დამთავრდა!

AutoSharing Option
სატურნირო მოტივაციის არარსებობის მიუხედავად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იყო "პიტსბურგსა" და "ფილადელფიას" შორის. გამარჯვება "პიტსბურგმა" მოიპოვა - 4:2, რომელმაც თავის ახალ არენაზე პირველად დაამარცხა "ფლაიერზი".

აღვნიშნავთ მალკინის 50-ე შაიბას, იარომირ იაგრის მე-19 გოლსა და პასკალ დუპუის 17-მატჩიან სერიას, რომლის განმავლობაში ეს ფორვარდი მინიმუმ ერთ ქულას აგროვებდა. რეგულარულში ეს გუნდები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ეს სერია "ფილადელფიამ" 4:2 მოიგო, თუმცა "პიტსბურგს" პლეი ოფის პირველ წრეში შეუძლია რევანშის აღება.

სატურნირო მოტივაცია ჰქონდა "ფლორიდას", რომელიც 4:1 გაუსწორდა "კაროლინას" და
პირველად თავის ისტორიაში მოიგო სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონი, რამაც მას კონფერენციის პირველ სამეულში შესვლის საშუალება მისცა.

"ვაშინგტონმა" ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "რეინჯერსი", მაგრამ "პანტერებს" ვეღარ დაეწია. სამაგიეროდ, დაშორდა კონფერენციის მერვე პოზიციას. დედაქალაქელები მეშვიდე ადგილზე გავიდნენ და პლეი ოფში "ბოსტონს" შეხვდებიან. "რეინჯერებმა", როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ პირველ რაუნდში "ოტავასთან" დაპირისპირება სჯობს, თუმცა გუშინდელი წაგება გუნდს რეგულარულის ტიტულის დაკარგვად დაუჯდა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საინტერესო შედეგებიდან გამოვყოფთ "ტამპა ბეის" მოგებას "ვინიპეგის" წინააღმდეგ - 4:3. "ლაითნინგის" ლიდერმა სტივენ სტემკოსმა მაინც მოახერხა სეზონში მე-60 გოლის გატანა. ტედი პურსელმა კი ჩემპიონატი ჰეთ-თრიკით დაასრულა; თუმცა "ტამპას" ეს დიდად არ ახარებს, რადგან მეცხრე ადგილი პლეი ოფში გასვლის საშუალებას არ იძლევა.

დასავლეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მინესოტაში გაიმართა, სადაც "ფინიქსი" ჩავიდა სათამაშოდ. "კოიოტებს" არსებობის ისტორიაში პირველად დივიზიონის ტიტულის მოგება სურდა და მიზანს მიაღწია. "ფინიქსი" მესამე ადგილიდან გავიდა პლეი ოფში და "ჩიკაგოს" შეხვდება.

რეგულარულის მოგების იმედი ჰქონდა "სენტ ლუისს", მაგრამ ამის შანსი მინიმალური იყო. "ბლუზმენებმა" დაამარცხეს "დალასი" - 3:2, მაგრამ ლიგაში ჩემპიონობისთვის მათ პარალელურ მატჩში "ედმონტონის" ძირითად დროში მოგება სჭირდებოდათ "ვანკუვერის" წინააღმდეგ. "კენაქსმა" არ დაუშვა მოვლენათა ამგვარი განვითარება, 3:0 გაიმარჯვა და სტენლის თასის ყველა ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა მიიღო.

რეგულარულის ბოლო მატჩში "სან ხოსე" და "ლოს ანჯელესი" ხვდებოდნენ ერთმანეთს - მათ მეშვიდე-მერვე ადგილები უნდა გაენაწილებინათ. "ზვიგენებისა" და "მეფეების" მორიგი დაპირისპირება ოვერტაიმში დასრულდა. მასპინძლებმა 0:2-იდან გადაარჩინეს შეხვედრა და ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. არცერთს სურდა წაგება და პლეი ოფში "ვანკუვერზე" გასვლა. უფრო მეტად "სან ხოსემ" მოინდომა, რომელმაც 3:2 მოიგო და სტენლის თასზე "სენტ ლუისს" შეხვდება.

6 აპრილი
სტ ლუისი-ფინიქსი 1:4

1:1, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 იენდლი-11 (ლენგკოუ-19, ტოორესი-11), 1:1 ბერგლუნდი-19 (ოში-34, ენდი მაკდონალდი-12), 1:2 ვრბატა-34 (რეი უიტნი-52, ჰანჟალი-26), 1:3 დოუნი-22 (ვერმეტი-25, ბოდკერი-13), 1:4 ბოდკერი-10 (ვერმეტი-26).

7 აპრილი
ბოსტონი-ბაფალო 4:3 (ბ)
0:0, 1:1, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 სეგუინი-28 (პ. ბერჟერონი-40), 1:1 ბოიესი-7 (მაკნაბი-6, ვანეკი-34), 1:2 ბოიესი-8 (დ. როი-27, ვანეკი-35), 1:3 პომინვილი-30 (გერბე-19, მაკნაბი-7), 2:3 სეგუინი-29 (პ. ბერჟერონი-41, პევერლი-31), 3:3 მარშანი-28 (პ. ბერჟერონი-42).
ბულიტები გაიტანეს: პ. ბერჟერონი (ბოსტონი).

ნიუ ჯერსი-ოტავა 4:2
1:1, 1:1, 2:0
გოლები: 0:1 გილროი-3 (ტარისი-17, ფოლინო-32), 1:1 კოვალჩუკი-36 (ელიაში-52, ჰაროლდი-2), 1:2 ო'ბრაიენი-3 (კონდრა-17, გილროი-17), 2:2 სიკორა-21 (ენრიკე-35, ზუბრუსი-27), 3:2 ს. ჯონტა-1 (პონიკაროვსკი-19, ბერნიე-5), 4:2 კოვალჩუკი-37 (პარიზე-38).

რეინჯერსი-ვაშინგტონი 1:4
0:3, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 ოვეჩკინი-38 (ლეიჩი-25), 0:2 მ. პერო-16 (ჰამრლიკი-10, კ. ოკუანი-8), 0:3 ჯ. კარლსონი-9 (ბექსტრიომი-30, მ. იოჰანსონი-32), 0:4 ბექსტრიომი-14 (სიომინი-33, ჰამრლიკი-11), 1:4 ბ. ბოილი-11 (ბიკელი-9, დუბინსკი-24).

პიტსბურგი-ფილადელფია 4:2
1:1, 3:1, 0:0
გოლები: 1:0 დუპუი-25 (ეშემი-11, ჯ. სტაალი-24), 1:1 შენი-12 (ზოლნიერჩიკი-3, ქობურნი-20), 2:1 კუნიტცი-26 (მალკინი-59), 2:2 იაგრი-19 (ტელბოტი-15, შენი-6), 3:2 კროსბი-8 (კუნიტცი-35, ჯ. სტაალი-25), 4:2 მალკინი-50 (ლეტანგი-32, კროსბი-29).

დეტროიტი-ჩიკაგო 2:3 (ბ)
0:1, 0:1, 2:0, 0:0
გოლები: 0:1 სტალბერგი-22 (შარპი-35, კრუგერი-17), 0:2 შოუ-12 (შარპი-36, პ. კეინი-43), 1:2 ფრანცენი-29, 2:2 დაციუკი-19 (ჰოლმსტრიომი-13, ზეტერბერგი-47).
ბულიტები გაიტანეს: პ. კეინი (ჩიკაგო).

კალგარი-ანაჰაიმი 5:2
1:0, 2:1, 2:1
გოლები: 1:0 ალიუ-1 (კამალერი-21), 1:1 რაიანი-30 (გეტცლაფი-46, ს. კოივუ-27), 2:1 ბოუმისტერი-5 (კომო-10, კოსტოპულოსი-8), 3:1 ბაბჩუკი-2 (იგინლა-35), 4:1 ალიუ-2 (ბოუმისტერი-24, სტაიანი-10), 5:1 სტემპნიაკი-14 (ბ. ჯონსი-5, სერიჩი-6), 5:2 რაიანი-31 (ჰაგმანი-14).

კოლამბუსი-აილენდერსი 7:3
1:0, 4:2, 2:1
გოლები: 1:0 ნეში-30 (ლეტესტუ-14, პროსპალი-38), 2:0 ატკინსონი-6, 2:1 იურჩინა-3 (ნილსენი-30, გრაბნერი-12), 3:1 უმბერგერი-20 (ატკინსონი-7, ბრასარი-26), 3:2 ოკსოპო-24 (იურჩინა-8), 4:2 ვიშნიევსკი-6 (პროსპალი-39, ჯ. ჯონსონი-26), 5:2 ატკინსონი-7 (დორსეტი-8, ვიშნიევსკი-20), 6:2 ჯ. ჯონსონი-12 (ვიშნიევსკი-21, ბრასარი-27), 7:2 პროსპალი-16 (ნიკიტინი-25), 7:3 გრაბნერი-20 (შტრაიტი-40, რისი-6).

ვინიპეგი-ტამპა ბეი 3:4 (ო)
0:1, 1:1, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 პურსელი-22 (ლეკავალიე-26), 0:2 პურსელი-23 (ლეკავალიე-27, ჯ-ტ. ბრაუნი-1), 1:2 ანტროპოვი-15 (მიეტინენი-8, ე. კეინი-27), 1:3 სტემკოსი-60 (სან ლუი-49, ლი-15), 2:3 სლეიტერი-12 (კლოტსომი-13, ენსტრიომი-27), 3:3 სლეიტერი-13 (ველერი-47, ლედი-22), 3:4 პურსელი-24 (ჰედმანი-18).

მონრეალი-ტორონტო 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 პლეკანეცი-17, 2:0 პასიორეტი-33 (გორგესი-14), 2:1 ფანოფი-12 (გრაბოვსკი-28, მაკარტური-23), 3:1 ე. კოული-35 (პასიორეტი-32), 4:1 შტაუბიცი-1.

ფლორიდა-კაროლინა 4:1
2:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 გოკი-11 (კულიკოვი-24, სამუელსონი-16), 2:0 მადენი-3 (კოპეცკი-22, ჯოვანოვსკი-10), 3:0 ვაისი-20 (სამუელსონი-17, ვერსტიგი-31), 3:1 პიტკანენი-5 (ე. სტაალი-46), 4:1 სამუელსონი-14 (გარისონი-17, გოკი-16).

მინესოტა-ფინიქსი 1:4
0:2, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ბოდკერი-11 (დოუნი-28), 0:2 პიატი-8 (გორდონი-15, როჟსივალი-11), 1:2 ჰიტლი-24 (მ. კოივუ-32, გენოუეი-1), 1:3 პიატი-9 (კორპიკოსკი-20, როჟსივალი-12), 1:4 ვრბატა-35 (რეი უიტნი-53, მ. სმიტი-2).

დალასი-სტ ლუისი 2:3
0:0, 0:1, 2:2
გოლები: 0:1 რასელი-6 (კ. სტიუარტი-15, ლანგენბრუნერი-18), 0:2 სტინი-15 (შატენკირკი-34, პიეტრანჯელო-39), 1:2 გარბატი-2 (ლ. ერიქსონი-45, ბენი-38), 1:3 პერონი-21 (ოში-35), 2:3 ლარსენი-3 (გოლიგოსკი-21, ვინკური-6).

კოლორადო-ნეშვილი 1:6
1:3, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ლეგუანდი-19 (გ. ბურკი-12, რადულოვი-4), 1:1 დუშენი-14 (კობესიუ-7, მაკლეოდი-5), 1:2 კ. სმიტი-14 (ჰალიშჩუკი-13, კ. უილსონი-20), 1:3 ჰორნკვისტი-27 (კლეინი-16, ა. კოსტიცინი-20), 1:4 იოსი-5 (კ. სმიტი-21, კლეინი-17), 1:5 იიპი-3 (სპალინგი-12), 1:6 ჰალიშჩუკი-15 (კ. სმიტი-22).

ვანკუვერი-ედმონტონი 3:0
0:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ჰ. სედინი-14 (ბაროუზი-24, კესლერი-27), 2:0 პალსონი-4 (ჰანსენი-23), 3:0 ბუტი-16 (ბიეკსა-36, ლუონგო-1).

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 3:2 (ო)
0:1, 0:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-22 (სტოლი-15, მარტინესი-6), 0:2 მ. რიჩარდსი-18 (ჯასტინ უილიამსი-37, უ. მიტჩელი-19), 1:2 დ. ბოილი-8 (ჰავლატი-19, კუტური-33), 2:2 მარლო-30 (პაველსკი-30, კუტური-34), 3:2 დ. ბოილი-9 (ჰავლატი-20).

აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. z-რეინჯერსი 82 51 24 7 109
2. y-ბოსტონი 82 49 29 4 102
3. y-ფლორიდა 82 38 26 18 94
4. x-პიტსბურგი 82 51 25 6 108
5. x-ფილადელფია 82 47 26 9 103
6. x-ნიუ ჯერსი 82 48 28 6 102
7. x-ვაშინგტონი 82 42 32 8 92
8. x-ოტავა 82 41 31 10 92
9. ბაფალო 82 39 32 11 89
10. ტამპა ბეი 82 38 36 8 84
11. ვინიპეგი 82 37 35 10 84
12. კაროლინა 82 33 33 16 82
13. ტორონტო 82 35 37 10 80
14. აილენდერსი 82 34 37 11 79
15. მონრეალი 82 31 35 16 78

დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. z-ვანკუვერი 82 51 22 9 111
2. y-სტ. ლუისი 82 49 22 11 109
3. y-ფინიქსი* 82 42 27 13 97
4. x-ნეშვილი 82 48 26 8 104
5. x-დეტროიტი 82 48 28 6 102
6. x-ჩიკაგო 82 45 26 11 101
7. x-სან ხოსე 82 43 29 10 96
8. x-ლოს ანჯელესი 82 40 27 15 95
9. კალგარი 82 37 29 16 90
10. დალასი 82 42 35 5 89
11. კოლორადო 82 41 35 6 88
12. მინესოტა 82 35 36 11 81
13. ანაჰაიმი 82 34 36 12 80
14. ედმონტონი 82 32 40 10 74
15. კოლამბუსი 82 29 46 7 65
z - კონფერენციის ჩემპიონი; y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში

ბომბარდირები
გოლი+პასი
ევგენი მალკინი (პიტ) 109 (50+59)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 97 (60+37)
კლოდ ჟირუ (ფილ) 93 (28+65)
ჯეისონ სპეცა (ოტა) 84 (34+50)
ილია კოვალჩუკი (ნ-ჯერ) 83 (37+46)
ფილ კესელი (ტორ) 82 (37+45)
ჯეიმს ნილი (პიტ) 81 (40+41)
ჯონ ტავარესი (აილ) 81 (31+50)
ჰენრიკ სედინი (ვან) 81 (14+67)

გოლები
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 60
ევგენი მალკინი (პიტ) 50
მარიან გაბორიკი (რეინ) 41
ჯეიმს ნილი (პიტ) 40
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 38
კორი პერი (ანა) 37
ფილ კესელი (ტორ) 37
ილია კოვალჩუკი (ნ-ჯერ) 37
სკოტ ჰარტნელი (ფილ) 37
მეტ მოულსონი (აილ) 36

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 67
კლოდ ჟირუ (ფილ) 65
ერიკ კარლსონი (ოტა) 59
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 59
ევგენი მალკინი (პიტ) 59
რეი უიტნი (ფინ) 53
პატრიკ ელიაში (ნ-ჯერ) 52
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 51
ჯეისონ სპეცა (ოტა) 50
ჯონ ტავარესი (აილ) 50

პლეი ოფის წყვილები
აღმოსავლეთი
რეინჯერსი (1)-ოტავა (8)
ბოსტონი (2)-ვაშინგტონი (7)
ფლორიდა (3)-ნიუ ჯერსი (6)
პიტსბურგი (4)-ფილადელფია (5)
დასავლეთი
ვანკუვერი (1)-ლოს ანჯელესი (8)
სტ. ლუისი (2)-სან ხოსე (7)
ფინიქსი (3)-ჩიკაგო (6)
ნეშვილი (4)-დეტროიტი (5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული