სტენლის თასის წინ "რედ უინგზი" ზედიზედ აგებს თამაშებს. გუშინ, დეტროიტელთა წაგებების სერია ექვს მატჩამდე ავიდა. ამჯერად, სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი ლიგის კიდევ ერთმა გამორჩეულმა გუნდმა, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ნიუ იორკ რეინჯერსმა" დაამარცხა.
"დეტროიტმა" მატჩი კარგად დაიწყო. მეოთხე წუთზე სტუმრებმა საგოლე კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც შორიდან ჰენრიკ ზეტერბერგის ზუსტი დარტყმით დასრულდა. შვედის გასროლა ძლიერი არ ყოფილა, მაგრამ "რეინჯერსის" მეკარემ ჰენრიკ ლუნდკვისტმა თანამემამულის გასროლაზე რეაგირება დაიგვიანა.
სამაგიეროდ, იმავე
შემდეგი შაიბა "მედისონ სკვერ გარდენის" მაყურებლებმა მხოლოდ ოვერტაიმში იხილეს. ნიუიორკელთა გასახარად, გამარჯვების გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. რაიან კელეჰანმა უძლიერესი დარტყმით ზედა კუთხეში შეაგდო - 2:1.
"ნიუ იორკმა" ისევ სამ ქულამდე გაზარდა უპირატესობა აღმოსავლეთში თავის მთავარ კონკურენტთან - "პიტსბურგთან", რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დარჩენილ მატჩებში სწორედ ეს გუნდები გაითამაშებენ კონფერენციის ჩემპიონის ტიტული.
რეინჯერსი-დეტროიტი 2:1 (ო)
1:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ზეტერბერგი-19 (ი. უაიტი-24, ნიკუისტი-5), 1:1 ბ. რიჩარდსი-24 (ლუნდკვისტი-2), 2:1 კელეჰანი-27 (დელ ზოტო-29, დუბინსკი-21).
ჩიკაგო-ვანკუვერი 2:1 (ო)
0:1, 1:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 ჰანსენი-15 (პალსონი-11), 1:1 პ. კეინი-20 (მარიან ჰოსა-45, ბრუნეტი-15), 2:1 შოუ-11 (ოდუია-15, ბოლანდი-16).
ბაფალო-მონრეალი 3:0
1:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ჰოჯსონი-17 (ერჰოფი-27, ტროპი-3), 2:0 პომინვილი-28 (ლეინო-16, დ. როი-25), 3:0 ჰოჯსონი-18 (დ. როი-26, ვანეკი-30).
კაროლინა-ფლორიდა 3:1
1:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ე. სტაალი-22, 2:0 პიტკანენი-4 (ტ. რუუტუ-14, სკინერი-22), 2:1 ფლიშმანი-23 (ჯოვანოვსკი-9, ვაისი-35), 3:1 ე. სტაალი-23 (პიტკანენი-10, ტლუსტი-19).
ანაჰაიმი-სენტ ლუისი 4:3
1:2, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 შვარცი-2 (პიეტრანჯელო-34) , 1:1 ფაულერი-5 (გეტცლაფი-43, რაიანი-23), 1:2 ბეკსი-22, 2:2 ბონინო-5 (პალმიერი-3, ს. კოივუ-23), 2:3 პერონი-16 (შატენკირკი-29, პიეტრანჯელო-35), 3:3 სმტი-პელი-6 (გეტცლაფი-44, პერი-22), 4:3 ბლეიკი-7 (ბრუკბანკი-11, ვიშნოვსკი-21).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"