ სიტუაციაში უფრო ძლიერები ჩიკაგოელები აღმოჩდნენ, რომლებმაც 2:1 მოიგეს და ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმეს. ამ წარმატების საწინდარი გახდა პატრიკ შარპის გოლი და შედეგიანი გადაცემა და რეი ემერის 23 სეივი.

"დეტროიტის" მხრიდან უნდა აღვნიშნოთ მცველი ნიკლას კრონვალის მე-14 შაიბა, რომელმაც უკვე სამი გოლით გააუმჯობესა პირადი რეკორდი. ამ წაგებამ ისევ დააკარგვინა დივიზიონში ლიდერობა "დეტროიტს".

ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება "დალასი", რომელმაც ბულიტების სერიაში მოუგო "კალგარის". "ვარსკვლავების" რიგებში ორი ქულა დააგროვა ერიქსონმა, აგრეთვე მორიგი გოლი გაიტანა რაიდერმა, "ფლეიმზის" შემადგენლობაში კი 25-ე შაიბა შეაგდო ჯერომ იგინლამ. "კალგარის" კაპიტნისთვის ეს არის ზედიზედ მე-13 სეზონი, როცა ის მინიმუმ 25 შაიბას იტანს რეგულარულ ჩემპიონატში.

ბულიტების სერიაში ბენისა და ერიქსონის ზუსტმა დარტყმებმა "დალასს" ბოლო ცხრა მატჩში მეშვიდე გამარჯვება და დასავლეთში მეშვიდე ადგილი მოუტანა. "სტარზმა" გაუსწრო "სან ხოსეს". "ზვიგენებს" ორი თამაშით ნაკლები აქვთ, ამიტომაც "დალასისთვის" უფრო მნიშვნელოვანია "ლოს ანჯელესისგან", "კალგარისგან", "ანაჰაიმისგან" და "კოლორადოსგან" გაქცევა.

"კოლორადო" დღის ბოლო მატჩში "მინესოტაზე" ძლიერი აღმოჩნდა -2:0. ორივე გოლი "ზვავებმა" პირველ პერიოდში გაიტანეს. გასაკვირია, მაგრამ დუბლი შეასრულა "კოლორადოს" ახალბედამ ჯემი მაკგინმა.

აილენდერსი-ნიუ ჯერსი 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 ოკსოპო-15 (ჩიზიკასი-3).

რეინჯერსი-ბოსტონი 4:3
2:1, 0:1, 2:1
გოლები: 1:0 ფედოტენკო-8 (სტრალმანი-12, ბ. ბოილი-12), 2:0 ჰაგელინი-12 (ბ. რიჩარდსი-26, ჟირარდი-18), 2:1 პუიო-10 (კერონი-3), 2:2 კერონი-4, 3:2 გაბორიკი-32 (ბ. რიჩარდსი-27, დელ ზოტო-27), 3:3 კრეისი-17 (ლუჩიჩი-26, სეგუინი-30), 4:3 სტეპანი-14 (დელ ზოტო-28, ბიკელი-8).

დეტროიტი-ჩიკაგო 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 შარპი-25 (მარიან ჰოსა-37, ლედი-28), 1:1 კრონვალი-14 (ჰელმი-16, ბ. სტიუარტი-11), 1:2 პ. კეინი-16 (შარპი-30).

ფლორიდა-ოტავა 4:2
0:2, 3:0, 1:0
გოლები: 0:1 კოუენი-5 (ტარისი-12), 0:2 კ. ნილი-11 (ო'ბრაიენი-1, ფოლინო-26), 1:2 გოკი-7 (ვივერი-15, კოპეცკი-17), 2:2 ბერჩი-2 (სკილი-6, ვივერი-16), 3:2 სამუელსონი-9 (ვაისი-31, ბ. კემპბელი-40), 4:2 სკილი-4 (მატიასი-14).

კალგარი-დალასი 2:3 (ბ)
0:0, 1:2, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 გლენკროსი-22 (მოსი-5, ბოუმისტერი-20), 1:1 ლ. ერიქსონი-22 (ოტი-22, ლეჰტონენი-1), 1:2 რაიდერი-28 (ლ. ერიქსონი-37, რიბეირო-35), 2:2 იგინლა-25 (კამალერი-18, ტანგეი-30).
ბულიტები გაიტანეს: ბენი (დალასი), ლ. ერიქსონი (დალასი).

ვაშინგტონი-ფილადელფია 0:1
0:0, 0:1, 0:0
გოლი: 0:1 ე. უელვუდი-2 (კუბინა-10, მ. კარლი-28).

მინესოტა-კოლორადო 0:2
0:2, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 მაკგინი-13 (პ. მიულერი-3, ს. ელიოტი-8), 0:2 მაკგინი-14 (პ. მიულერი-4, ს. ელიოტი-9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული