სოჭი სტივ აიზერმანს ჩააბარეს

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის, "ტამპა ბეი ლაითნინგის" გენერალური მენეჯერი სტივ აიზერმანი 2014 წლის ოლიმპიადისთვის კანადის ეროვნული ნაკრების აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. ამის შესახებ იტყობინება კანადის ჰოკეის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.

აიზერმანს ანალოგიური პოსტი ეკავა 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც კანადის ნაკრებმა ოქროს მედალი მოიგო.

ჯერჯერობით უცნობია, დართავს თუ არა NHL-ის ხელმძღვანელობა თავის ჰოკეისტებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნებას. კანადის ჰოკეის ასოციაციის პრეზიდენტი ბობ ნიკოლსონი იმედს გამოთქვამს, რომ ზამთრის მომდევნო ოლიმპიადაზე პლანეტის საუკეთესო ჰოკეისტები ითამაშებენ.

აიზერმანი კანადის ნაკრების შტაბს იმ შემთხვევაშიც ჩაუდგება სათავეში,
თუ NHL არ გაუშვებს თავის მოთამაშეებს სოჭის ოლიმპიადაზე სათამაშოდ.

გარდა ამისა, გუშინ კანადის ჰოკეის ასოციაციამ ქვეყნის ნაკრების გენერალური მენეჯერი დანიშნა მსოფლიოს 2012 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც ფინეთსა და შვედეთში გაიმართება. ეს პოსტი დაიკავა კევინ ლოუმ, რომელიც NHL-ის კლუბის "ედმონტონ ოილერზის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული