სიდნი კროსბიმ ამჯერად უქულოდ დაასრულა შეხვედრა, სამაგიეროდ, მალკინმა და ჯეიმს ნილმა ერთად ექვსი ქულა აიღეს. რუსმა დუბლი შეასრულა და თავისი მონაგარი 95 ქულამდე აიყვანა, რაც თითქმის გარანტირებულად ანიჭებს მას რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს.
რაც შეეხება ნილს, მან ოთხი შედეგიანი პასი დააგროვა და ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის შევიდა. მან უკვე 21 ქულით გააუმჯობესა შედეგიანობის პირადი რეკორდი.
ყველაფერი ნორმალურად აქვს
"ვაშინგტონის" კარში 22 წლის ბრეიდენ ჰოლტბი იდგა, რომელმაც 28 დარტყმა მოიგერია. მაგრამ მან წააგო ბულიტების სერია ილია ბრიზგალოვთან. "ვაშინგტონმა" ერთი ქულა აიღო და მერვე ადგილისთვის ბრძოლაში ერთი ქულით უსწრებს "ბაფალოს". დღეს დედაქალაქელებისთვის მნიშვნელოვანია "ვინიპეგთან" შეხვედრა, "ბაფალო" კი "რეინჯერსს" შეხვდება.
ბომბარდირთა დავაში მალკინის კონკურენტმა სტივენ სტემკოსმა ხუთი მატჩის წინ გაიტანა 50-ე შაიბა და მას შემდეგ წინ ვერ წაიწია. წერენ, რომ ფორვარდს მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ ასეთი ტემპებით, "ტამპას" ლიდერმა, შესაძლოა, დაკარგოს სეზონის საუკეთესო სნაიპერის ტიტული. გუშინ, "ედმონტონთან" მატჩში სტივენმა თითქმის 28 წუთი ითამაშა, მაგრამ ქულა ვერ აიღო. სამაგიეროდ, მისმა პარტნიორებმა იყოჩაღეს და "ლაითნინგმა" ბულიტების სერიაში 3:2 მოიგო. "ტამპა" რვა ქულით ჩამორჩება "ვაშინგტონს" და ერთი თამაში თადარიგში აქვს.
საინტერესო ამბები ხდება დასავლეთში, სადაც ისევ შეიცვალა ლიდერი წყნარი ოკეანის დივიზიონში. "დალასი" შინ იღებდა "ვანკუვერს", რომელიც დანიელ სედინის გარეშე თამაშობდა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა 2:1 მოიგეს. "კენაქსის" რიგებში გაიღვიძა მეისონ რეიმონდმა, რომელმაც 26 თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. გარდა ამისა, რეიმონდმა საგოლე პასიც შეასრულა, ჰენრიკ სედინმა კი ორი შედეგიანი პასი დააგროვა, რამაც თითქმის გაუნაღდა პლეი ოფის საგზური კანადურ კლუბს.
წყნარი ოკეანის დივიზიონის ლიდერობისთვის "ფინიქსი" და "ლოს ანჯელესი" აცხადებენ პრეტენზიას, რომლებსაც ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ. "მეფეები" "სენტ ლუისთან" მოგების შემთხვევაში კონფერენციის სამეულში შედიოდნენ. "კინგზმა" ურთულესი მატჩი ჩაატარა "ბლუზმენებთან", რომელშიც მეკარეები დომინირებდნენ. კუიკმა და ელიოტმა ერთად 72 დარტყმა მოიგერიეს და 0:0-ზე შეხვედრა ბულიტების სერიამდე მიიყვანეს, სადაც "კინგზს" გაუმართლა. ამ მოგებამ სატერის გუნდს პირველად დიდხნიანი შესვენების შემდეგ დივიზიონში ლიდერობის საშუალება მისცა.
