ყველას აინტერესებს, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პლანეტის პირველობაზე პლეი ოფში ვერგასული გუნდების ლიდერები.
გუშინ რამდენიმე წამყვანი ჰოკეისტის პოზიცია გახდა ცნობილი. "ანაჰაიმის" ფორვარდებმა - რაიან გეტცლაფმა, კორი პერიმ და ბობი რაიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის მზადყოფნა გამოთქვეს. შეგახსენებთ, რომ გეტცლაფი და პერი კანადის ნაკრებს წარმოადგენენ და ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონები არიან, რაიანი - აშშ-ის ნაკრების წევრია.
გარდა ამისა, "ანაჰაიმის" ფინელი ვეტერანები - საკუ კოივუ და ტეემუ სელიანე
ჯეკ ჯონსონმა თანხმობა განაცხადა ამერიკის ნაკრების მიწვევაზე; ჯეიმს ვიშნიევსკიმ ტრავმების გამო უარი თქვა; კიდევ ერთი ამერიკელი რიჩარდ უმბერგერი ჩემპიონატს ოჯახური პირობების გამო გამოტოვებს.
ასევე აღვნიშნავთ, რომ "კოლამბუსის" კაპიტანმა რიკ ნეშმა ჯერ არ იცის, დაეხმარება თუ არა კანადის ნაკრებს. ვაცლავ პროსპალმა კი ჩეხეთის ნაკრებს უარი შეუთვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"