"სენტ ლუისი" კვლავაც კონფერენციაში და მთლიანად რეგულარულში ჩემპიონობისთვის იბრძვის. მაგრამ გუშინ "ბლუზმენებმა" ამ ბრძოლაში წაიფორხილეს, როცა თითქმის მოგებული მატჩი დათმეს შინ "რედ უინგზთან".
სირენამდე რვა წუთით ადრე "სენტ ლუისი" 2:0-ს იგებდა და ვერ შეინარჩუნა ეს უპირატესობა - "რედ უინგზმა" ორი ერთნაირი კომბინაცია გაითამაშა: ბერტუცისა და დაციუკის დაწყებულ საქმეს ფრანცენი ასრულებდა.
ოვერტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ბულიტების სერიაში კი ერთადერთი
"სენტ ლუისი" ორი ქულით ჩამორჩება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ლიდერებს - "ვანკუვერსა" და "რეინჯერსს". რეგულარულის დამთავრებამდე ამ გუნდებს ორ-ორი მატჩი აქვთ ჩასატარებელი.
* * *
უმოტივაციო გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს მონრეალში - ადგილობრივი "კანადიენსი" და "ტამპა ბეი" გამოემშვიდობნენ პლეი ოფში გასვლის შანსებს და, უბრალოდ, ცდილობენ მაჟორულ ნოტაზე დაასრულონ რეგულარული.
ამ მატჩის ერთ-ერთი ინტრიგა იყო "ტამპას" ფორვარდი სტივენ სტემკოსი, რომელსაც ორ შაიბა აკლია 60 გოლამდე. მაგრამ ამ დღეს სტემკოსი და მთლიანად "ტამპა" პასიური იყო - გუნდმა მხოლოდ 16 ზუსტი დარტყმა შეასრულა და აქედან ოთხი სტემკოსის ანგარიშზე იყო, რომელმაც საბოლოოდ უგოლოდ დატოვა მოედანი.
მოგების მიუხედავად, "მონრეალი" მაინც აღმოსავლეთის ბოლო გუნდია, "ტამპა" კი მე-11 ადგილზე იმყოფება.
მონრეალი-ტამპა ბეი 5:2
1:1, 2:0, 2:1
გოლები: 1:0 ემელინი-3 (დეშარნე-43, ბუდაი-3), 1:1 ლეკავალიე-22, 2:1 ე. კოული-33 (დეშარნე-44, პასიორეტი-31), 3:1 ე. კოული-34 (პლეკანეცი-35, მარკოვი-3), 3:2 ჟერვე-6 (უოლესი-6, ჰედმანი-17), 4:2 პასიორეტი-31 (გორჯესი-12, პლეკანეცი-36), 5:2 პასიორეტი-32 (სუბანი-29).
სტ. ლუისი-დეტროიტი 2:3 (ბ)
0:0, 0:0, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 პერონი-20, 2:0 ენდი მაკდონალდი-10, 2:1 ფრანცენი-27 (დაციუკი-47, ბერტუცი-23), 2:2 ფრანცენი-28 (დაციუკი-48, ბერტუცი-24).
ბულიტები გაიტანეს: ბერტუცი (დეტროიტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"