პლეი ოფის ზონასთან ახლოს არიან "კალგარი" და "სან ხოსე". "ფლეიმზი" უფრო ახლოს იქნებოდა, მაგრამ მოულოდნელად 2:0-დან წააგო შეხვედრა "მინესოტასთან". "სან ხოსემ" კი 2:1 მოუგო "ბოსტონს". ამ უკანასკნელმა მეტოქის კარში მხოლოდ 17 დარტყმა შეასრულა და ამით "შარქსს" შედარებით იოლი ორი ქულა მოაპოვებინა.
პიტსბურგი-ნეშვილი 5:1
2:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 მალკინი-44 (ჯ. ნილი-38, ლეტანგი-26), 2:0 დუპუი-22 (ლეტანგი-27, სალივანი-27), 3:0 კუკი-17 (ჯ. ნილი-39), 4:0 კუნიტცი-22 (ჯ. ნილი-40, ორპიკი-15), 4:1 რადულოვი-1 (გილი-11, ჰორნკვისტი-14), 5:1 მალკინი-45 (ჯ. ნილი-41, კუნიტცი-29).
ფილადელფია-ვაშინგტონი 2:1 (ბ)
0:1, 1:0, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 ოვეჩკინი-33, 1:1 კ. ჟირუ-27 (იაგრი-30, ლილია-4).
ბულიტები გაიტანეს: რიდი (ვაშინგტონი), ჰენდრიქსი (ფილადელფია), სიმონდსი (ფილადელფია).
დალასი-ვანკუვერი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 რეიმონდი-9 (ჰამჰუისი-29, ჰ. სედინი-58), 0:2 ბიეკსა-8 (რეიმონდი-9, ჰ. სედინი-59), 1:2 ფიდლერი-8 (ნისტრიომი-5, ლეჰტონენი-2).
ტამპა ბეი-ედმონტონი 3:2 (ბ)
0:0, 2:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 პიატი-9 (ჰედმანი-12, კონოლი-10), 1:1 უმარკი-3 (რაიან უიტნი-14, რ. სმიტი-26), 2:1 პიატი-10 (უაიმანი-9, უოლასი-3), 2:2 შმიდი-4 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-28, სემ განიე-29).
ბულიტები გაიტანეს: სემ განიე (ედმონტონი), სტემკოსი (ტამპა ბეი), სან ლუი (ტამპა ბეი), ჰამსკი (ედმონტონი), პურსელი (ტამპა ბეი).
მინესოტა-კალგარი 3:2 (ბ)
0:1, 1:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 სტემპნიაკი-13 (ბატლერი-12, ბოუმისტერი-22), 0:2 ბაბჩუკი-1, 1:2 ჰიტლი-21 (სეტოგუჩი-14, კულენი-21), 2:2 პოუ-5 (ნ. ჯონსონი-17, ბროძიაკი-21).
ბულიტები გაიტანეს: სეტოგუჩი (მინესოტა).
ფინიქსი-კოლორადო 3:2
2:0, 1:0, 0:2
გოლები: 1:0 ლენგკოუ-10 (ტორესი-9, ბრული-7), 2:0 ჩიპჩურა-3 (რეი უიტნი-47), 3:0 ტორესი-15 (გორდონი-14, ბრული-8), 3:1 რ. ო'რაილი-18 (ო'ბრაიენი-16, დაუნი-26), 3:2 პ. შჩასტნი-20 (მაკგინი-16).
სან ხოსე-ბოსტონი 2:1
1:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 პაველსკი-27 (მარლო-31, ჯ. ტორტონი-53), 2:0 ვინიკი-6 (დეჟარდენი-11), 2:1 ხარა-11 (კელი-16, როლსტონი-12).
ლოს ანჯელესი-სტ ლუისი 1:0 (ბ)
0:0, 0:0, 0:0, 0:0
ბულიტები გაიტანეს: მ. რიჩარდსი (ლოს ანჯელესი), ოში (სტ. ლუისი), კარტერი (ლოს ანჯელესი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"